x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134655
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
კორონა ვირუსი
COVID-19 რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხეა არამხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც. ინფიცირებულთა სწრაფად მზარდმა რაოდენობამ და ვირუსის გავრცელების ფართო არეალმა 2019 წლის მიწურულს ვუჰანში გაჩენილი ვირუსი სულ რამდენიმე თვეში პანდემიად აქცია. მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19-ის ნეგატიური ეფექტი ახლა უკვე შეუქცევადი მოცემულობაა. თუმცა კითხვები COVID-19-ის ზეგავლენის მასშტაბსა და ხარისხზე ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები განსხვავებულია, ძირითადად, ეკონომიკური ზეგავლენა ქვეყნებზე შემდეგი ლოგიკით განვითარდება: მთავარ ეკონომიკურ დარტყმებს მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებშიც COVID-19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იქნება, შემდეგ ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკებიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ნავთობისა და სხვა საქონლის ექსპორტზე, ამის შემდგომ კი ნეგატიური ზეგავლენა მათი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებშიც გადაიღვრება.

სწორედ ამ ლოგიკაზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკაზე COVID-19-ის პოტენციური გავლენის გასაანალიზებლად, გადავწყვიტეთ შეგვეხედა ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურაზე, პარტნიორებსა და პოტენციურ რისკებზე. ყურადღება გავამახვილეთ იმ ძირითად სექტორებზე, რომლებიც მაღალი ეკონომიკური გამტარობით ხასიათდებიან, ანუ წარმოადგენენ ერთი ეკონომიკიდან მეორეში დოვლათის გადასვლის მთავარ არხებს, შესაბამისად, ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და საგარეო ვაჭრობა.


დღეს, როცა საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პიკი არ არის მიღწეული, ცხადია, საკმაოდ რთულია ზუსტი პროგნოზების გაკეთება იმ ეკონომიკური გავლენის შესახებ, რომელსაც მსოფლიოში პანდემიური პროცესი და ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სურათი მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.სავარაუდოა, რომ ეფექტი მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა იგი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:


შეზღუდული რესურსების პირობებში, საკმაოდ რთულია ცალკეული ეკონომიკური შეღავათების და სტიმულირების პაკეტების ინიცირება, შეზღუდვების დაწესება და ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯების ეკონომიკური ფასის განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის ე.წ. შეღავათების შეთავაზებას არ ქონდეს ისეთი ხასიათი, როგორიც მაგალითად საბანკო „შეღავათიანი პერიოდის“ მექანიზმს, რომელიც მექანიკურად გაქცევს ამ რეჟიმში და მისი დატოვებისთვის გიწევს აქტივობის განხორციელება და არა - მასში ჩართვისთვის. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, მნიშვნელოვანია არ შეიზღუდოს მოქალაქეთა ეკონომიკური არჩევანის თავისუფლება;

მნიშვნელოვანია კრიზისის ვადები და ასევე ის, თუ როგორ შეძლებს მსოფლიო მასთან გამკლავებას - რადგან საქართველოს ტიპის ქვეყნები მნიშვნელოვნად იქნებიან დამოკიდებული იმ საერთაშორისო დახმარების მასშტაბზე, რომლის მობილიზებასაც ისინი შეძლებენ;

კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონული მმართველობის მიმართულებით რეფორმების დაჩქარებას და არსებული პლატფორმების განვითარებას და მათი ხელმისაწვდომობის ზრდას;

საერთაშორისო პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების გააზრება, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური კრიზისის მართვის მიმართულებით, აუცილებელია; ასევე, მნიშვნელოვანია კერძო ინიციატივებიც, ანუ ის, თუ რამდენად შეძლებს ქართული ბიზნესის ნაწილი მაინც თვითორგანიზებას, ახალი ტიპის მომსახურებებისა და პროდუქტების შემუშავებას, რომელიც არსებულ გამოწვევებს მეტად უპასუხებს.


მოქალაქეს ასევე აქვს საკუთარი სახელმწიფოს, ქალაქის ან თემის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობის ან საზოგადოებრივ გაერთიანებებში გაწევრიანების გზით, საქველმოქმედო და ნებაყოფლობითი საქმიანობით და სხვა. თუმცა, ადამიანის უფლებებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ხშირად, მოქალაქის ასაკზეა დამოკიდებული.

უფლებებთან ერთად, მოქალაქეს აქვს ვალდებულებებიც, რომლებიც ასევე განსაზღვრულია კანონით. საქართველოს მოქალაქე, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი, ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, იხდიდეს გადასახადებს, გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს საკუთარი უფლებების და მოვალეობების შესრულებას - პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს სხვების ინტერესებს, სიფრთხილით მოეპყრას საზოგადოებრივ სიკეთეებსა და ქონებას, იზრუნოს მათ გაუმჯობესებაზე (მაგალითად, დარგოს ხე ან დაასუფთაოს საერთო ტერიტორია, უარი თქვას გარემოსთვის მავნე ნივთიერებების ან საგნების გამოყენებაზე და ა.შ.).ეს როლი ბუნებრივია ნებაყოფლობითია, თუმცა საზოგადოებებში, რომელთა მოქალაქეებიც პირადი პასუხისმგებლობით არიან განმსჭვალულნი, ცხოვრებაგაცილებით სასიამოვნოა.

გვანცა კვარაცხელია- ახალგაზრდები ცვლილებებისათვის

image

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო აღაჯანაშვილი
ნინო აღაჯანაშვილი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0