x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილი ადამიანები, რომლებმაც თავიანთ ნათესავებზე იქორწინეს

image
საოცარია, რამდენად ხშირად ხდება დღემდე ქორწინება ნათესავებს შორის, კონკრეტულად კი შორეულ ნათესავებს შორის, მაგრამ მაინც.


კევინ ბეიკონი- ცოტამ თუ არ იცის ამ მსახიობის შესახებ, სახელით თუ არა, სახით და ფილმებით მაინც გეცნობათ. თუმცა ბეიკონს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი ცოლი მსახიობი კირა სეჯვიკი, რომელთანაც 30 წელზე მეტი იყო, მისი მეცხრე თაობის ნათესავი იქნებოდა. ეს ფაქტი ლუის გეიტსმა აღმოაჩინა ტელეგადაცემაში “იპოვე შენი ფესვები".image


ჰენრიხ VIII- სწორედ ის შეშლილი ტიუდორი, რომელმაც თავის ცოლების ნახევარს თავი მოჰკვეთა. მას პირველ ცოლთან განქორწინება სურდა, მაგრამ კატოლიკურმა ეკლესიამ ეს არ დაუშვა, სწორედ ამიტომ მეფემ ინგლისი და კატოლიკური ეკლესია ერთმანეთს განუცალკევა. ის კვლავ დაქორწინდა და დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო სუქდებოდა და გიჟდებოდა. მისი ისტორიის შესახებ არაერთი ფილმი თუ სერიალია გადაღებული. მისი არც ერთი ქორწინება არ ყოფილა წარმატებული, დაქორწინებული კი ექვსჯერ იყო, ისიც სხვადასხვა თაობის ნათესავებზე: ქრონოლოგიური თანმიმდევრობით: ეკატერინე არაგონელი, ნათესავი მე -4 თაობაში; ანა ბოლეინი, მე -7 თაობა; ჯეინ სიმური, მე -5 თაობა; ანა კლევსკაია, მე -9 თაობა; კეტრინ ჰოვარდი, მე -7 თაობა და კეტრინ პარი, მე -3 თაობა.image



ფრანკლინ რუზველტი- რანკლინ დელანო რუზველტი ალბათ შეერთებული შტატების ყველაზე ძლიერი პრეზიდენტი იყო. ის ერთადერთი პრეზიდენტია ქვეყნის ისტორიაში, რომელიც 4 ვადით აირჩიეს.ხსნა ქვეყანა დიდი დეპრესიიდან, გააუქმა პროჰიბიცია და ხელმძღვანელობდა ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი მეუღლე ელეონორა ასევე გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურა იყო და ბევრს მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ქმრის მეხუთე თაობის ნათესავი იყო, ამგვარად, პრეზიდენტი მას შორეულ ბიძად ეკუთვნოდა.image


ვუდი ალენი- ოსკაროსან ცნობილ რეჟისორს მართალია სისხლით მონათესავე ცოლი არ ჰყავს, მაგრამ სამაგიეროდ შვილობილი სუნ ი კი ჰყავს ცოლად მოყვანილი. ცოლ-ქმარს შორის ასაკის სხვაობა 35 წელია.image


თომას ჯეფერსონი- ჯეფერსონი იყო შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი, ვირჯინიის გუბერნატორი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ის დაქორწინდა მესამე თაობის ნათესავზე, მართა უელსელ სქელტონზე. მათ ექვსი შვილი ჰყავდათ, რომელთა უმეტესობაც დაიღუპა. თვითონ მართა კი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯეფერსონი აღარ დაქორწინებულა და მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ დაიწყო ურთიერთობა საკუთარ მონასთან სალი ჰემინგსთან, რომელმაც მას მინიმუმ ექვსი შვილი გაუჩინა. image


ალბერტ აინშტაინი- მისი სახელი ყველამ იცის, მან მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში და შეიმუშავა მრავალი მნიშვნელოვანი ფიზიკური თეორია. დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა საკმარისად ჭკვიანი არც არის იმისთვის, რომ გაიგოს ფორმულის E = MC2 ჭეშმარიტი მნიშვნელობა. საოცარია, რომ ასეთი ჭკვიანი ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დაბნეული იყო. მისივე თქმით, საკუთარი სახლის კარი წითლად შეღება, რომ არ დაკარგულიყო და ასევე, იქორწინა თავის გარე ბიძაშვილზე, ელზაზე.image

ედგარ ალან პო- მწერლის ნამუშევრები ყოველთვის ცოტა უცნაურად ითვლებოდა, ხოლო ის ფაქტი, რომ 27 წლის ასაკში თავის 13 წლის ბიძასვილზე დაქორწინდა უფრო ამაზრზენია.image


ჩარლზ დარვინი- დარვინი ცნობილია ევოლუციის თეორიებით, განსაკუთრებით ტერმინის "ბუნებრივი გადარჩევა" პოპულარიზაციით. მიუხედავად ყველა გამოკვლევისა, რაც თავად დარვინმა გააკეთა, მას აშკარად არ აინტერესებდა ინცესტის უარყოფითი შედეგები, რადგანაც თავის ბიძაშვილ ემა ვედგვუდზე იქორწინა . წყვილს ათი შვილი ჰყავდა.image

დედოფალი ელიზაბეტ მეორე- დედოფალი 2015 წლის 15 სექტემბერს გახდა ისტორიაში ყველაზე გრძელი მმართველი მონარქი გახდა, რომელმაც 63 წელზე მეტი გაატარა ტახტზე. მისი მმართველობის პერიოდში ტექნოლოგია აყვავდა, მათ შორის კოსმოსური სივრცეების ძებნა, ტელევიზიის, მობილური ტელეფონების და ინტერნეტის პოპულარიზაცია მოხდა. აი მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი კი მესამე ტაობის ნათესავად ეკუთვნის.image





0
292
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0