x
კურკუმა სასარგებლოა
კურუმა ლატე- იგივე ოქროს რძე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ ტრენდული იყო, როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნაერთი. სასმელს შესწევს ძალა არამარტო ჩააქროს ანთებითი პროცესები, არამედ გააუმჯობესოს ტვინის ფუნქციონირება და შეაფერხოს კოგნიტური დაავადებები.

კურკუმა აიურვედული მედიცინის მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს არის სამკურნალო სისტემა, რომელიც წარმოიშვა ინდოეთში 3000 წლის წინ და ითვლება ჯანმრთელობისა და სხეულის დაბალანსების გზად. კურკუმას აქვს ერთი კომპონენტი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, კურკუმინი წარმოადგენს კურკუმას მთავარ აქტიურ ინგრედიენტს, რომელიც საშუალებას აძლევს სანელებელს ანთების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ითვლება, რომ ეს ინგრედიენტი გადამწყვეტ როლს ასრულებს ტვინის ჯანმრთელობის ხელშესაწყობად და შესაძლოა სეამციროს ალცჰეიმერის გაჩენის რისკი.
2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Advances in Nutrition, აჩვენა, რომ ჩვენი ცხოვრების რჟიმში კურკუმას დამატებით ჩვენ ვამცირებთ რისკებს ქრონიკული ანთებებისა და კოგნიტური დაავადებების მიმართ.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ კურკუმინმა შეიძლება გაზარდოს ზრდის ჰორმონის დონე, რომელსაც ეწოდება ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი (BDNF). საინტერესოა, რომ ტვინის რამდენიმე დაავადება, დაწყებული დეპრესიითა და ალცჰეიმერით, დაკავშირებულია BDNF დაბალ დონესთან. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ BDNF ხელს უწყობს ახალი ნეირონების ზრდას, რაც მნიშვნელოვნად ითვლება კოგნიტური დაქვეითების თავიდან ასაცილებლად.

2012 წელს ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმინის ხანგრძლივად გამოყენებამ კოგნიტური ფუნქციისა და ნეიროგენეზის გაუმჯობესების პოტენციალი აჩვენა.


მოკლედ რომ ვთქვათ, კარგია თუ თქვენს რაციონს დაამატებთ კურკუმას. მხოლოდ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ კურკუმასთან ერთად გამოიყენეთ მცირეოდენი შავი პილპილი, რადგან ეს უკანსკნელი ხელს უწყობს მის უკეთ ათვისებას.image

0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0