x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
გასული საუკუნეების გიჟური სამედიცინო პროცედურები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

image



წარსულში მეტად უცნაური წარმოდგენა ჰქონდათ სამყაროზე, თავისუფლად შეეძლოდ უბრალო ქალების ალქაჯობაში დადანაშაულება, მათი სამედიცინო პროცედურები კი ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო:



მატლების დიეტა გასახდომად- დაახლოებით 150 წლის წინ საზოგადოება შთააგონებდა ქალს, რომ ისინი აუცილებლად გამხდრები უნდა ყოფილიყვნენ. სამედიცინო მრეწველობამ საჭიროდ ჩათვალა ისეთი ტაბლეტები გამოეშვათ, რომლებიც გახდომის პროცესს დააჩქარებდა. ტაბლეტებს კი მატლებისგან ამზადებდნენ, არავის აინტერესებდა, რომ მათ შეიძლება გამოეწვიათ დიარეა, ვიტამინების ნაკლებობა, უძილობა და უმადობაც კი.image


ღამურას სისხლი სიბრმავის სამკურნალოდ- მდინარე ნილოსის ტროპიკულმა, ჭაობიანმა გარემომ შექმნა ყველანაირი პირობა მხედველობასთან დაკავშირებული დაავადებების შექმნისთვის, რაც ძველი ეგვიპტელების საერთო პრობლემა გახდა. ამ დაავასების სამკურნალოდ კი ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა ღამურას სისხლის თვალებში ჩაწვეთებისა. ეგვიპტელები ფიქრობდნენ, რომ რადგანაც ღამურები ღამით დაფრინავდნენ, მათ ძალიან კარგი მხედველობაც უნდა ჰქონოდათ, მათი სისხლი კი სავარაუდოდ მაგიურ ძალებს შეიცავდა, რაც მხედველობის აღსადგენად სჭირდებოდათ. image


ქალწულთან სექსი ვენერიულ დაავადებებს კურნავდა- 1500-იან წლებში, როდესაც სიფილისი მთელი ევროპის პრობლემა გახდა და მიხვდნენ, რომ დაავადება სქესობრივი კავშირის გზით გადადიოდა, რატომღაც ჩათვალეს რომ მისი “წამალი" ქალწულთან სექსი იყო. ასევე სწამდათ, რომ ვერცხლისწყალსაც შეეძლო სიფილისის დამარცხება, ამიტომ თითქმის XX საუკუნემდე იღებდნენ ვერცხლისწყლიან აბაზანებს, რამაც გამოიწვია კბილების დაკარგვა, ნერვული სისტემის დაზიანება და სიკვდილიც კი.image


ანიბალიზმს ყველა დაავადების განკურნვა შეუძლია- რთული დასაჯერებელია, მაგრამ განვითარებულ XVII- XVIII საუკუნის ევროპაში “სამედიცინო კანიბალიზმი'' ფართოდ იყო გავრცელებული. ითვლებოდა, რომ გარდაცვლილი ადამიანის ნაწილების ჭამას შეეძლო იმ ავადმყოფობების განკურნება, რითაც ის გარდაიცვალა და ასევე იმუნიტეტის ამაღლება. მაგალითად, თუ დალევდნენ შავი ჭირით გარდაცვლილი ადამიანის დაფქული თავის ქალისგან დამზადებულ ჩაის, დარწმუნებულები იყვნენ, რომ შავი ჭირი თვითონ არ შეხვდებოდათ. დამწვარი თმა თავის ტკივილს შველოდა და ა. შ. ეს “მედიცინა'' კი გამოიწვია არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, კერძოდ კი ეგვიპტის პირამიდების სამარხების გათხრებმა. ადამიანებს სწამდათ (ხოლო ექიმები ადასტურებდნენ), რომ მუმიის ფერფლის ჭამა მათ ყველანაირი ავადმყოფობისგან დაიცავდა, ამიტომაც ხშირად მუმიისგან არც არაფერი რჩებოდა.image


ობობის ქსელი მალარიის სამკურნალოდ- რამდენიმე ასეული წლის წინ, მალარია ფატალური დიაგნოზი იყო, რომლის დროსაც სიკვდილიანობა იზრდებოდა ხოლო წამლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. თანამედროვე წამლების გამოჩენამდე, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ცხელების მკურნალობა შესაძლებელი იყო აბრეშუმისებრი ცილების საშუალებით, რომელიც ობობის მუცელში იყო. რა თქმა უნდა ისინი ქსელებს არ ჭამდნენ პირდაპირ, მაგრამ სამაგიეროდ მათ ტაბლეტებში ურევდნენ და სასწაულს ელოდნენ. მეტიც, ზოგს საკუთარი “ჯიბის ობობა" ჰყავდა, რომელიც კაკლის ნაჭუჭში იყო გამოკეტილი და ყველგან თან დაატარებდა.image


ძაღლის ფეკალიები ყელის ტკივილის სამკურნალოდ- დღეს არავის მოგივათ აზრად გარეთ იაროთ და ძაღლის ფეკალიები ეძებოთ. დიახ, შუა საუკუნეებში სწორედ ამას აკეთებდნენ. ფეკალიებს ახმობდნენ, შემდეგ თაფლში ურევდნენ და ისე მიირთმევდნენ ყელის ტკივილის სამკურნალოდ.image


თამბაქო ასთმის და კიბოს წინააღმდეგ- დიახ, XV საუკუნის ევროპაში ხალხს მართლა სწამდა, რომ თამბაქოს მოწევა სამკურნალო იყო და ასთმის და სიმსივნის დაძლევაშიც კი ეხმარებოდათ.image






0
225
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0