x
მეტი
  • 11.04.2021
  • სტატია:110272
  • ვიდეო:352002
  • სურათი:480410
«შენ — სტალინი არა ხარ! და არც მე ვარ სტალინი...» — რატომ მოუხადა ბოდიში სტალინმა შვილის მასწავლებელს

სტალინის სახელს ბევრი საშინელი ისტორია და ლეგენდა უკავშირდება. სსრ კავშირის ყოფილი მეთაური მხოლოდ ტირანი კი არა, თავისებურად, ორიგინალური ადამიანიც იყო, რაც ყველაზე მეტად, მის აღზრდის მეთოდებში გამოიხატებოდა.


image


მძიმე ხასიათი


თავისი ერთადერთი ქალიშვილი, სტალინს სხვა შვილებზე მეტად უყვარდა. ვიდრე გოგონა პატარა იყო, მას თავშეკავებულად, მაგრამ, თბილად ეპყრობოდა. მაგრამ, როდესაც სვეტლანა გაიზარდა, მამამ დესპოტური ხასიათი გამოავლინა...

ვაჟებისადმი კი, სტალინს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა. განსაკუთრებით პრობლემური ბავშვი, მისი მეორე ვაჟი, ვასილი იყო. ბავშვობაში, ბიჭი ენერგიულობით გამოირჩეოდა და მასთან ურთიერთობა პრობლემებს უქმნიდა, როგორც სახლის მომსახურე პერსონალს, ისე მასწავლებლებს, სკოლაში. ვასილი მხოლოდ ენერგიული კი არა, ძალიან ცელქიც იყო და სხვების დამცირება და დაჩაგვრა და უყვარდა. გარდა ამისა, ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ვრავინ დასჯიდა, რაც მის ისედაც ცუდ ხასიათზე კატასტროფულად აისახებოდა. უმცროსი სტალინის ზოგიერთი «ცელქობა» მასწავლებლებს აგიჟებდა, მაგრამ სტალინის შვილიდ დასჯას ვინ გაბედავდა? მასწავლებლების უმრავლესობა მას ყველაფერ პატიობდა, რასაც ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი ჰქონდა.


მასწავლებლებთან მიმოწერა


როდესაც მასწავლებლებს მოთმინების ფიალა ევსებოდათ, ისინი ბელადს წერილებს წერდნენ. სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს, რომელშიც ვასილი სწავლობდა, შეეძლო სტალინისთვის წერილის მიწერა და თავისი უმართავი შვილისთვის ჭკუის სწავლება ეთხოვა. ქვეყნის მეთაური კი, თავის მხრივ, ამგვარ შეტყობინენებს, ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა. მან იცოდა, ვასია იმ რწმენით იზრდებოდა, რომ მისთვის ყველაფერი დაშვებული იყო... ხოლო, სტალინი მასწავლებლებისგან მხოლოდ საყვედურების მიღებით არ იფარგლებოდა და წერილებზე პასუხობდა კიდეც. ერთ–ერთი ასეთი წერილი, რომელიც მის მიერ პედაგოგი მარტინოვისადმი არის მიწერილი, დღმდე არსებობს.

მასში სახელმწიფოს მეთაური მადლობას უხდის მასწავლებელს იმის გამო, რომ ის ვასილის ისე ექცევა, როგორც სხვა ბავშვებს და «მის კაპრიზებს რეალიზების საშუალებას არ აძლევს»... და იქვე სტალინი ღირსეულად იხდის ბოდიშს, იმის გამო, რომ მეტისმეტი დაკავებულობის გამო, საკუთარი შვილისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა არ შეუძლია. თუმცა, იქვე პირობას დებს, რომ პირველსავე შესაძლებლობის შემთხვევაში, მას «ჭკუას ასწავლიდა»... და ეს ლიტონი სიტყვები არ იყო.


შენ — სტალინი არ ახრ!


როდესაც სტალინი ბოლოსდაბოლოს აღზრდისთვის იცლიდა, ვასილის ცუდი დღე ადგებოდა. პერსონალიდან ვერავინ შეძლებდა იმის თქმას, რომ სტალინი საკუთარ შვილს სცემდა. თუმცა, იმის შესახებ, რომ თავხედი ვასილი, მამისგან პერიოდულად საყვედურებს იღებდა, ყველასთვის ცნობილი იყო. საოჯახო არქივში, ამასთან დაკავშირებით, ერთი ისტორიაც კი არის შემონახული. ცნობილია, თუ როგორ საყვედურობდა ვასია მამას, ერთ–ერთი ასეთი «აღმზრდელობითი ღონისძიების» დროს, იმის გამო, რომ ვაილიც — სტალინი იყო, მას კი გაცვეთილი ჩუსტით სცემდნენ. რაზეც სტალინმა უპასუხა: «შენ — სტალინი არა ხარ!.. და მეც კი არა ვარ სტალინი!». შემდეგ მან თავისი პორტრეტისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც სამუშაო კაბინეტის კედელზე ეკიდა და დაიყვირა: «აი ის არის — სტალინი»...

ასე ერის ბელადმა, რკინის ხელით, მიუთითა შვილს, რომ ყველა რეგალია ოფიციალურად მხოლოდ სახელმწიფო მეთაუს ეკუთვნის. ხოლო ის, იოსებ ვასილიჩი და ვასია — მხოლოდ მამა და შვილი იყვნენ და მათ შორის ურთიერთობაც შესაბამისი იქნებოდა.

ცნობილი არ არის, გაიგო თუ არა ბიჭმა მამის შეგონება, თუმცა მისი ავტორიტეტისადმი შიშს, ის მამის გარდაცვალებამდე განიცდიდა.imageimageimageimageimageimageimage






0
439
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0