x
პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა ომის ვეტერანებში
image

საბრძოლო სტრესის ისტორია

ზოგადად, ომის ფსიქოლოგიური ეფექტები ადამიანებისათვის ცნობილია ასობით წელია, ფაქტობრივად, შუა საუკუნეებიდან. არსებობს პოპულარული ტერმინები, როგორებიცაა „ჯარისკაცის გული“, „საბრძოლო შოკი“, „ომის ნევროზი“. ეს ტერმინები ადრე ინგლისურ ენაში გამოხავდა თითქმის იმავე შინაარსს, რასაც დღესდღეობით გამოხატავს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, ანუ პტსა. ამ ტერმინებს იყენებენ ექიმები, ფსიქოლოგები, თუ სამთავრობო სააგენტოები (მაგალითად, აშშ-ში არსებული ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტი), რათა აღწერონ დისფუნქციური სიმპტომები, რომლებიც საგრძნობლად უშლის ხელს რეინტეგრაციას სრულყოფილ და პროდუქტიულ ცხოვრებაში.


1919 წელს ექიმებმა დაიწყეს პირველი მსოფლიო ომის ვეტერანების საბრძოლო შოკზე სერიოზული დაკვირვება. ამ ომის შემდეგ ხელისუფლება სქრინინგის პროცესს უყურებდა როგორც გზას, რომ დაეწია პტსა-ს მაჩვენებლები; ითვლებოდა, რომ „მენტალურად უფრო ჯანმრთელი“ სამხედროები შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ საბრძოლო სტრესს. თუმცა აღმოჩნდა, რომ განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ჯანმრთელნი იყვნენ მებრძოლები, ბრძოლისას გარკვეული ფაქტორების გამოცდა გარდაუვალი იყო, მაგალითად გადაღლისა და შიშის (შიში საკუთარი თავის, თავისი თანასწორებისა თუ თავისი დაქვემდებარებულების გამო).



მიუხედავად საომრად გამწესების დროის შემცირებისა, ვიეტნამის, ერაყისა და ავღანეთის საომარმა კონფლიქტებმა კიდევ უფრო მეტი პტსა-ს შემთხვევა გამოიწვიეს.


დღესდღეობით უცნობია რატომ ვხვდებით პტსა-ს უფრო მაღალ დონეებს. ზედაპირულად ჩანდა, რომ გამწესების დრო პტსა-ს ფაქტორი იყო, თუმცა ისტორიულ პერსპექტივაში ეს ჭეშმარიტი არ ჩანს. ადრეული ომების დროს, სამხედროებს ხშირად იქამდე ამწესებდნენ ბრძოლის ველზე, სანამ არ დაიჭრებოდნენ, ან ომი არ დასრულდებოდა. დღესდღეობით ისინი ბრძოლის ველზე იმყოფებიან საშუალოდ ერთი წლით არმიაში, საშუალოდ 9-12 თვით საზღვაო ძალებში, და საშუალოდ 60 დღიდან 1 წლამდე საავიაციო ძალებში (მისიისდა მიხედვით). ლოჯისტიკური თვალსაზრისით, ხანმოკლე გამწესება უტოლდება მეტ ლოჯისტიკურ საჭიროებასა და ასოცირებულ ხარჯებს. გამწესების სიხშირის გაზრდა გამწესების ხანგრძლივობის შემცირებიდან გამომდინარე პრობლემებს ქმნის ტრანსპორტირების თვალსაზრისით. როგორც აღმოჩნდა ვიეტნამის კონფლიქტის დროს, ცვლილება სამხედრო დანაყოფებში ხელს უშლის ერთიანობის განცდას. შესაბამისად, გამწესების პერიოდის კიდევ უფრო შემცირება სრულიად შეუძლებელი ჩანს.


არსებობს სპეკულაცია, რომ პტსა-ს მაჩვენებელთა გახშირება და ზრდა უკავშირდება იმას, რომ დღესდღეობით მებრძოლები სწრაფად გადადიან შედარებით კომფორტული ცხოვრების სტილიდან სტრესულ, მილიტარისტულ, საბრძოლო გარემოში. სხვა ფაქტორები შესაძლოა მოიცავდეს იმას, რომ სამხედროები და მათი ოჯახები სარგებელს იღებენ დაზიანებისა თუ სიკვდილის შემთხვევაში ან იმას, რომ თავდაცვას ზოგადად გაუჩნდა უკეთესი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები პტსა-ს აღმოსაჩენად.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0