x
image
ლანა92
ფსიქოლოგებმა გაარკვიეს, თუ რამდენი სახე ახსოვს საშუალოსტატისტიკურ ადამიანს

image



















ჩვენ ერთდროულად ასობით ადამიანთან შეგვიძლია კომუნიკაციის დამყარება, თუმცა მოხალისეებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები აჩვენებს, რომ საშუალოდ ჩვენი მეხსიერება ინახავს მხოლოდ 5 000-მდე ადამიანის სახეს.












image













ტრადიციული დასახლებები მოიცავს საშუალოდ 150-200 მცხოვრებს. ამავე ოდენობის იყო ნეოლითის ხანის ნამოსახლარების მოსახლეობა და დღევანდელ სოციალურ ქსელებზე "მეგობრების" საშუალო ოდენობა. ამას ყურადღება პირველმა მიაქცია ინგლისელმა ანთროპოლოგმა, რობინ დანბარმა. 150-200 ადამიანი მიიჩნევა სოციალური კავშირების მუდმივ ლიმიტად, რომლის შენარჩუნებაც ჩვენ შეგვიძლია. ამასთანავე, ჩვენი სახეების დამახსოვრებისა და გარჩევის უნარი გაცილებით ფართოა და საშუალებას გვაძლევს, ამ წრეში ჩავრთოთ ათასობით სხვა ადამიანი, საშუალოდ კი, როგორც უკვე ვთქვით, 5 000 ადამიანი. კერძოდ, ბრიტანელმა ფსიქოლოგმა, რობ ჯეკინსმა და მისმა კოლეგებმა იორკის უნივერსიტეტიდან 25 მოხალისე ჩართეს დაკვირვებაში. მონაწილეები 1 საათის განმავლობაში იხსენებდნენ რაც შეიძლება მეტ ნაცნობ სახეს, შემდგომ კი კიდევ 1 საათის განმავლობაში - უცხო, არაახლობელ სახეებს (პოლიტიკოსები, მომღერლები, მოდელები და ასე შემდგომ). მათ არ მოეთხოვებოდათ ცნობილი სახეების სახელი, გვარის გახსენება, არამედ საკმარისი იყო გარეგნობის დამახსოვრება და ეთქვათ, თუ რას წარმოადგენდა სახე (მაგალითად, "მსახიობი, გმირის მეგობარი რომელიმე ფილმიდან", ან "პარალელურ კლასში სწავლობდა" და მსგავსი რამ). 1 საათის განმავლობაში ცდისპირებმა გაიხსენეს ნაცნობი სახეები და აქედან კვლევის ავტორებმა გამოითვალეს საშუალო მაჩვენებელი. მერე მოხალისეებს დამატებით 3500 ცნობილი ადამიანის სახე აჩვენეს, რომელთაც ისინი იცნობდნენ, მაგრამ უცებ ვერ ასახელებდნენ. ყველა შედეგის გაერთიანებით კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ მოხალისეებს, ცდისპირებს ახსოვდათ 1 000-დან 10 000-მდე სახე, საშუალოდ კი 5 000 სახე.




0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0