x
თვითშეფასების პრობლემა
image

1960-იან წლებში მრავალი ემპირიული მტკიცებულება აშკარად მეტყველებდა იმაზე, რომ მაღალი თვითშეფასება აუცილებელი იყო, თუკი ადამიანებს უნდოდათ, რომ ჰქონოდათ ბედნიერი, პროდუქტიული ცხოვრება. ეს რწმენა ყველაზე გავლენიანი სასკოლო სისტემაში გახლდათ.


სწორედ 1960-იან წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დამტკიცდა, რომ სკოლაში მიღწევა უფრო შთაგონებული იყო ბავშვების თვითშეფასებით, ვიდრე მათი ინტელექტუალური შესაძლებლობებით და ამ კვლევებმა განმანათლებლებს შთააგონა, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც შეეძლოთ, რათა დახმარებოდნენ ბავშვებს, რომ უკეთ ეგრძნოთ თავი და ჰქონოდათ უკეთესი განცდები საკუთარი თავის შესახებ - იმ რწმენით, რომ ეს მათ დაეხმარებოდათ, უკეთესი მოსწავლეები გამხდარიყვნენ. ეს პროგრამები, საბოლოო ჯამში, კრიტიკის მსხვერპლი გახდა.


ზოგადად, ბავშვები, რომლებსაც აქებენ მათი შესაძლებლობების გამო, განურჩევლად იმისა, თუ როგორია მათ მიერ შესრულებული სამუშაო, დიდი ალბათობით, დაისწავლიან, რომ მათგან ბევრს არ მოელიან; მათ ყველა მიზეზი ექნებათ, რომ თავი კარგად იგრძნონ, მაშინაც კი, თუკი მათი შედეგები მხოლოდ საშუალო იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები უფრო დიდი ალბათობით დაეუფლებიან რთულ მასალას, თუკი ჩვენ დავაკომენტირებთ მათ მცდელობას და არა მათ შესაძლებლობას.



ფსიქოლოგმა კეროლ დუიკმა აღმოაჩინა, რომ იმ მოსწავლეების შესრულება, რომლებსაც მიეცათ შესასრულებლად ზედმეტად რთული დავალებები და რომლებსაც უთხრეს, რომ მათ ეს არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ საკმარისი ძალისხმევით არ ეცადნენ ამას, გაუმჯობესდა მეტად, ვიდრე იმ მოსწავლეებისა, რომელთაც აძლევდნენ მარტივ დავალებებს მხოლოდ იმიტომ, რომ წაეხალისებინათ ისინი, რათა მათ თავი უკეთესად ეგრძნოთ. ისტორიის მორალი გასაგებია - მრავალი მკვლევრის აზრით, თვითშეფასება უნდა იყოს დამსახურებული, და არა მიწოდებული უპირობოდ.


რეალურად რომ ვთქვათ, ზედმეტად მაღალი თვითშეფასება შესაძლოა არაადაპტურობის ნიშანი იყოს. ხანდახან ამას თავდაცვით მაღალ თვითშეფასებას უწოდებენ. თუმცა ფსიქოლოგთა ბევრი კლიენტი ასევე იტანჯება დაბალი თვითშეფასებიდანაც.


ხშირად წლები სჭირდება იმას, რომ ადამიანმა უფრო კომფორტულად იგრძნოს საკუთართავთან თავი, თუმცაღა ამ პროცესის დაჩქარება გარკვეული ძალისხმევით შეიძლება. რეკომენდირებულია ხშირად საკუთარი ძლიერი მხარეების ჩამოწერა, მეგობრებისა და ოჯახისგამოკითხვა თავიანთი აზრების შესახებ. როდესაც ჩაეჭიდებით იდეას საკუთარი ლიმიტების შესახებ, სასარგებლოა, თუკი ხმამაღლა წაიკითხავთ თქვენ მიერ დაწერილ ზემოხსენებულ სიას.


მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ საკუთარ თავში ეჭვის შეტანის გამოყენება თქვენსავე სასარგებლოდაც შეიძლება. თუკი დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ნეგატიური თვითშეფასება გამართლებული და სწორია, რაიმე გააკეთეთ ამასთან მიმართებაში. ბევრს გვინახავს სტუდენტები, რომლებიც საკუთარი აკადემიური შესაძლებლობების მიმართ ურწმუნობას იყენებენ გამართლებად, რომ დანებდნენ. ისინი აცდენენ ლექციებს, არ ემზადებიან ტესტებისთვის, შემდეგ კი ამბობენ - „ხედავ, უბრალოდ არ შემიძლია ეს სწავლა“. საქმე კი ისაა, რომ ჩვენი ეჭვები უნდა გვამოტივირებდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ. და თუკი ჩვენი საუკეთესო მცდელობა მაინც არაა საკმარისად კარგი, შეგვიძლია ყველანი დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ იქნება რაიმე სხვა, რასაც გავაკეთებთ და სადაც ჩვენი საუკეთესო მცდელობა ძალიან კარგზე მეტიც კი იქნება. მანამ, სანამ არ დავნებდებით, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია თავი კარგად ვიგრძნოთ და მაღალითვითშეფასება გვქონდეს, რადგანაც ეს ჩვენზეა დამოკიდებული.

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0