x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ენერგეტიკული სასმელები- სიფხიზლის ელექსირი თუ შხამი?

ენერგეტიკული სასმელები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ არსებობდა, თუმცა შემადგენლობით რა თქმა უნდა თანამედროვესგან განსხვავდებოდა. მათი მასობრივი წარმოება მეოცე საუკუნეში დაიწყეს და ძირითადად ავადმყოფობის შემდეგ, გრეაბილიტაციისთვის იყენებდნენ. დღეს იაპონია ითვლება დღეს ამ სასმელების ყველაზე მსხვილ მწარმოებლად და ექსპორტზე გამტანად.image


ენერგეტიკული სასმელების ძირითადი კომპონენტებია კოფეინი, ტაურინი, ვიტამინები, ჟენშენის ექსტრაქტები, გუარანი. ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორ შეიძლება ამ ნივთიერებებმა ზიანი მიაყენონ ადამიანის ორგანიზმს? კოფეინი ასტიმულირებს გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვას, უშვებს ორგანიზმის სარეზერვო ძალებს, ებრძვის დაღლილობასა და ძილიანობას. ტაურინი არის ამინომჟავა. ის ხსნის სტრესს, ასტიმულირებს ტვინის და ნერვულ აქტივობას. ისინი, ვინც სპორტით არიან დაკავებულნი, დანამატების სახითაც იღებენ. მწარმოებლების უმეტესობა წერს, რომ ენერგეტიკული სასმელი შეიცავს სხვადასხვა ვიტამინის კომპლექსებს. მაგრამ არის ეს სასმელი ჯანმრთელობისთვის კარგი? ორსული ქალებისთვის ხომ არ შეიძლება მათი მიღება, ასევე ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებს.image

ამ კოომპონენტების ერთობლიობა ძალიან მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. სასმელის ერთი ქილა კოფეინის 3ჯერ მეტ რაოდენობას შეიცავს, ვიდრე ერთი ჭიქა ყავა. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ კოფეინი დამოკიდებულებას იწვევს. კიდევ ერთი დიდი მინუსი ისაა, რომ სასმელი ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. თავად განსაჯეთ, რამდენად სასარგებლოა ის.

0
145
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0