x
image
მაქს კავალერა
„რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება…"

image
ორი დღის წინ ახალციხეში, ვაქცინაციის შემდეგ, მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში, გარდაიცვალა ახალგაზრდა მედდა მეგი ბაქრაძე. როგორც, მოგეხსენებათ ამ საკითხე ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ემთხვევა ზოგადად საპატრიარქოს პოზიციასაც, რომელმაც განაცხადა რომ ხელს არ შეუშლის ამ პროცესს და შორიდან დააკვირდება რა შედეგებს გამოიღებს მომავალში ვაქცინაციის პროცესი. თუმცა სხალთელი ეპისკოპოსი მრევლს მოუწოდებს უფრო რეაქციული ქმედებებისკენ:

„რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება… შესაძლოა, ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ“, – აცხადებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი covid 19-ის ვაქცინაციის შესახებ.

„რა პასუხს გვცემს ჩვენ ხელისუფლება, რომელიც მოუწოდებს ვაქცინაციას და ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ აძალებენ უკვე და სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან, რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის, ან 1 წლის შემდეგ, გაქვთ ამის პასუხი? – არა გაქვთ, მაშ, რას გვაძალებთ, კაცო? სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ნახეთ ალბათ სოციალურ ქსელებში გაიკეთეს ვაქცინა და ადგილზე მოკვდა ზოგი, ასეულობით ადამიანია გარდაცვლილი, სამ მილიონამდე ადამიანია გარდაცვლილი კოვიდ 19-სგან, 2 მილიონ რაღაცა და მილიარდზე მეტი ადამიანის აცრა უნდათ, რა შედეგს გამოიწვევს? შესაძლოა ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ, ვინ იცის?

ამიტომ აფრთხილებს ეკლესია, ეს არის ეკლესიის ხმა, ღვთის ხმა, ეკლესია ნახეთ რას ამბობს: პასუხი უნდა გაეცეს ამ კითხვებზე და ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. დანარჩენი ახლა ვისაც ყური აქვს სმენად ისმინოს. ყური ყველას აქვს ხო, ასე არ არის?“ – ამბობს სპირიდონი.

0
149
1-ს მოსწონს
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0