x
განათლების სისტემა რუსეთში

განათლების სისტემა რუსეთში

განათლების სისტემა რუსეთში

რუსეთის განათლება იყოფა რამდენიმე საფეხურად:

  • სკოლამდელი განათლება;
  • ზოგადი განათლება;
  • პროფესიული განათლება;
  • უმაღლესი განათლება.

განათლების სისტემა რუსეთში

სკოლამდელი განათლება

განათლების სისტემა რუსეთში

სკოლამდელი განათლება - არის პირველი საფეხური განათლების სისტემაში. სკოლამდელ განათლებაში შედის ბაგები და საბავშვო ბაღები, იშვიათად - სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ბავშვებს და ასწავლიან მათ სკოლამდელი საგანმანათლებლო პროგრამით. ყველა მშობელს აქვს საშუალება გაუშვას ბავშვი იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც საჭიროდ ჩათვლის.განათლების სისტემა რუსეთში

განათლების სისტემა რუსეთში

განათლების სისტემა რუსეთში

ბაგაში ბავშვების გაშვება შეიძლება 1 წლიდან და იმყოფება 3 წლამდე. შემდეგ მიდიან საბავშვო ბაღში. საბავშვო ბაღში ბავშვები სწავლებას ასრულებენ 6-7 წლის ასაკში. რუსეთში სკოლამდელი განათლება არ ითვლება სავალდებულოდ, ამიტომ მშობლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას გაუშვან თუ არა ბავშვი საბავშვო ბაგებსა და ბაღებში.

განათლების სისტემა რუსეთში

ასევე დიდი ხანი არ არის, რაც გაჩნდა სკოლამდელი მოსამზადებლები. აქ ბავშვები მიდიან 5 წლის ასაკში. ასეთ სკოლებში ბავშვებს აძლევენ საბაზო ცოდნას წერასა და კითხვაში.

განათლების სისტემა რუსეთში

ზოგადი განთლება

განათლების სისტემა რუსეთში

რუსეთის ფედერაციის განათლების კანონის თანახმად ზოგადი განათლება მოიცავს:

  • დაწყებითი განათლება - 6-10; 1-4 კლასი;
  • ძირითადი ზოგადი განათლება - 10-15; 5-9 კლასი;
  • სრული ზოგადი განათლება - 15-17; 10-11 კლასი.

განათლების სისტემა რუსეთში

როგორც კი ბავშვი გახდება 6 წლის, ის შედის სკოლაში. მშობლებს თავისი შვილი შეუძლიათ გაუშვან სკოლაში, გიმნაზიაში ან ლიცეუმში. გიმნაზია და ლიცეუმი სკოლისაგან განსხვავდება იმით, რომ აქ ხდება საგნების უფრო ღრმა შესწავლა (გადიან დამატებით საგნებს). ეს საგნები ეხმარება მათ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაში.განათლების სისტემა რუსეთში
განათლების სისტემა რუსეთში

განათლების სისტემა რუსეთში

დაწყებითი განათლების შემდეგ ბავშვები იღებენ ძირითად ზოგად განათლებას და სწავლება მოიცავს 5 წელს. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლე იღებს ატესტატს, რის საფუძველზეც შეუძლია სწავლის გაგრძელება მე-10 კლასში, გიმნაზიასა ან ლიცეუმში.

განათლების სისტემა რუსეთში

სრული ზოგადი განათლება მოიცავს ორ წელს. მე-11 კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლე აბარებს გამოცდებს და იღებს საშუალო განათლების დამადასტურებელ ატესტატს.

განათლების სისტემა რუსეთში

პროფესიული განათლება

განათლების სისტემა რუსეთში

სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს აქვთ სწავლის დიდი არჩევანი. მათ შეუძლიათ მიიღონ პროფესიული განათლება (გახდნენ კვალიფიციური მუშები).

განათლების სისტემა რუსეთში

მე-9 ან მე-11 კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ ჩააბარონ ტექნიკუმსა ან კოლეჯში. თუ მოსწავლე ჩააბარებს მე-11 კლასის შემდეგ, სწავლის ხანგრძლივობა იქნება ნაკლები (მათ უკვე გაიარეს მე-10 და მე-11 კლასი).

განათლების სისტემა რუსეთში
განათლების სისტემა რუსეთში

განათლების სისტემა რუსეთში

რითი განსხვავდება კოლეჯი ტექნიკუმისგან?

განათლების სისტემა რუსეთში

ითვლება, რომ კოლეჯში განათლების დონე უფრო მაღალია ვიდრე ტექნიკუმში. კოლეჯში განათლების დონე უახლოვდები უმაღლესი სასწავლებლის დონეს, ხოლო ტექნიკუმში არის საბაზო განათლების დონე.

განათლების სისტემა რუსეთში

უმაღლესი განათლება


განათლების სისტემა რუსეთში

რუსეთში უმაღლესი განათლება დაყოფილია 3 საფეხურად:

განათლების სისტემა რუსეთში

  • ბაკალავრიატი (4 წელი)

ეს არის დასრულებული უმაღლესი განათლება. მოსწავლეებს, რომელებმაც დაამთავრეს სკოლის 11 კლასი ან პროფესიული სასწავლებელი, შეუძლიათ ბაკალავრიატში ჩაბარება. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ეძლევათ დიპლომი კვალიფიკაციით.

განათლების სისტემა რუსეთში

  • სპეციალიტეტი (5 წელი)

ხუთწლიანი სწავლების შემდეგ სტუდენტი იღებს დიპლომირებული სპეციალისტის სტატუსს.

განათლების სისტემა რუსეთში

  • მაგისტრატურა (6 წელი)

უმაღლესი განათლების მეორე დონეს წარმოადგენს მაგისტრატურა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სტუდენტი სწავლას აგრძელებს მაგისტრატურაში. აქ შეიძლება მიღებულ პროფესიაში ცოდნის გაღრმავება.განათლების სისტემა რუსეთში

განათლების სისტემა რუსეთში

განათლების სისტემა რუსეთში

უმაღლესი განათლება წარმოადგენს რუსეთის განათლების ბოლო საფეხურს. რუსეთის ფედერაციის კანონის თანახმად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად შეიძლება ჩაითვალოს ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და აკადემიები.

განათლების სისტემა რუსეთში

ინსტიტუტი ამზადებს სპეციალისტს მხოლოდ ერთი მიმართულებით (მაგალითად, ფსიქოლოგიის, მედიცინის ან ეკონომიკის მიმართულებით).

განათლების სისტემა რუსეთში

უნივერსიტეტში კი პირიქით, იგი მოიცავს სპეციალობების ფართო სპექტრს. ეს სასწავლო დაწესებულება სტუდენტებს ამზადებს სხვადასხვა მიმართულებებით.

განათლების სისტემა რუსეთში

აკადემიები გამოირჩევა ვიწრო სპექტრის სპეციალობებით. იგი ადამიანს ამზადებს რომელიმე ერთი დარგისთვის (მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო აკადემია, სამთო აკადემია და ა.შ.).

განათლების სისტემა რუსეთში

ასევე არსებობს არასრული უმაღლესი განათლება. სტუდენტს ორწლიანი სწავლების შემდეგ შეუძლია მიიღოს დამადასტურებელი დოკუმენტი.

განათლების სისტემა რუსეთში
განათლების სისტემა რუსეთში

განათლების სისტემა რუსეთში

ამრიგად, შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ ქვეყნის ყველა მოქალაქეს სურვილისამებრ შეუძლია ისწავლოს იქ, სადაც უნდა.განათლების სისტემა რუსეთში

0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:შორენა მალაციძე
შორენა მალაციძე
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0