x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„უკარგესი გაზაფხული გველოდება, პრეზიდენტი ვალდებულია ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“, -- ნანუკა ჟორჟოლიანი
image


ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პრემიერ გახარიას გადადგომას ეხმაურება და წერს, რომ უკარგესი გაზაფხული გველის. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა რეალურად გაჩნდა. ის გახარიას ამ გადაწყვეტილებას უწონებს და წერს, რომ მეგრულმა ხასიათმა თავი იჩინა და მეგრელებმა იციან, როდის და რა დროს წავიდნენ.


„მეგრელი მაინც მეგრელია რა. იცის რა დროს წავიდეს და როგორ წავიდეს.


აბა ბატონო ბიძინა, ირაკლი კობახიძეს თუ დანიშნავთ პრემიერად, პირობას ვდებ რომ შემიყვარდებით.
.
პარლამენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად.
ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა.
.
თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერდა პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით 2 კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის.
.
თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
.
უკარგესი გაზაფხული გველოდება, “ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
.
პრემიერი გადადგომის შემდეგ კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აქვეყნებს:


.

1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე (მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი). დანარჩენი მთავრობა განაგრძობს მუშაობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე;

2. პარლამენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა;

3. თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერდა პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით 2 კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის.

4. თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

.

დღეს, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მთავრობის მეთაურმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და განაცხადა:

,

„ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, კანონის აღსრულება, თუ ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს არის მიუღებელი. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის დეესკალაციის რისკებს. რადგან მე ვერ მივაღწიე ჩემს გუნდთან შეთანხმებას ამასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი რისკი, რასაც ვერ დავუშვებ“. - აღნიშნა გახარიამ.

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0