x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შენი ქურდი" შვილიო, არავითარი ქურდი არ არის, ერთი კაი ბიჭია"- ნახეთ, რისთვის დააკავეს სურამელაშვილის ვაჟი

image


მომღერალი გია სურამელაშვილი მისი ვაჟის შესახებ მედიაში გავრცელებულ ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ნუგზარ სურამელაშვილი ქურდული სამყაროს წევრი არ არის. სურამელაშვილის თქმით, ჭორი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მისი შვილი, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში, ჩეჩნებს შორის დაპირისპირებას შეესწრო, რომელმაც დაპირისპირებული მხარეების გაშველება სცადა, რის შემდეგაც დააკავეს:"ეს იყო ჩვეულებრივი გარჩევა, სადაც სადაც ჩემი შვილი მოხვდა. შეესწრო ამ ამბავს, რომ უბრალოდ ცემა-ტყეპა არ იყო, ხოცავდნენ ერთმანეთს. 2 დღე იჯდა ციხეში, გამოუშვეს, როგორც გამშველებელი, მაგრამ არის რაღაც საშიშროება. ტელეფონზე მომივიდა შეტყობინება - "შენი ქურდი" შვილიო, არავითარი ქურდი არ არის, ეს არის ერთი ვაჟკაცი, კაი ბიჭი, რომელიც კარგად, ლამაზად ცხოვრობს", - განაცხადა გია სურამელაშვილმა "მთავართან" მიცემულ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის სასამართლომ ნუგზარ სურამელაშვილი თავდებით გაათავისუფლა და პროცესი 19 აპრილს დანიშნა. მომღერალი იმედოვნებს რომ მისი შვილის უდანაშაულობას ფრანგული სასამართლოც დაადასტურებს.















0
525
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
525