x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ამერიკელების კულინარიული უცნაურობები, რომლებსაც ჩვენ ვერ გავიგებთ

image
ამერიკელებს ზოგიერთი კერძი ძალიან უცნაური აქვთ (ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში), ძალიან მძიმე, ცხიმიანი ან ტკბილი. აი რამდენიმე მათგანი:


კარტოფილი

დავიწყოთ იმით, რომ ამერიკელები კარტოფილს საერთოდ არ თლიან. მათ მიაჩნიათ, რომ მთავარი ვიტამინები სწორედ კანშია. კარტოფილის კანისთვის სპეციალური რეცეპტებიც კი აქვთ. ხოლო გათლილი კარტოფილი მხოლოდ კონსერვის (!) სახით შეიძლება შეგხვდეთ.imageimage


“ჭიანჭველები ნიახურზე"

სწორედ ასე ეწოდება “კერძს", რომელსაც ბავშვებს ხშირად აჭმევენ. ესაა ნიახური ქიშმიშით და მიწის თხილის კარაქით.image


ყავა

მიუხედავად იმისა, რომ სტარბაქსის სხვადასხვა არომატიანი ყავა შეიძლება გემრიელიც იყოს, მაგრამ ამერიკელებს მხოლოდ ყავის გემო არ აკმაყოფილებს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნაღები, კარამელი, მენთოლი, გოგრა ან სხვა რაიმე დანამატი. მთავარია ყავის გემო არ იგრტძნობოდეს. და რაც მთავარია, ის აუცილებლად სიარულის დროს უნდა მიირთვათ.image


ტორტი “წითელი ხავერდი"

წითლად შეღებილი ბისკვიტი, რომელსაც განსაკუთრებული გემო არც აქვს და უბრალო ბისკვიტს ჰგავს.image


ერთმანეთთან შეუთავსებელი კერძები

როგორიცაა მაგალითად ტკბილი ბლინები ქათმის ნაგეთსებით და თაფლით, ბლინები და ბეკონი სიროფთან ერთად ან საერთოდაც, ბეკონი შოკოლადით.imageimageimage


მდნარი მარშმელოუ

განსაკუთრებით პოპულარულია ლაშქრობების დროს, ახალგაზრდები მას ჯოხით ბრაწავენ კოცონზე და ორცხობილებს შორის ათავსებენ. ასევე პოპულარული კერძია ტკბილი კარტოფილის პიურე ზემოდან მობრაწული მარშმელოუთი.imageimage


პიცა

ამერიკული პიცა იტალიელების ღამის კოშმარია. მათ ვერ წარმოუდგენიათ, პიცას როგორ უნდა “მიუმაგრდეს" ჰოთდოგები ან როგორ შეიძლება მასში ანანასის დამატება.imageimage


ფრიტიურში შემწვარი... ყველაფერი

ამერიკელებს ფაქტობრივად ყველაფერი შეუძლიათ ფრიტიურიში შეწვან, ანუ ძალიან ბევრ ზეთში. საჭმელი აუცილებლად ხრაშუნა უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საინტერესო არაა.image


ორეოს ორცხობილა ასევე ფრიტიურში შემწვარიimage

კიტრის მარინადი, ასევე ფრიტიურში შემწვარიimage

და ყველაზე საინტერესო, კარაქის ნაჭერი ასევე ფრიტიურში შემწევარი. რისთვის? უცნობია.image


ნაყინი გაზიან ტკბილ სასმელში. წარმოუდგენელია არა?image


“ფრიტო პაი"

ამერიკელები ამაყად უწოდებენ ყველ-მოყრილ ჩიპსებს ღვეზელსimage

ბოთლის ყველი

ამერიკელებს უყვართ ყველაფერი მარტივი. რატომაც არა აი მდნარი ყველოი ბოთლში.image


სპამი- იგივე მოთუშული

სპამი შეიძლება ითქვას რომ ჩვენთვის ნაცნობი მოთუშულის, იგივე “ტუშონკის" ამერიკული ნათესავია. მეორე მსოფლიო ომის დროს საჭირო იყო ხორცის იაფი ალტერნატივის პოვნა. გასაკვირი ის არის, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, სპამმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ჰავაიზე.image

სენდვიჩი ჯემით და მიწისთხილის კარაქით

ამერიკული სამზარეულოს კლასიკაა. მაგრამ რა საჭიროა ისედაც ტკბილ ჯემზე არაქისის კარაქის დამატება?image


ხორცი, ხორცი და კიდევ ხორცი

სრულიად გაუგებარია ამერიკული სადღესასწაულო კერძი. ის შედგება ინდაურის, იხვის და ქათმის ხორცისგან. როგორ? ინდაურში ტენიან იხვს, იხვში კი ქათამს. შედევრია არა?image


















0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0