x
image
ლანა92
შავი ხიზილალა და შალიაპინი , "ოქროს ხიზილალა" - ყველაზე ძვირადღირებული თევზის დელიკატესი

image




ხიზილალა მეტად სასარგებლო და ძვირადღირებული თევზის დელიკატესია, თუმცა არსებობს მისი რამდენიმე სახეობა: ვარდისფერი, წითელი, ყვითელი და შავი. ასევე, ხელოვნურადაც აწარმოებენ ხიზილალას სხვადასხვა სახეობას.

ადრე ხიზილალას რუსი და იაპონელი მწარმოებლები ვერ ყიდიდნენ თავიანთ პროდუქტს, დაბალი მოთხოვნის გამო. ამიტომაც ის ხის კასრში ჩააწყვეს და გაყინეს.

ფიოდორ შალიაპინი იყო შავი ხიზილალის დიდი თაყვანისმცემელი, უყვარდა პურის ნაჭერზე გადასმა, შემდგომ კი მას დააყოლებდა ერთ სირჩა ცივ არაყს.

სწორედ შალიაპინის პოპულარობის გავლენით, რუსულ რესტორნებში დაიწყეს ხიზილალის მომზადება. საფრანგეთში დიდი მაესტროს საპატივცემლოდ, "ხიზილალის სახლიც" კი გახსნეს, სადაც თევზის ამ დელიკატესს დიდი ოდენობით ყიდიდნენ.

შავი ხიზილალა დელიკატესის სხვა სახეობებისაგან გამოირჩევა გემოთიც და სასარგებლო თვისებებით, კვებითი ღირებულებითაც. აქვს ზუთხისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს: ოსეტრას, ბელუგას, სტერლიადსა და სევრიუგს. შავი ხიზილალა ყველა სხვა თევზის დელიკატესს აღემატება.





image




სტალინის ეპოქაში ხიზილალა ჩვეულებრივ, უბრალო პროდუქტად აღიქმებოდა და ეწყო ყველა მაღაზიის თაროებზე (სოფლის პატარა მაღაზიებშიც კი). ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობაში მოსვლისთანავე ხიზილალა გაქრა და ყველგან დეფიციტური პროდუქტი გახდა.







image




ყველაზე ძვირად ფასობს ირანში დაჭერილი 100 წლის ალბინოსი ბელუგის (თევზი) შავი ხიზილალა. ამ დელიკატესს "ოქროს ხიზილალა" ეწოდება. 100 გრამი ღირს 2.5 ათასი დოლარი (დაახლოებით 40-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ჩვეულებრივი ხიზილალა). იგი შეფუთულია 995-ე სინჯის სუფთა ოქროს კონტეინერებში.

0
143
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0