x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ტატუს ზემოქმედება ადამიანზე
image
თანამედროვე ცხოვრებაში სვირინგიანი ადამიანები არ არის გასაკვირი. ზოგი ამას სხეულის გასალამაზებლად იყენებს, ზოგი სვირინგს აზრობრივ დატვირთვას აძლევს, თუმცა სვირინგის მისტიკურ მოქმედებაზე ძალიან ბევრი ისტორია შეიძლება მოვისმინოთ. რამდენად არის ეს მისტიკა და ზებუნებრივი ეს ცალკე საკითხია თუმცა სხეულზე დახატულ ნახატს, რომ ზემოქმედება გააჩნია ეს უკვე დადასტურებული ფაქტია.


რიგი გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა ფაქტი, რომ სვირიგმს შეუძლია რეაგირება მოახდინოს ადამიანის ბედზე, იღბალზე, როგორც დადებითი ისე უარყოფითი.


კულტურულად სვირინგები სხვადასხვა ერებში იყო გავრცელებული. ზოგ კულტურაში ისინი აღნიშნავდნენ ღმერთებთან ურთიერთობას, ზოგან კი საზოგადოების წევრობის მანიშნებელი სიმბოლოს გამოხარტავდა.


თავისქალის დახტვა მანიშნებელი იყო იმის, რომ ადამიანს არ ეშინოდა სიკვდილის და ერთგვარად ებრძოდა მას.



სხვადასხვა ცხოველები სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელი გახლავთ. თითოეულის დახატვა უნდა ასოცირდებოდეს იმ ადამიანის ხასიათთან ვინც იხატავს.


ფსიქოლოგებმა ტატუს ზემოქმედება შემდეგნაირად აღწერეს: "თუ ადამიანი დაიხატავს ნებისმიერ ცხოველს, რომელიც მის ხასიათს არ შეესაბამება, მაშინ გონებაში ქვეცნობიერად და შემდეგ უკვე ცნობიერადაც მოხდება შინაგანი კონფლიქტი, ტატუს და ადამიანის ხასიათი უნდა ემთხვეოდეს, რადგან შეიქმნას ჰარმონიული "ურთიერთობა".


მისტიკური მხარე კი ცოტა სხვა მოსაზრებებს გამოთქვამს. კერძოდ ყველა ტატუს აქვს მისტიკური მხარე. ადამიანი თვითონ ანიჭებს მას მნიშვნელობას, როდესაც იხატავს მას. შესაბამისად ნახატი იძენს მნიშვნელობას და ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში მას თან დაყვება. თუმცა ეს არ მოქმედებს ყველა ნახატზე. არსებობს მისტიკური ნახატები, რომელიც თვითონ იმორჩილებს ადამიანს, ესეთ ნახატად ითვლება პენტაგრამა.პენტაგრამაზე გავრცელებული ისტორიების თანახმად მისი დახატვიდან გარკვეული დროის განმავლობაში თქვენი სურვილების შესრულებას უწოყობს ხელს, ხოლო შემდეგ კი უბედურების და წყევლის მომტანია, თუმცა ეს ფაქტი არ არის დადასტურებული.


ასეა თუ ისე ტატუ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ზოგისთვის ეს უბრალოდ მოდაა ზოგისთვის კი აზრის მქონე ნახატი, ზოგი სვირინგის საშუალებით ნიჰილიზმს შველის, ზოგისთვის კი საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი.


პ.ს - ეს სტატია არ პროპაგანდირებს ტატუს გაკეთებას. ეს მნიშვნელოვანი გადაწვეტილებაა და კარგად გვმართებს დაფიქრება რას და როგორ ვიხატავთ ჩვენს სხეულზე.

0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:სანდრო გელაძე
სანდრო გელაძე
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0