x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
თავსატეხი "3 შუქურა": როდის აინთება 3-ვე შუქურა ერთდროულად? - აბა, თუ ამოხსნით?!


image




















პირობა:

სანაპიროზე 3 შუქურა დგას. მათგან პირველი ანთია 3 წამის განმავლობაში და შემდგომ ჩამქრალია 3 წამის განმავლობაში. მეორე შუქურა ანათებს 4 წამის განმავლობაში და მერე ქრება 4 წამით. მესამე შუქურა ანთია 5 წამის განმავლობაში და ქრება 5 წამით. სამივე შუქურა თავდაპირველად ინთება ერთი და იმავე დროს, ანუ ერთდროულად.

კითხვა:

1.პირველად როდის, ანუ რამდენ ხანში გამოირთვება სამივე შუქურა ერთდროულად?

2.როდის აინთება სამივე შუქურა ერთდროულად?










image









სწორი პასუხი:

სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ პრობლემა აქ გამოთვლა არაა. თუ უცებ ვერ ამოხსნით, არ დაიბნეთ. მინიშნებას, "ნამიოკს" მოგცემთ: როდესაც პრობლემის ამოხსნას ცდილობთ, დახაზეთ გრაფიკი, ან ცხრილი თითოეული შუქურასათვის, სადაც თითოეულ სტრიქონზე გამოჩნდება შუქურას ჩართვა-გამორთვის გრაფიკი, თანმიმდევრობა.

მზად ხართ პასუხის გასაცემად?

თუ დიაგრამა, ან გრაფიკი დახაზეთ, მაშინ დაინახავთ, რომ პირველად ყველა შუქურა ერთდროულად ქრება პირველი ჩართვიდან 6 წამის მერე.

პირველი კითხვის პასუხიც ნაპოვნია: 6 წამი.

იმისათვის, რომ გავიგოთ, როდის ჩაირთვება ისევ სამივე შუქურა ერთდროულად, ამისათვის უნდა ვიცოდეთ, რამდენად ხშირად ანათებს თითოეული მათგანი?

თითოეული შუქურას ნათების დროის გათვალისწინებით, მარტივად გამოვითვლით, რომ პირველი შუქურა ყოველ 6 წამში ერთხელ ინთება, მეორე - ყოველ 8 წამში, მესამე - ყოველ 10 წამში ერთხელ.

ჩვენ შეგვიძლია, გავიგოთ, როდის ინთება ერთდროულად სამივე შუქურა. ამისათვის ყველა დასახელებული რიცხვის: 6, 8 და 10-ს უმცირესი საერთო ჯერადი უნდა ვიპოვოთ. ასეთია 120. სამივე შუქურა ერთდროულად ინთება პირველი ჩართვიდან 120 წამის, ანუ 2 წუთის მერე.

პასუხი:

1-ლი კითხვის პასუხი: 6 წამი.

მე-2 კითხვის პასუხი: 120 წამი (2 წუთი).






0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0