x
საახალწლო კურიოზები: დიდთოვლობა მინესოტაში

image

1998 წელი მინესოტის ერთ-ერთ სასტუმროში კიდევ დიდ ხანს ემახსოვრებათ. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე მთელ შტატში გაითიშა ელექტროენერგია დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. თოვლით დაფარულ სასტუმროსთან მიახლოებაც კი შეუძლებელი იყო. არც გამთბობი მოწყობილობები მუშაობდა.


სასტუმროს ადმინისტრაცია არ დაბნეულა - სტუმრებს განუცხადეს, რომ მათ ყველაზე ექსტრემალური ახალი წელი ელოდათ ვიქტორინებით, გათამაშებითა და პრიზებით სავსე. პირობების გაცნობის შემდეგ სტუმრებმა სიხარულით მიიღეს ეს წინადადება და მთელი ღამე სპეციალური ნიჩბებით თხრიდნენ თოვლში გვირაბებს, ასუფთავებდნენ სასტუმროსთან მისასვლელ გზებს და დათოვლილ ნაძვის ხეებს, ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც დამალულ შამპანურის ბოთლებსა და სხვა წამახალისებელ პრიზებს. დილით სასტუმროსთან მისულმა მაშველთა ჯგუფმა თვალებს არ დაუჯერა: სასტუმროს თანამშრომლები და სტუმრები, სავსებით ფხიზელნი, ხალისით ძერწავდნენ თოვლის ფიგურებს. მათ ვერც უშუქობამ გაუფუჭა სადღესასწაულო განწყობა და ვერც სიცივემ. სასტუმროს თანამშრომლებმა შტატის ხელმძღვანელობისგან განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურეს საგანგებო ვითარებაში გამოჩენილი მამაცობისა და გონებამახვილობისთვის.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ჯეომაჯორ
ჯეომაჯორ
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0