x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ამ პირობებში ჩვენ ვართ მესამე მსოფლიოს შემადგენლობაში,რადგან ვაქცინაციას ვაგვიანებთ-ანა დოლიძე
image


იურისტი, პოლიტიკოსი, "მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, მიესალმება შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას, თუმცა მიაჩნია, რომ დაგვიანებულია და ეს არის პოლიტიკური კეთილი ნების აქტი ახალი პრემიერისგან, რათა განიმტკიცოს პოზიციები, ამასთანავე ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ კომენდატის საათის დატოვება უგნური ნაბიჯია და ამ ყველაფერს აზრი არ ექნება თუ ვაქცინაციაც არ დაემატება.


-კომენდატის საათი ხელისუფლებას ამყოფებს პოლიტიკურ კომფორტში და რამდენადაც შეეძლება ის ამ პოლიტიკურ კომფორტს გააგრძელებს და უმნიშვნელოვანესი საკითხი ეს არის, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ვაქცინის შემოტანაზე..ქვეყანა გახსნან და გამოგვიცხადონ, რომ ვირუსი გავრცელდა და ისევ შემოიღონ ზომები ასე არ გამოვა..ვაქცინა უნდა დაიდოს და ხელისუფლებამ უნდა დადოს რეალური და სამართლიანი გეგმა ვაქცინის გავრცელებასთან დაკავშირებით.

უკვე ვხედავთ, რომ დასავლეთში გამოდის მთელი სისტემები ვაქცინაციის, ვაქცინაციის პასპორტები, იარსებებენ ჯგუფები, რომლებიც იმოგზაურებენ, იმუშავებენ ვისაც აქვს ვაქცინა მიღებული ....და ვისაც არა აქვს, ამ პირობებში ჩვენ ვართ მესამე მსოფლიოს შემადგენლობაში, რადგან ვაქცინაციას ვაგვიანებთ..ქვეყანა უნდა გაიხსნას და ვაქცინაცია დაიწყოს...რაც მთავარია მე მოგიწოდებთ ყველას ჩვენ დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ყველაფერს ამას, ვიაროთ პირბადით, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს თავსაც და ჩვენ გარემოსაც"-ამბობს ვიდეომიმართვაში ანა დოლიძე, რომელიც "ფეისბუქზე" გაავრცელა



დღეს საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. რა დროსაც:


  • 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება
  • 8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება
  • ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ შაბათ-კვირის გარდა
  • 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
  • 1-ლი მარტიდან კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება
  • 1-ლი მარტიდან ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირების პირობით
  • 15 მარტიდან განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან
  • 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები
  • 1-ლი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ
  • ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.


0
83
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0