x
რელიგია და თანამედროვე ცხოვრება
2021 წლის 26 თებერვალს, სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომლის მომხსენებელიც იყო არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. შეხვედრის ორგანიზატორი, ქეთევან ბაღდავაძეა.

image

თემა რელიგია და თადამედროვე ცხოვრება იყო.


„რელიგია რაც 2000 წლის წინ დაგვიტოვეს მოციქულებმა არ იცვლება, არის იგივე. ვერც თანამედროვებას ვერ მოერგება, ესეც არ იქნება სწორი, რადგან ადამიანი უნდა მოერგოს ღმერთს და არა ღმერთი ადამიანებს. ცოდვა რაც იყო I საკუნეში, XXI საუკუნეშიც ცოდვაა, სიკეთე რაც იყო I საუკუნეში, XXI საუკუნეშიც სიკეთეა. განსაკუთრებული ცვლილებას თანამედროევეობა რელიგიაში ვერ შეიტანს.“ - აღნიშნა არქიმანდრიტმა.



„სახარება არის ცხოვრების წიგნი და ადამიანებს ეს ცხოვრების წესად უნდა გვქონდეს, სახარებიდან ისწავლება ცხოვრება. სახარება იმდენად თანამედროვე და თანადროულია, რომ დღესაც კი და ალბათ 10 ათასი წლის შემდეგაც თუ კი ვინმე მივა მღვდელთან რჩევაზე, აუცილებელად სახარებიდან ეტყვის რჩევას. ნებისმიერ საკითხზე შეიძლება წმინდა წერილიდან საუბარი.“


ჟურნალისტი: ეკა ქურდაძე


რედაქტორი: ლიზი კვაჭაძე

0
33
1-ს მოსწონს
ავტორი:საერთაშორისო მედია სკოლა
საერთაშორისო მედია სკოლა
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0