x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ლარის კურსი 1.66 დან 3.46 მდე, 7 წელში 3 ჯერ გაიზარდა

imageსაქართველოს საბანკო სექტორი, არის თუ არა ისეთი სტრუქტურა, რომელსაც შეიძლება ვენდოთ და თუ გაუძლებს ისეთ მძლავრ საგარეო და საშინაო რყევებს, რომ პოლიტიკური კრიზისები არ გამოიწვიოს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, რადგან დღეს საქართველოში ყველა ბანკის აქტივები უცხოური კომპანიების ანგარიშებზეა და მხოლოდ ქართუ ბანკია რომლის 100 პროცენტი ერთი პირის ხელშია. რა განაპირობებს ლარის კურსის გაუფასურებას? ერთადერთი რამ, რაც ქართულ საბანკო სისტემას შველის დღეს, ესაა გადამხდელუნარიანი მოსახლეობის სესხებზე გაკეთებული განაცხადები, სხვა შემთხვევაში კოლაფსი გარდაუვალი იქნებოდა. როდემდე გაიზრდება ლარის კურსი, სადაა ის ნიშნული სადაც მთავრობა იტყვის რომ დროა ჩავერიოთ და აღიარებს სოციალურ კრიზისს, არავინ იცის, არც მოლოდინების ისეთი რომ მიხვდე საით მიდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. ვალების აღება და სესხების გადაფარვა არ არის გამოსავალი, რადგან ეს ფული დადაბრუნებელია და ისევ ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება მომავალში.

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0