x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მსოფლიოს ტოპ 25 ბრენდი

მსოფლიოში ყოველწლიურად ქვეყნდება უამრავი რეიტინგი და სტატისტიკა ბრენდების შესახებ. ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემად ითვლება BrandZ, რომელსაც აქვეყნებს კომპანია MillwardBrown-ი.
წინა წელთან შედარებით მსოფლიოს 100 ლიდერი ბრენდის

ღირებულება 0.4%-ით გაიზარდა და 2.4 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამ ბრენდების თითქმის ნახევარი გაუფასურდა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ძლიერი ბრენდები ისევ სწრაფად იზრდებიან, ხოლო ამ ასეულის ქვედა ათეულის ზრდა არც ისე სახარბიელოა. ტოპ 10 ბრენდის ღირებულება 2006 წლიდან დღემდე 409-დან 982 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ქვედა ათეულის ბრენდების ღირებულება მხოლოდ 46-დან - 83 მილიარდამდე.
2012 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს 25 ყველაზე ძვირფასი ბრენდია:

image



* კონტრიბუციის ინდექსი - ზომავს ბრენდის როლს შემოსავლის გამომუშავებაში 1-დან 5 ბალამდე სკალაზე (5 ბალი უმაღლესი).
* ძალის ინდექსი - ზომავს ბრენდის მომავალი შემოსავლების მიღების შანსს 1-დან 10 ბალამდე სკალაზე (10 ბალი უმაღლესი).

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ბრენდის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებლის მიერ ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინ როდესაც საფასო ფაქტორის გავლენა შემცირდა. მსოფლიოს 31 ქვეყანაში გამოკითხულთა 59% თვლის, რომ ცალკე აღებული ბრენდი უფრო მნიშვნელოვანი დეტერმინანტია შესყიდვისას, ვიდრე ფასი. ცალკე ფასს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს გამოკითხულთა მხოლოდ 7%.



0
608
2-ს მოსწონს
ავტორი:AUVA
AUVA
608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0