შოუბიზნესი პოპულარული მსახიობები, რომლებმაც კარიერა ჩვეულებრივი პროფესიებით დაიწყეს 2021, 29 მარტი, 14:01 მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლები ვარსკვლავებად არ დაბადებულან. ახალგაზრდობაში ისინიც რიგითი ადამიანების მსგავსად ფულს ისე შოულობდნენ როგორც შეეძლოთ, და აქ გასაკვირი არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი საგულისხმო დეტალი, თქვენ წარმოიდგინეთ და, ზოგიერთი მათგანი თავის შესანახად ფულს მორგში, გარდაცვლილების ვარცხნილობაზე ზრუნვით გამოიმუშავებდა, ზოგი ლომების მომთვინიერებლად მუშობდა, აი, ზოგს კი თვიდან თვემდე თავი მესაფლავეობით გაჰქონდა. გაინტერესებთ კიდევ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებული ცნობილი სელებრითები სანამ პოპულარულები გახდებოდნენ? მაშ ასე, წარმოგიდგენთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის ვარსკვლავებს, ვისთვისაც ჩვეულებრივი პროფესიები უცხო არ არის.სტივ ბუშემი მეხანძრედ მუშაობდა. სხვათა შორის, 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს, ის კვლავ დაუბრუნდა თავის ადგილს და დაზარალებულებს ეხმარებოდა!16 წლის ასაკში კრისტოფერ უოკენი ლომების მომთვინიერებლად მუშაობდა და ერთ - ერთ წარმოდგენაში ლომთან, სახელად შებასთან ერთადაც კი მონაწილეობდა.რაც შეეხება დენი დე ვიტოს, ის არც მეტი, არც ნაკლები მორგში სტილისტად მუშაობდა, სადაც მიცვალებულებს ბოლო გზაზე გასამგზავრებლად საგულდაგულოდ ამზადებდა.სხვათა შორის, იგივე საქმიანობას ეწეოდა ვუპი გოლდბერგიც.ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჰარისონ ფორდმა მუშაობა დურგლადაც მოასწრო.ჯონი დეპმა ერთხელ აღირა, რომ ის ტელემაღაზიაში მუშაობდა, და სამსახურიდან წასვლამდე მხოლოდ ერთი პროდუქტის გაყიდვა შეძლო.ჯიმ ქერი იმისთვის რომ ოჯახს დახმარებოდა ერთი პერიოდი მეეზოვედაც კი მუშაობდა.ვიღაცას ძალიან გაუმართლა ყოფილიყო ახალგაზრდა ფიზკულტურის მასწავლების ჰიუ ჯეკმანის აღსაზრდელი.ბილ მიურეი ცოტა ხანი ჩიკაგოს სასურსათო მაღაზიის გასასვლელში წაბლს ყიდდა.ჯონ ჰემი ზრდასრულთა ფილმების კოსტიუმების დიზაინერი გახლდათ.გალ გადოტი ისრაელის არმიაში მსახურობდა.ხოლო აი, რაც შეეხება კრის პრატს ის ბევრად უფრო საინტერესო საქმით იყო დაკავებული: პრატი სტრიპტიზიორად მუშაობდა, ცდილობდა რა ფულის შეგროვებას ჰავაიში წასასვლელად.იგივე საქმიანობით იყო დაკავებული ჩენინგ ტატუმიც.ტომ ჰენქსი ბატი-ბუტის (პოპკორნი) გამყიდველი გახლდათ.ქეით უინსლეტი თავს სენდვიჩების გაყიდვით ირჩედა.ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი როდ სტიუარტი კი თქვენ წარმოიდგინეთ და, ახალგაზრდობაში მესაფლავედ მუშაობდა.483 შეფასება არ არის |