x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ყურადღება სკანდალი: გადაიბირეს, ყველა გვარი უკვე ვიცი !"- ნახეთ, რა საგანგებო მიმართვას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც გოგი წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მის წარსულთან დაკავშირებით რამდენიმე სკანდალურ და საინტერესო ფაქტს ასაჯაროებს. კილაძის თქმით, დვალიშვილზე გამოძიება კაცზე ძალადობის მუხლით ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მისივე თქმით, დვალიშვილის გადაბირება მოხერხდა, განრიდება კი პროკურატურამ, სამხედრო პირის შუამდგომლობით გაუკეთა: "ყურადღება სკანდალი: 2017 წელს ასმათ დვალიშვილის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება ქუთაისის შს სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში კაცზე ძალადობის მუხლით. ამის შემდეგ, ჩემი წყაროს ინფორმაციით ის გადაიბირეს, თან განრიდება გაუკეთა პროკურატურამ, სამხედრო პირის შუამდგომლობით. ხვალ ოფიციალურად მოვითხოვ ამ ინფორმაციას პოლიციიდან. სხვა დეტალებზე გზადაგზა. ყველა გვარი უკვე ვიცი !"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიტიკოსი გოგი წულაია 17 მარტს ქალზე ძალადობის ბრალდებით, დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წულაია ბრალდებულის სახით დააკავეს.





0
799
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
799