x
ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი
image

ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი(იგივე ADHD) ფართოდ გავრცელებული მენტალური დარღვევაა, რომელიც ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში ვლინდება.სიმპტომები რომ შედარებით მარტივად სამართავი იყოს უკეთესია ადრეული დიაგნოსტირება, ამისთვის მის შესახებ მეტი უნდა ვიცოდეთ.სიმპტომები, რომლებიც ასეთ დროს იჩენენ თავს:ყურადღების ფოკუსირების პრობლემა, ემოციური ლაბილურობა, იმპულსური ქცევები, გარემოსთან შეუსაბამო მოქმედებები, მშობლის/მასწავლებლის უგულებელყოფა, სოციალიზაციის მკვეთრად გამოხატული პრობლემები, დაბალი თვითშეფასება.

არსებობს ADHD-ს სამი განსხვავებული კატეგორია.ისინი დამოკიდებულნი არიან იმაზე თუ რომელი ტიპის სიმპტომი არის გამოხატული ინდივიდში უფრო მეტად.პირველ კატეგორიაში ერთიანდებიან ისინი ვისაც აღენიშნებათ ინდივიდუალური დავალებების შესრულების პრობლემა, არ შეუძლიათ დეტალებზე ყურადღების გამახვილება ან ინტრუქციების გათვალისწინება, ხასიათდებიან გაფანტულობით.მეორე კატეგორია ეხება ჰიპერაქტიურობას.ამ დროს ბავშვი/მოზარდი ბევრს ლაპარაკობს და უჭირს გაჩუმება მაშინაც კი თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.არ შეუძლია უძრავ მდგომარეობაში(მაგალითად, ჭამის ან საშინაო დავალების შესრულების დროს) ყოფნა.იმპულსურობა რის გამოც გამო ხშირად ხვდება რთულ, გაუთვალისწინებელი გარემოებებში.თუ მოცემული სიმპტომები ერთად და თანაბრად არის თავმოყრილი ადამიანში ჩვენ საქმე რიგით მესამე კატეგორიასთან გვაქვს, სადაც ასე ვთქვათ კომბინირება ხდება სინდრომის ორი ტიპისა.ამის გამო მოსალოდნელია სიმპტომების დროთა განმავლობაში ცვალებადობა.

რა იწვევს ამ დარღვევას? გენეტიკა პირველია რაც ამ კიხთხვის ყველაზე ხშირი პასუხია, რომელიც ნამდვილად ყველაზე გავრცელებული მიზეზია მაგრამ, ზოგადად, ეს საკმაოდ რთული კითხვაა, რადგან მას ასე მკვეთრად განსაზღვურლი ერთი კონკრეტული მიზეზი და პასუხი, რომელიც ამასთან მეცნიერულადაც იქნება დადასტურებული არ აქვს, მაგრამ მაინც გამოიკვეთა რამდენიმე შესაძლო ფაქტორი მემკვიდრეობითობასთან ერთად.ესენია:ორსულობისას მიღებული მომწამლავი ნივთიერებები(მაგალითად, ალკოჰოლი), რომლებიც ძალიან დიდ ზიანს აყენებენ ნაყოფს, ნაადრევი მშობიარობა, ტვინის დაზიანებები, საყურადღებოა თუ ახალშობილი მცირეწონიანია, ასევე ეპილეფსია, ტრავმა და სტრესული გარემო.


2010-ში პედიატრიული კვლევა ჩატარდა სადაც დადგინდა, რომ ბავშვებს, რომელთა შარდში უფრო მაღალი დონე იყო ორგანოფოსფატისა და ასევე პესტიციდების, რომლებიც პროდუქტებზე გამოიყენება, უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ ADHD-ს.რაც აჩენს ლოგიკურ მოსაზრებას რომ გარემო შეიძლება იყოს გარკვეულწილად ერთ-ერთი მიმზეზი, მაგრამ ეს ჯერ დადასტურებული არაა და მოსაზრების დონეზე რჩება.

ეს ნეირობიოლოგიური დარღვევა საკმაოდ სხვადასხვანაირია მოზარდებსა და ბავშვებს შორის(მაგალითად, იმას რასაც ბავშვებში ჰიპერაქტიურობას, მოზარდობისას შფოთვას, მოუსვენრობასა და მღელვარებას ვუწოდებთ).რადგანაც ზოგჯერ დიაგნოსტირება დროული არაა, სიტუაციები ამ პერიოდში იდივიდში უფრო რთულდება, რადგან გამოწვევებიც უფრო მეტია ასაკიდან გამომდინარე.

კვალიფიცირებული ექიმები ამბობენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილმა შესაძლოა AHDH-ის სიმპტომებთან ბრძოლა უფრო მარტივი გახადოს.ამისთვის აუცილებელია კარგი კვების რაციონი, რომელიც გაჯერებული იქნება ხილით, ბოსტნეულითა და მარცვლეულით.კარგია ფიზიკური აქტივობებით დაკავება ასაკთან შესაბამისობაში.კარგია იმ დროის შემცირება, რომელსაც ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ტელეფონებთან ატარებთ.ასევე საჭიროა ძილის დროის კონტროლი, რომელიც ასევე თაქვენი ასაკის შესაბამისად იქნება რეკომენდირებული.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქილიფთარი
ნინო ქილიფთარი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0