x
ფსიქიკური ჯანმრთელობა ურბანულ და რურალურ გარემოში
image

არსებობს მრავალი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება იყოს

ქალაქში ცხოვრება უფრო სტრესული ადამიანებისთვის. ამასთან დაკავშირებით

რამდენიმე ძირითადი მიდგომა არსებობს. ესენია -

  • გადატვირთვის თეორია - სტენლი მილგრემის მიერ 1970 წელს წამოყენებული ჰიპოთეზა, რომ ურბანული ცხოვრება უკავშირდება ზე-სტიმულირებას და მაცხოვრებლები დაცვის მექანიზმების, სტიმულების გაფილტვრის, ინტერპერსონალური ბარიერების, თუ სპეციალიზებული ინსტიტუციების მეშვეობით ცდილობენ სტიმულაცია დაიყვანონ უფრო მისაღებ დონეზე;
  • გარემო სტრესის მიდგომა - ფოკუსირებული კონკრეტულ ნეგატიურ

  • სტიმულებზე, როგორებიცაა ხმაური ან ხალხმრავლობა, რომლებიც, საბოლოო

    ჯამში, მიდის სტრესულ რეაქციებამდე (რომლებიც ემოციურ, ქცევით და

    ფიზიოლოგიურ კომპონენტებს მოიცავს) და

  • ქცევითი შეზღუდვების მოდელი - რომლის მიხედვითაც, ქალაქში მცხოვრებნი განიცდიან გარკვეულ შეზღუდვებს, როგორებიცაა კრიმინალის ან საცობში მოყოლის/“გაჭედვის“ შიში, რომლებიც სოფლად მაცხოვრებლებს არ გააჩნიათ.

  • ზემოხსენებულ სამ მიდგომას გარკვეულწილად ეწინააღმდეგება

    ადაპტაციის დონის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ქალაქში ცხოვრების

    ზეგავლენა ადამიანზე დამოკიდებულია ინდივიდუალურ, წარსულ გამოცდილებასა და პიროვნებაზე. ზოგიერთი ადამიანისთვის ქალაქი შესაძლოა სტიმულირების სრულიად ოპტიმალურ დონეს შეიცავდეს.


    აუცილებელია, აღინიშნოს ქალაქში ცხოვრების უპირატესობებიც - როგორებიცაა, მაგალითად, მეტი კონტროლი იმ ინფორმაციაზე, რომელიც სხვებს აქვთ მათი აქტივობების შესახებ, ისინი აგრეთვე ნაკლებად არიან შეზღუდულები რესურსებში, აქვთ ცხოვრების უფრო სწრაფი ტემპი, გარშემო არსებული მეტი სოციო-კულტურული მრავალფეროვნება და ა.შ.


    თუმცა ამის პარალელურად ფიქსირდება პროსოციალური ქცევის შედარებითი ნაკლებობა, კრიმინალის მაღალი დონე, დეინდივიდუაცია - პასუხისმგებლობის დიფუზია, დასაქმების სირთულე, ანტისოციალური როლური მოდელების სიმრავლე, უსახლკარობა (რომელიც, სხვათა შორის, კავშირშია ისეთ ფსიქიკურ აშლილობებთან, როგორიცაა, მაგალითად, შიზოფრენია).


    ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ევროპული

    კვლევების მიხედვით, ხშირად ურბანულ გარემოსთან კორელირებს. თუმცა,

    მიუხედავად ამ ზოგადი ცნობისა, ყურადსაღებია 1998 წლის ბრიტანული კვლევა (Smith, A.; Ramana, R., 1998), რომლის მიხედვითაც, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საშუალებების ხელმისაწვდომობა და, ზოგადად, ამ სერვისების გამოყენება ურბანულ გარემოში მნიშვნელოვნად აღემატება იმავე მაჩვენებელს რურალურ გარემოში.


    ამ კვლევის მიხედვით, ზოგადი დონე ძირითად ფსიქიატრიულ

    დარღვევებში რურალურ და ურბანულ გარემოებს შორის მნიშვნელოვნად არ

    განსხვავდება.


    თუმცა მნიშვნელოვანი და იტალიური და ესპანური კვლევებითაც

    დადასტურებული ფაქტორია ის, რომ სოციალური გარემო სერიოზულ

    ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად შეიძლება მიმართოს ადამიანმა

    გარკვეულ სერვისებს მაშინ, როდესაც ფსიქიკური პრობლემები შეექმნება.

    მაგალითად, ბრიტანეთში, რურალურ გარემოში ფსიქიკური ჯანმრთელობის

    უზრუნველმყოფი სერვისების საჭიროების ნაკლება არ შეიმჩნევა, თუმცა

    (ურბანულთან შედარებით) ბევრად უფრო მცირეა მიმართვა და მოთხოვნა ამ

    სერვისებზე.


    უნდა ითქვას, რომ გაზრდა და ცხოვრება მჭიდროდ დასახლებულ,

    ურბანულ გარემოში, ზოგადად ხდის ადამიანს უფრო ღიას მრავალი გარემო

    სტიმულის მიმართ, მათ შორის, იმ სტიმულების მიმართაც, რომლებიც ითვლება

    სოციალურად რთულ, გამომწვევ სტიმულებად. ამას მრავალი უარყოფითი

    შედეგი მოაქვს. არსებობს ვარაუდი, რომ ქალაქში ცხოვრების სტრესის მუდმივი

    განცდა შეიძლება ნეიროქიმიურ რეაქციებზეც კი ახდენდეს გავლენას (Howes et al.

    2004). ხოლო ყოველდღიური ცხოვრების სტრესი, თავის მხრივ, კავშირშია

    ფსიქოტურ აშლილობებთან. ურბანული გარემო, რომელიც მეტადაა

    სოციალურად ფრაგმენტირებული, უკავშირდება შიზოფრენიის მომატებულ

    რისკს.


    დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში ცხოვრებას, თავისი

    მრავალი უპირატესობისდა მიუხედავად, მოჰყვება მრავალი სახასიათო

    პრობლემა, მათ შორის, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული

    პრობლემები, რომლებიც გარემოს ფსიქოლოგიისათვის განსაკუთრებით

    საინტერესოა.

    0
    10
    შეფასება არ არის
    ავტორი:სოფიო ჯოჯუა
    სოფიო ჯოჯუა
    10
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0