x
ინკლუზიური განათლების უფლება და ხელმისაწვდომობა საქართველოში
განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებასა და მნიშვნელოვან პირობას ქვეყნის კეთიდლღეობისათვის, გამომდინარე აქედან აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით თითოეული მოქალაქისთვის განათლება იყოს ხელმისაწვდომი, რათა ყველა ინდივიდმა თანაბარ პირობებში შეძლოს განათლების მიღება, რაც შემდგომ ქვეყანას წაადგება სასიკეთოდ. განათლების უფლება და ხელმისავწდომობა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა ბავშვთა უფლებების დაცვა, ასევე ამ საკითხის ფარგლებში ყურადღება მისაქცევია თუ როგორ არეგულირებს ქვეყანა ამ უფლებებს, კონკრეტულად რა მეთოდებითა და ხერხებით ცდილობს რომ მოწყვლად ჯგუფებს დაეხმაროს განათლების სწორედ ისე მიღებაში, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოქალაქე იღებს მას. რაც შეეხება მოწყვლად ჯგუფებს კი აქ შეიძლება მოვიაზროთ შშმ პირები, უსახლკაროები, ობლები, უსახსროდ დარჩენილები და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილს სჭირდება სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სერვისების შეთავაზება სრულფასოვანი განათლების მისაღებად, რათა არცერთი მათგანი არ დარჩეს დისკრიმინირებული თავიანთი პირობების გამო სრულფასოვანი განათლების მიღების გარეშე.

Image result for inkluziuri ganatleba

განათლების უფლებებისა და ხელმისაწვდომობის ფარგლებში ქვეყანა უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების დაცვას ბევრი სხვადასხვა სერვისის გამოყენებით. ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და სახელმწიფო ვალდებულია ამ უფლებების რეალიზაციისათვის გამოყოს უფასო და სავალდებულო დაწყებითი განათლება, საშუალო განათლების სხვადასხვა ფორმის და, შესაძლებლობათა გათვალისწინებით, უმაღლესი განათლება ყველა ბავშვისათვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი (ბავშვის უფლებათა კონვენცია., მუხლი 28). გარდა ამისა სახელმწიფო უწყობს ხელს არა მხოლოდ ზოგადი, არამედ პროფესიული განათლების მიღების საშუალებასაც და უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში კი ფინანსურ დახმარებას უწევს მოწყვლად ჯგუფებს. ამას გარდა, სთავაზობენ მოქალაქეებს უმაღლეს განათლებას, უზრუნველყოფენ განათლებასა და პროფესიულ მზადებაში ნებისმიერი მასალის ხელმისაწვდომობას, ასევე იღებენ სხვადასხვა ზომებს, რათა სკოლებში რეგულარული დასწრება იქნეს მიღწეული (ბავშვის უფლებათა კონვენცია., მუხლი 28). ბავშვის უფლებათა კონვენციაზე დაყრდნობით განათლების უფლებასა და ხელმისაწვდომობაში ჩართული სახელმწიფოები თანხმდებიან იმაზე, რომ განათლება მიმართული უნდა იყოს ინდივიდის პიროვნების, ნიჭისა და შესაძლებლობების სრული რეალიზებისკენ, ასევე განათლება უნდა ეხმარებოდეს ბავშვს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისადმი პატივისცემის გაჩენაში, განათლების მიღებით ბავშვს უნდა გაუჩნდეს პატივისცემა საკუთარი მშობლისადმი, სამშობლოსადმი და კულტურული თვითმყოფადობისადმი, გარდა ამისა, ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს თავისუფალ საზოგადოებაში ურთიერთგაგებისკენ, უნდა მოუწოდებდეს ბავშვს მშვიდობისა და შემწყნარებლობისკენ და რაც მთავარია ქვეყანაში მაცხოვრებელი ნებისმიერი მოქალაქის თანასწორობისკენ. ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთ დიდ სახელში - განათლების მიზანი (ბავშვის უფლებათა კონვენცია., მუხლი 29).

Image result for ინკლუზიური განათლება


გარდა ამისა სახელმწიფოს მიერ მოწყვლადი ჯგუფებისთვის განათლების მისაღებად, გამოყოფილია სხვადასხვა სერვისები, კერძოდ კი შშმ პირთა განათლების ხელმისაწვდომობისათვის სახელმწიფოს მიერ შემუშავებულია სპეციალური სასწავლო გეგმა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, მძიმე ინტელექტუალური ან მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლისთვის გამოიყოფა ალტერნატიული სასწავლო გეგმა, ამას გარდა ვხვდებით გაფართოებულ სასწავლო გეგმას, რომლის ფარგლებშიც სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესი იგულისხმება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სახელწმიფოს მიერ განისაზღვრება ვინ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე და სწორედ მისთვის ხორციელდება ზემოთ ჩამოთვლილი სერვისების შემუშავება, რადგან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აღენიშნება, ვერ ასრულებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებსა და სწორედ ამიტომ ესაჭიროება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც მხოლოდ მასზე იქნება მორგებული და მისცემს განათლების სრულფასოვნად მიღების საშუალებას, როგორც ყველა სხვა დანარჩენს მოსწავლეს.

Image result for ინკლუზიური განათლება

ჩემი აზრით, ქვეყნის მასშტაბით შემუშავებული სერვისები და პროგრამები, რომლებიც მოწყვლადი ჯგუფებისთვის განათლების ხელმისაწვდომობასა და უფლებას განსაზღვრავს, ძალიან გამართულად მუშაობს, მორგებულია თითოეული ინდივიდის პრობლემებზე და სთავაზობს მათ ინდივიდუალურ სასწავლო გარემოს, გეგმას, რომლითაც იხელმძღვანელებენ ისინი და მიიღებენ სრულყოფილ განათლებას. ჩემი პირადი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან დიდია, რადგან წლების განმავლობაში ჩემს კლასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სწავლობდა, კერძოდ, დაუნის სინდრომის მქონე ინდივიდი. მე დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად რეალური მოწმე ვიყავი იმ საქმეებისა, რომლებიც ამ ბავშვთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და უშუალოდ სკოლის მხრიდან გატარებულა. მას ჰქონდა ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელოდნენ, აძლევდნენ დავალებებს მისი უნარებისათვის შესაბამისს, ხშირად რთავდნენ საგაკვეთილო პროცესში ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომლებზეც შეეძლო მას საუბარი. ჩემს თვალწინ დროთაგანმავლობაში ბავშვი აბსოლუტურად შეიცვალა, სოციუმში რეალიზებული, თვითდაჯერებული და დამოუკიდებელი პიროვნება გახდა, თუ ადრე სკოლაში გამოყოფილ მის დამხმარეს მიჰყავდა სახლში, ახლა უკვე თავად შეეძლო გადაადგილება. ეს მისთვის უდიდესი წინსვლა იყო და ვფიქრობ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის, სკოლას, კლასს, გარემოს და რა თქმა უნდა ეს სახელმწიფოს მიერ გატარებული იმ პროგრამებისა და სერვისების დამსახურებაა, რომელიც ითვალისწინებს ასეთი ადამიანებისათვის იმ პირობების შექმნას, რომელიც სრულიად მოერგება მათ შესაძლებლობებს, რათა მიიღონ განათლება და გახდნენ დამოუკიდებელი, რეალიზებული პიროვნებები.

Image result for ინკლუზიური განათლება

აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ ისეთი სერვისებისა და პროგრამების შემუშავება, რომლებზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე, დიდი ნაბიჯია განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა, რადგან განათლებული ადამიანი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ვფიქრობ, დიდი ჯილდოა. ჩემი აზრით, სახელმწიფო განათლების უფლებასა და ხელმისაწვდომობის საკითხს, ქვეყნაში გატარებული პროგრამების საშუალებით ძალიან კარგად უძღვება და ყველანაირ ხერხს იყენებს, რომ ქვეყნის არცერთი მოქალაქე არ დარჩეს განათლების მიღების გარეშე, მხოლოდ იმიტომ რომ შესაძლოა სხვასთან თანაბარი პირობები არ აქვს.


0
35
შეფასება არ არის
ავტორი:დეა დიხამინჯია
დეა დიხამინჯია
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0