x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ბურჭულაძე უზარმაზარი ხელოვანია, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, ხელმოცარულია“
image


წულუკიანის გამინისტრებას კულტურის ზოგიერთი მოღვაწე, ძირითადად სააკაშვილის ფავორიტი ხელოვანები მწვავე განცხადებებით ეხმაურებოდნენ. მომღერალი მერაბ სეფაშვილი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, ეხმაურება, რომელმაც განაცახადა რომ „გამოიკვლევს საიდან მოდის განსხვავებული აზრი“.

,

თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ „ესა თუ ის მინისტრი დღეს არის და ხვალ არ იქნება. ანიტას, პაატას თუ სხვების შემოქმედება საუკუნეებს დარჩება“.



მომღარალმა მერაბ სეფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ რეაქციაში სტუმრობისას განაცხადა, რომ საკუთარი თავის კულტურის მინისტრი თავადაა.

.

„იმდენად არეულია ქვეყანაში სიტუაცია, რომ შესაძლოა ასეც გაიგო, იმდენად ნაცნობი სიტუაციაა, რომ შეიძლება ასე იყოს. პოლიტიკური ჭადრაკი მიდის. წინსწრებით ლაპარაკი უხერხულიც კი არის. მაგრამ, ჩემი თავის კულტურის მინისტრი თავად მე გახლავართ, ჩემო ბატონო!... ხო, ნუ, რა უნდა ქნას ეხლა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა. რატომ ვფიქრობ ასე?... ან რატომ არ ფიქრობ ისე? საბავშვო ბაღია? რეპრესიებია? თუ დახვრეტაა და ომი დავიწყეთ, მაშინ აღარ ყოფილა საშველი., “ - აღნიშნავს მერაბ სეფაშვილი.


შეგახსენებთ, ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, გასულ წელს მერაბ სეფაშვილი ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო წინასაარჩევნო შეხვედრებზე მღეროდა და მხარდაჭერას ღიად გამოხატავდა.

,

მანამდე ანიტა რაჭველიშვოლმა განაცხადა, რომ სანამ თეა წულუკიანი იქნება კულტურის მინისტრი, ქართულ სცენაზე ფეხს აღარ დადგამს.

.

„ანიტა ანიტაა, რასაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არა კულტურის მინისტრი, არამედ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი ვარ, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში, გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის განცხადებას.

.

„ანიტა რაჭველიშვილმა და ლაშა ბუღაძემ უნდა ილაპარაკონ ის, რასაც ფიქრობენ. მათი განცხადებები ჩემს ერთ კონკრეტულ ეთერს არ მოჰყოლია. ეს პროცესი იქამდე დაიწყო. ხანდახან ყველას გვიჭირს საქმისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან განსხვავება. ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც გააკეთა მწვავე განცხადება. მისი მაგალითი რომ ავიღოთ, ის არის უზარმაზარი მასშტაბის ხელოვანი, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, ისაა ხელმოცარული. მან თავი ჩემს კოლეგად შემომთავაზა. თავის რეალურ და ნამდვილ პროფესიაში ის ნამდვილად შეუდარებელია. ასევეა ქალბატონი ანიტაც. ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“. იმის მერე, „სასჯელს ვიხდი“. ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამ, Instagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც „ციხეში ჩასვა“. ქალბატონ ანიტას, რატომღაც, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს, ან - უყვარს, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ. ეს არც დასაძრახია, არც - შემაშფოთებელი. ეს ნორმალური პროცესია. ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ისინი ილაპარაკებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა - არა. თუ შენ ამ დონის ხელოვანი ხარ და ქართველებს ეუბნები, რომ ვიღაც მინისტრი არ მომწონს და ჩემს შემოქმედებას არ გაზიარებ, ეს მინიმუმ, დასანანია. მინისტრი დღეს არის და ხვალ არ იქნება. ანიტას, პაატას თუ სხვების შემოქმედება საუკუნეებს დარჩება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

.

ინფორმაციისთვის, ანიტა რაჭველიშვილმა განაცხადა, რომ თეა წულუკიანი დიქტატორია.

.

„ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს“ - განაცხადა მან.

0
293
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0