x
მეტი
  • 11.04.2021
  • სტატია:110269
  • ვიდეო:352002
  • სურათი:480410
ფაშისტური ელიტის რჩეული ავტომობილები

გარკვეული ისტორიული მიზეზების გამი, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ნაცისტული გერმანიის ინდუსტრია მხოლოდ ომის საჭიროებებისთვის მუშაობდა და ეს ყველა სფეროს, მათ შორის ავტოწარმოებასაც ეხება. სინამდვილეში კი, მესამე რაიხი ბევრ სამოქალაქო მოდელის მანქანას ქმნიდა და მათ შორის, საკმაოდ საინტერესო ნიმუშებიც იყო. მაგ.:


Mercedes-Benz 770


«მერსედესი» 770 ბაზარზე გასული საუკუნის 30–იან წლებში გამოჩნდა და იმ დროს, ის ბავარიული წარმოების ყველაზე ტევად და ძვირიან ავტომობილად ითვლებოდა. შთამბეჭდავი ზომების გამო, მას Großer Mercedes კი შეარქვეს, რაც «დიდ მერსედესს» ნიშნავს.


image


თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ «დიდი მერსედესი» — უბრალო ავტომობილი ნამდვილად არ იყო და მხედველობაში მის ფასსაც თუ მივიღებთ (30 000 რაიხმარკა ღირდა), ამ ავტომობილის შეძენა მხოლოდ ელიტას შეეძლო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ადოლფ ჰიტლერის პირად ავტოპარკშიც კი მოხვდა.


Maybach SW38


როგორც დღეს, იმ ეპოქაშიც, Maybach–ის საფირმო ემბლემით დამშვენებული ავტომობილი პრემიუმ კლას განეკუთვნებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ «მაიბახი», «მერსედესს» არ ეკუთვნოდა და დამოუკიდებელ კონცერნს წარმოადგენდა.

ამასთან, ის მხოლოდ დამოუკიდებელი კი არ იყო, ძალიან მდიდიარი ისტორიაც ჰქონდა. მაგ., 30–იანი წლების დასაწყისში, Maybach–ი, ომამდელი ავტოწარმოების, ყველაზე პოპულარულ ბრენდს წარმოადგენდა.


image


ხოლო, ყველაზე მოთხოვნადი SW სერიის ავტომობილები იყო. ამ სერიის პირველი ვარიანტი – SW35, ბაზარზე 1935 წელს გამოვიდა. თუმცა, მხოლოდ 50 ცალი იყო წარმოებული. ავტომობილის სიძვირის მიუხედავად, სალონის კომფორტულობის და ელეგანტური დიზაინის გამო, დიდი პოპულარობით სარგებლობდა SW38–ის მოდელი.


BMW 326


და რა თქმა უნდა, – BMW. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სრულფასოვან ავტოკონცერნად საწარმოო მხოლოდ 20–იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა. მანამდე ის მოტოციკლებს და თვითმფრინავის ძრავებს უშვებდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რეორგანიზაციის შემდეგ, ბრენდმა ავტომობილების წარმოება მოკლე დროში დაიწყო და 30–იანი წლების შუა პერიოდში, საუკეთესო ავტომწარმოებლის სახელი დაიმკვიდრა.


image


და მიუხედავად იმისა, რომ BMW 326 ძალიან ძვირი ღირდა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მხოლოდ 5 წელში, ამ სერიის 15 ათასი მანქანა გაიყიდა. ხოლო, წარმატებული გაყიდვებით შთაგონებული მწარმოებლები, ბაზარზე BMW 332 ვერსიის გამოშვებას გეგმავდნენ. მაგრამ, ომი დაიწყო და ჩანაფიქრი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა...
imageimageimageimageimageimageimage









0
203
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0