x
მეტი
  • 11.04.2021
  • სტატია:110274
  • ვიდეო:352002
  • სურათი:480411
რატომ მდიდრდებიან მდიდრები და ღატაკდებიან ღარიბები საქართველოში? ახალგამოჩეკილი მილიონერები და გაპარსული მოსახლეობა

image

მარტის თვეში ფასების კატასტროფული ზრდის ფონზე, მოსახლეობას არაადეკვატურად გაბერილი კომუნალური გადასახადები მიუვიდა. იმ ფონზე, როცა უამრავმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა, იმ ფონზე, როდესაც 2012 წლის შემდეგ ხელფასები საჯარო სექტორში 10 თეთრით არ გაზრდილა და იმ ფონზე, როდესაც წამლებზე ფასების კატარსტროფული ზრდის გამო მოსახლეობა გაიწეწა ვირუსის სახლში მკურნალობის გამო, სემეკი ჩუმად ზის და კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიების უთოფო ყაჩაღობას მშვიდად უყურებს.

მოსახლეობამ ორჯერ მოისმინა პირველი პირისგან მოწოდება საქართველოდან წასვლისა და საქართველოს დატოვების შესახებ. რაკი ბევრმა ეს მოწოდება არ გაითავისა და არ დატოვა ქვეყანა, სხვა არგუმენტი აღარ რჩება გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ არსებობს გეგმა "ბ" - შიმშილით მოსახლეობის განადგურების.

მიუხედევად იმისა, რომ ქვეყნის მართვა 2012 წელს მილიარდელს გადავაბარეთ სწორედ ამ მილიარდების გამო, საქართველოს მიერ 2006 წელს 5 წლიანი ობლიგაციების სახით აღებული 500 მილიონი ლარი 2016 წელს კიდევ გადავადდა. გადახდის ბოლო ვადა 2021 წლის 12 აპრილია. მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება ვალის მომსახურეობის მიზნით ევრობონდების გასათავსებლად. რისთვისაც შარჩიეს უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC. მიზანშეწონილად მიიჩნიეს პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა - Galt & Taggart და TBC Capital.

თუ ევრობონდების რეალიზაცია ბოლომდე ვერ მოხერხდა, გამოსავლი იქნება 1, 8 მილიარდი ლარის ბიუჯეტში მოძიება.

ამ ფონზე მთავრობას აქვს 5 მილიარდი ნასესხები, აქედან დაახლოვებით 3 მილიარდი პანდემიისთვის. მას შეუძლია ეროვნული ბანკიდან იყიდოს 500 მილიონი აშშ დოლარი, რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემას შეუქმნის ეროვნულ ვალუტას და რამდენიმე პუნქტით გამოიწვევს მის გაუფასურებას.

უცხოური ვალუტის რეზერვები ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე მეტი 2012 წლის ზაფხულში იყო - 3, 1 მილიარდი დოლარი. შემდეგ მკვეთრი კლება მოხდა, და მხოლოდ 2020 წლის დასაწყისში დაუბრუნდა ძველ ნიშნულს. პანდემიის კრიზისის დაძლევის ფარგლებში მიღებული კრედიტების წყალობით კი 4 მილიარდს გადააჭარბა და დღეისათვის 4, 2 მილიარდი დოლარია. რა თქმა უნდა, უფრო მეტიც იქნებოდა, რომ არა შარშან ინტერვენციებისათვის გამოყენებული დაახლოებით 900 მილიონი დოლარი.image

საქართველოს მიმდინარე ეტაპზე გადახდისუუნარობა - ანუ დეფოლტის გამოცხადება არ ემუქრება, თუმცა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციების, სხვა სახელმწიფოს საგარეო და შიდა ვალების, საგარეო პოლიტიკური განწყობების გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა წლის ბოლომდე ან მომავალი წლის პირველ კვარტალში დეფოლტის წინაშე დააყენოს.

საქართველომ 2012 წელს ხმა მისცა პიროვნებას სწორედ მილიარდელობის გამო და არა თვითონ პარტია "ქართულ ოცნებას", და ამის დამადასტურებელია ისიც, რომ მასინდელი ქართული ოცნებიდან დღევანდელში ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი პერსონებია შემორჩენილი, რომელთაც, სხვათა შორის, მაჟორიტარულ არჩევნებში ძალიან დიდი წახმარება დასჭირდათ. სწორედ საკუთარი ფინანსური კაპიტალით იყო ლიდერი გამორჩეული, თორემ სხვა პარამეტრებით, როგორიცაა ცოდნა-განათ


ლება, ინტელექტი, ერუდიცია, აკადემიური ხარისხი, პროფესიონალიზმი, მეცნიერული მიღწევები, პოლიტიკური გამოცდილება, პატრიოტიზმი, მჯობნის მჯობნს რა დალევდა საქართველოში?
image

ფაქტია, რომ მილიარდელებისა და მილიონერების ნამართ ქვეყანაში ის ადამიანები, რომელთა ოჯახებსაც საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილებით დონაცია არ უკეთდება, უკვე სულს ღაფავენ! ეკონომიკური კრიზისისთვის მზად არის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ოჯახები და მათი ახლო გარემოცვა და ეს მათი ქონებრივი დეკლარაციებიდანაც ჩანს...

რიგითი ადამიანების ბედი კი დღემდე გაურკვეველია, რადგან კატასტროფულად გაძვირებული პროდუქტების პარალელურად უმუშევრობის მაჩვენებელიც კატასტროფულად იზრდება!



8
335
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
Mediator image
335
  
დღეს, 11:16
ამ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ კომუნალურების ხსენება მათ შორის მეტისმეტია. ჩვენთან კომუნალურების ტარიფი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ისიც გაითვალისწინეთ, რომ 4 თვე სახელმწიფო ასუბსიდირებდა, ამასთან, აბონენტებს არ უწყვეტდნენ მიწოდებას გადაუხდელობის შემთხვევაში. ასე რომ მარტში გაზრდილი გადასახადები სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია და მეტი არაფერი.
არ ვარ მომხრე მინიმალური ხელფასის დაწესების,რადგან არაფერს ცვლის იდეაში და ისევ ისე დარჩება ყველაფერი. კიდევ ვიმეორებ,ეკონომიკური საქმიანობით უნდა მოხდეს შემოსავლის ზრდა და არა ხელოვნური ჩარევით. ზედმეტი ფულის ჩაშვებას მიმოქცევაში თავისი მიზნობრიობა უნდა ქონდეს,თორე ეს გამოიწვევს ჭარბის ფულის მასას და ინფლაციას. ვიწრო გაგებით რო განვიხილოთ,გაორმაგებული ხელფასი გამოიწვევს გაორმაგებულ ფასებს. იყო ასეთი დრო საქართველოში,კარგად არ მახსოვს,მაგრამ ამბობენ რო ბევრი მილიონერი იყო ქვეყანაში,მაგრამ რეალურად ღატაკი. ცუდია,როცა ინფლაციის შესაბამისად არ იზრდება ანაზღაურება,მაგრამ ამას სხვა უკიდურესობამდე მივყავართ,რაც ზემოთ დავწერე. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა საჭირო და არა პოპულისტური.თუ კარგად მახსოვს,1 200 000 ადამიანი არის დასაქმებული საჯარო სექტორში,თავისი სსიპებით და აიპებით.თუ კაგად მახსოვს,თბილისის მერიაში ათასზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული,როცა ლონდონში 500 ნაკლები. რაც არ უნდა ცუდი მოსასმენი იყო,ჩვენი ბრალია და შედეგებსაც ვიმკით.
გაზის კომპანიაში უნდა გადაამოწმოთ და ისედაც უნდა აკონტროლოთ მრიცხველის ჩვენებები. ჩვენებები შეადარეთ ერთმანეთს,მრიცხველიც შეამოწმეთ. ბევრს ქონდა მსგავსი პრობლემა და მათაც იგივე ვურჩიე. ასე პირდაპირ ხელს ვერ დადებთ და ვერ დადანაშაულებ ვინმეს,ყველაფეს მტკიცებულება სჭირდება.რამდენადაც ვიცი,ტარიფი ჯერ არ გაზრდილა და წესით არადეკვატური გადასახადი არ უნდა მოგვსლოდათ. სულ ვამბობ ხოლმე,რომ ექიმს,მეხანძრეს,პოლიციელს და ჯარისკაცს დაბალი ხელფასი არ უნდა ქონდეს,რადგან ამ ადამიანებზე დამატებითი სტრესი არ შეიძლება,მარა ვინ გისმენს :) წამიერად გადაერთვება ექიმი სხვა საფიქრალზე და აუცდა სკალპელი,მეხანძრეს წყლის მოშვების დროს მოუვა ეგეთი და ჯარისკაცს იარაღით გადადგილების დროს,ხოდა მერე დაიწყებენ ჩივილს,კივილს და ათას უბედურებას. ამიტომაც ვიძახი,რომ კერძო სექტორში უნდა გადავიდეს საავადმყოფლოები. დღეს არის კერძო საავადმყოფოები,მაგრამ ზოგი მართლა კერძოა და ზოგი ფურცელზე. ამოქმედდება მოთხოვნა-მიწოდების კანონიც და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებენ მომხმარებელს,რაც ავტომატურად გამოიწვევს ხელფასების ზრდას.
4 აპრილი, 22:02
მგრამ იმდენად გაბერილი და არაადეკვატური გადასახადები მოგვივიდა გაზის, რომ გამიჭირდება გაზრდა. ისევ ბანკი, ისევ ვალი... რომ უბრალოდ ვიარსებოთ, სხვაზე ლაპარაკი ზედმეტია იმ ქვეყანაში სადაც დილიდან საღამომდე სახლიდან სამუშაოდ გასულ დედას 450 ლარი ხელფასი აქვს. თანაც ექიმს. გაზის გადასახადი კი 198 ლარი მოვიდა . 12 დღე გამორთული გვქონდა საერთოდ, ბიხარი ვაგიგგიზეთ ეკონომიის გამო. დეკემბერ-იანვარ-თებერვალში 50 ლარის დავწვით და ამ მარტში ნეტა რა ვქენით ასეთი?
ვიღაც გაბღენძილი ბიძა გამოვა და იტყვის,რომ ქვეყანას გვართმევენ,ქართველობა მიაქვთ,კიდევ ათას სიგიჟეს. მერე მოაყოლებს,რომ ქართული მიწა არ უნდა გასხვისდეს უცხოელზე,კაზინოები უნდა აირკძალოს და მოაყოლებს უამრავ რამეს კიდევ. ამ ყველაფრით მოთხოვნას ამცირებენ,რაც ფასს ამცირებს და ადამიანებს სიღარიბეში აცხოვრებს. მერე ეს ფულიანი კაცი მოვა და იყიდის მიწას ღატაკიდან რეალურზე დაბალ ფასად,ხოლო ეს ღატაკი მისი მონა გახდება. უამრავი ქონება არის სახელმწიფოს ხელში,რომელის პრივატიზაცია ადამიანების ქონებას გაზრდიდა,მაგრამ გამოუყენებელია. მე და თქვენ არ შეგვიძლია ამ ქონების შეყიდვა,ისევ ის ფულიანი კაცი იზავს ამას,თუ არჩევნებს დაუფინანსებს ვიღაცას. რაც მტავარია,უამრავი ქონება მიმოქცევაში არ არის და არ მონაწილეობას ეკონომიკურ საქმიანობაში. ყველა ამ ქონებას ვერ გამოიყენებს,მაგრამ მას შეეძლება გაასხვსოს და შემოსავალი მიიღოს,რაც საშუალებას მისცემს აკეთოს ისეთი რამე,რომელიც გამოუვა. კი,სიღატაკეში ვცხოვრობთ და ამაში დამნაშავე ჩვენ ვართ. ეს ასე იქნება მანამ,სანამ გაბღენძილ სოციალისტებს და გზაბნეულ კონსერვატორებს დაუჯერებს ერი,სანამ იფიქრებს გამოსავალი სხვა უნდა ნახოს მათ ნაცვლად. და ბოლოს,თავისუფლება და პასუხისმგებლობა არის იმ უმთავრესი რაღაც,რაც ადამიანს სჭირდება და ქონდეს განვითარების საშუალება. სამწუხაროდ,საქართველოში ეს რა ხილია არ იციან.
4 აპრილი, 21:45
კი, ნელ-ნელა ვიზრდები :)
ეხლა,როგორ მივედით აქამდე,რატომ აქვს თავს გასული მთავრობას და როგორც გიყვართ თქმა,რატომ გულაობს ჩვენს ხარჯზე.რამოდენიმე მიზეზს დავასახელებ,
1. ერთი წლის წინ რამოდენიმე ადამიანის გარდა(მათ შორის მეც) ყველა ითხოვდა საგანგებო მდგომარეობას და #დარჩისახლში კამპანიას. იმ მომენტში ჩვენ დავთმეთ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება,რამაც სრულ ქაოსამდე მიიყვანა ქვეყანა.
2.უპასუხისმგებლო ოპოზიცია,რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით მოუწოდა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება,რათა უპირატესობა მოეპოვებინა. პოლიტიკოსების უმრავლესობამ,ვინც დარჩი სახლში ყვიროდა უამრავი აქცია მოაწყო,მხარი არ დაუჭირა არცევნების გადადებას და ეკონომიკურ კრიზისს დაუმატა პოლიტიკური კრიზისი.
3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე შეზღუდვისს დაწესება,რაც უცხოურ პროდუქციის ქართულთან ნაკლებ ფასად გაყიდვას კრძალავს. წინა წელს პროდუქტებს მაღალი ფასი ქონდა და მავანი გახარებულია. ერთი შეხედვით კარგია,რადგან ადამიანებს ფულის მოცულობა გაზარდათ,მაგრამ არის ერთი პრობლემა. თუ შენ მიძვირებ კიტრს და წიწაკას,მე გაგიძვირებ ცემენტს და ამისათვის პასუხსაც ვერავინ მომთხოვს. ეს ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო,რასაც დაემატა ეკონომიკური კრიზისი და მივიღეთ უაზროდ გაზრდილი ფასები. ფასები მოთხოვნა-მიწოდებამ უნდა გაზარდოს და ცხოვრების დონის მატებამ და არა ხელოვნური ჩარევით.
4. ვიღაცაც თამბაქოს სუნი არ მოსწონდა და მან თქვა,მოდით დავუწესოთ გადასახადი მწველებს და მთავრობამაც გაზარდა აქციზის გადასახადი,რაც კიდევ გაიზრდება. მოწევა ცუდია,მაგრამ ცუდია ასევე ადამიანს გადაუწყვიტო რა მოწიოს და რა არა ან საკუთრებაში დალიოს,მოწიოს თუ ტრუსიკით იტანტალოს. აქაც დავთმეთ თავისუფლება.
უამრავი მიზეზია კიდევ,რაც გავაკეთეთ და არ უნდა გვექნა. არავის ეგონოს,რომ ბევრი რეგულაციები საშუალო და დაბალი ფენისთვის კეთდება,ეს არის მდიდრებისთვის შექმნილი,რათა მათ პრობლემა არ შეექმნას ღარიბებისგან.
რამოდენიმე სტატია დაწერეთ და მიხვედით რეალურ პრობლემასთან :)
შეგვიძლია,ყველაფერში მთავრობა დავადანაშაულოთ და არის ლოგიკა ამაში,რადგან ყველა მთავრობა პოპულისტია და ის ცდილობს მართველობა გაიხანგძლივოს. აქ ახალი არაფერია და ეს საქართველოშიც ასეა,ბანგლადეეშიც და ამერიკაშიც. განსხვავება ის არის,რას აკეთებს მოსახლეობა იმისათვის,რომ მთავრობამ ამდენი არ გაბედოს და საკუთარ ინტერესებს არ მოარგოს ყველაფერი?! მავანი იტყვის,რომ არაფერს,მაგრამ ტყუილია. პირიქით,მოსახლეობა ეხმარება მთავრობას წარმართოს თავისი პოპულიზმი და შემოიტანოს უფრო მეტი წესები და გაზარდოს ბიუროკრატია. დეფოლტი არ დაგვემუქრება დიდი ალბათობით,რადგან არ შედის მათ ინტერესეში. პანამელი ინვესტორი დიდ ინვესტიციას განახორციელებს და ეგ არ მოხდება:)
0 1 8