x
ფსიქიკური ფაქტორების როლი დაავადებათა ჩამოყალიბებაში


image

ტკივილის დროს გონებასა და სხეულს შორის კავშირს ფსიქოსომატიკა ხსნის. ფსიქოსომატიკური ტკივილი არის ფიზიკური ტკივილის განსაკუთრებული სახე, რომელიც ფსიქოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე დაავადებას და მათ გამომწვევ ფსიქიკურ ფაქტორებს.

ალერგია-ჭინჭრის ციება: ეს დაავადება ნიშანია ემოციური თვითკონტოლის ნაკლებობისა. ჩვენი ქვეცნობიერი ამ საშუალებით ავლენს იმ განცდებსა და ემოციებს, რომელებსაც ჩვენ ჩვენს თავში ვახშობთ (მაგალითად: გაღიზიანება, წყენა, მწუხარება, ბოროტება). თუ თქვენ ალერგია გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ვინმეს ან რამეს თქვენს ცხოვრებაში ვერ იღებთ, ვერ აღიარებთ. ეს შეიძლება ხალხი იყოს ცხოვრების რომელიმე სფეროდან ან სიტუაციიდან. პროდუქტები ან საგნები, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს იწვევენ, ალერგიის განვითარების მიზეზი არ არის. მიზეზი შიგნითაა და არა გარეთ. ალერგია ხშირია ბავშვებში, რამდენადაც ბავშვები უფროსებისგან განსხვავებით ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ემოციების გაკონტროლებას.

ონკოლოგიური დაავადებები: სიმსივნის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ცხოვრებისეული მატრამვირებელი მოვლენები, სირთულეები ვინმეს დაკარგვის გამო და ამით განპირობებული შიშები, ემოციის გამოხატვის უუნარობა, კონფლიქტების დაძლევის სირთულეები, დროში გახანგრძლივებული უიმედობის მდგომარება, გულგატეხილობა და სასოწარკვეთა. სიმსივნე ხშირად იმის მტკიცებულებაა, რომ ადამიანის ცხოვრებაში იყო გადაუწყვეტელი პრობლემები, რომლებიც გამძაფრდნენ ან გართულდნენ სტრესული სიტუაციების სერიათა გამო. ასეთ პრობლემებზე ონკოლოგიური პაციენტის ტიპური რეაქცია არის საკუთარი უსუსურობის განცდა და ბრძოლაზე უარის თქმა. ამ ემოციურ რეაქციას მოქმედებაში მოჰყავს რიგი ფიზიოლოგიური პროცესებისა, რომლებიც თრგუნავენ ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს და პირობებს ქმნიან სიმსივნური წარმონაქმნის წარმოშობისთვის, მისი განვითარებისთვის. როგორც წესი, ეს ადამიანები მიეკუთვნებიან იმ ფსიქოლოგიურ ტიპს, რომელიც მიდრეკილია საკუთარი თავი მიაკუთვნოს ერთ ობიექტს ან როლს (ადამიანს, სამსახურს, სახლს) და ზრუნავს ინდივიდუალურობის განვითარებაზე. როდესაც ამ ობიექტს ან ადამიანს საფრთხე ემუქრება ან უბრალოდ ქრება, პაციენტები მარტო რჩებიან საკუთარ თავთან და ამავე დროს არ გააჩნიათ ის უნარები, რომლითაც შეძლებდნენ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავებას.


შაქრიანი დიაბეტი: შაქრიანი დიაბეტი არის ნივთიერებათა ცვლის დაავადება, რომელიც ვრცელდება ინსულინის გამოყოფის დარღვევის დროს. პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს ან გამომუშავდება, მაგრამ ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის გამო ვერ მოქმედებს ეფექტურად. არსებობს შაქრიანი დიაბეტის ორი ტიპი: ინსულინდამოკიდებული (აუცილებელია ინსულინის შეყვანა) და არადამოკიდებული (საკმარისია შაქრის მარეგულირებელი წამლის მიღება). ორივე შემთხვევაში სისხლში აწეულია შაქრის დონე. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ფსიქოლოგიური ფაქტორები შესაძლოა პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენდეს შაქრის დონის აწევაზე. საინტერესოა ის, რომ მეორე ტიპის დიაბეტი ხშირ შემთხვევაში ასაკოვან ხალხს უჩნდებათ. მოხუცებულ ადამიანებს უგროვდებათ არასასურველი ემოციები, მაგალითად: ნერვიულობა, სიმწარე, დარდი, წყენა, თანდათან უყალიბდებათ გაცნობიერებული ან გაუცნობიერებული შეგრძნებები, რომ ცხოვრებაში აღარაფერი დარჩათ სასიამოვნო. ფსიქიატრი ეიგენ ბლეულერი აღწერს განსხვავებას ზრდასრულ შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებსა და არასრულწლოვანებს შორის. მოზარდებში არ ჩანს შფოთვა, თუმცა არსებობს დეპრესიის ტენდენცია. არასრულწლოვანი დიაბეტიანები კი უარს ამბობენ დატვირთვაზე და აქვთ შერჩევითი აღქმის პრობლემა.

ტიკი: ტიკი სხვადასხვა ჯგუფის კუნთების სწრაფი, უნებლიე, განმეორებითი მოძრაობაა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში ადამიანისგან უნებურად აღმოცენდება და არანაირ მიზანს არ ემსახურება. ეს გამოკვეთილი მოძრაობები ფსიქიკური ფაქტორებით არის გამოწვეული. ტიკის განვითარებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა არასპეციფიკურმა ფსიქიკურმა მოვლენამ, როგორიცაა უცაბედი/მოულოდნელი შიშის მომგვრელი მღელვარება. ტიკის წარმოქმნის მიზეზი უთუოდ არის ფსიქიკური დაძაბულობა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სკოლაში გაკვეთილების მოყოლის დროს, მშობლებთან/და-ძმებთან უთანხმოების დროს, სამსახურში უთანხმოების დროს. ტიკის სიხშირე და ხარისხი მატულობს სტრესისა და დაღლილობის ფონზე, მოსვენების მდგომარეობისას, რელაქსაციის დროს, კოფეინისა და სტიმულანტების გამოყენების ფონზე. ნერვული სისტემის იოლი აგზნებადობის ემოციურად მგრძნობიარე ბავშვებს სხვადასხვა სტრესულ სიტუაციაზე რეაგირებისას ხშირად ეწყებათ უნაბლიე მოძრაობები ანუ ტიკები-თვალების ხამხამი, მხრების აჩეჩვა, კისრის მოძრაობები და ა.შ. შემდგომ ბავშვების უმრავლესობა გამოდის ამ მდგომარეობიდან და ტიკები უკვალოდ ქრება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს უნებლიე მოძრაობები დიდხანს გრძელდება.



0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან შუკაკიძე
ქეთევან შუკაკიძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0