x
“ისწავლეთ და იკითხეთ ბევრი, იმისათვის, რომ ის შეცდომები არ დაუშვათ, რაც სხვებმა."
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ 2021 წლის 28 თებერვალს სტუდენტურ პარლამენტში მარიამ ვარდოსანიძის ადმინისტრაციის სტუდენტებისთვის ლექცია გამართა.


ძირითადი თემა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული დიპლომატოური ურთიერთობები იყო. აგრეთვე, მან ისაუბრა თურქეთში განათლების და ეკონომიკის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე თურქულ პოლიტიკაში, თუ რამდენად გააქტიურდა საქართველოს ურთიერთობა თურქეთთან, პანდემიის პერიოდში.


პანდემიური დახმარების მხრივ თურქეთმა დააწესა შეღავათები, დახმარებები. ისევე, როგორც უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის, ასევე სახელოვანი ჩინოვნიკებისთვისაც.


მან აღწერა თურქეთის შეხედულებენი ევროკავშირში, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ევროპული ქვეყნების ინტერესებისგან. სწორედ განსხვავებული საკითხების გამო წარმოიქმნა უთანხმოება ევროკავშირსა და თურქეთს შორის.



“წარმატებები თურქეთს. მე ვერ წარმოვიდგენ, როგორც არაევროპულ ნაწილს” - განაცხადა ბატონმა გიორგიმ.


მან ისაუბრა თურქეთში არსებულ განათლების სისტემაზე და ხაზი გაუსვა სამედიცინო სფეროს.


“მედიცინა თურქეთში უმაღლეს დონეზე არის და არც ისე ძვირია."


ამავდროულად, თურქეთში განვითარებულია საინჟინრო და ფინანსური სფეროებიც.


ბატონმა ელჩმა ნათლად ისაუბრა ქალაქ ბათუმის შეაახებ არსებულ საკითხზე. მან დაადასტურა, რომ თურქეთი შეუთანხმებელ ნაბიჯს არ გადადგამს და აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქი ბიზნესმენენი ინვესტიციებს დებენ. ამიტომ მისი აზრით, ეს არის ის საკითხი, რომელიც სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ.


ამ ყველაფერთან ერთას ბატონი გიორგი შეეხო რელიგიურ საკითხს. კერძოდ ჩოხატაურში მეჩეთის აშენებას.


“მე ვთვლი, რომ ტოლერანტები უნდა ვიყოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ მუსლიმი, ჩვენი ძმები. ასე, რომ რელიგიური თავისუფლება მისაღებია."

ხაზი გაუსვა რელიგიური განათლების მიღების საკითხს.


“არსებობს მუსლიმური სკოლებო, სადაც საქართველოს მოქალაქეების სწავლობენ."


სწორედ ამ თემებე საუბრით და რჩევებით დაასრულა ბატონმა გიორგი ჯანჯღავამ სტუდენტური პარლამენტის წევრებთან საუბარი და ახალგაზრდებს მოუწოდა:


“ისწავლეთ და იკითხეთ ბევრი, იმისათვის, რომ ის შეცდომები არ დაუშვათ, რაც სხვებმა."


ჟურნალისტი: ეკა გოგოხია


რედაქტორი: ლიზი კვაჭაძე

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:საერთაშორისო მედია სკოლა
საერთაშორისო მედია სკოლა
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0