x
image
მადამ ფისუნია
სიდე - ჩემი საყვარელი ულამაზესი პატარა ქალაქი მეზობელ თურქეთში

image

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ, ჩემი უსაყვარლესი ქალაქი - სიდე, თურქეთში.

სიდე პატარა ქალაქია, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს ანტალიის სანაპიროზე. დღეს ის ლამაზი, ტურისტული ქალაქია, კლასიკური ნანგრევებით და ქვიშიან სანაპიროზე და ლურჯ ზღვაზე გამავალი თანამედროვე კურორტებით. სტრაბონი და არრიანი აღნიშნავენ, რომ სიდე დააარსეს ბერძენმა. ეს, სავარაუდოდ, მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე -7 საუკუნეში. მისი მფარველი ღვთაება იყო ათენა, რომლის თავიც ამშვენებდა მის მონეტებს. ქალაქი ფლობდა მცირე სანაოსნო ნავების კარგ ნავსადგურს, სიდეს ბუნებრივმა გეოგრაფიამ იგი პამფილიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად და რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად აქცია.

არრიანის თანახმად, როდესაც კიმედან ჩამოსახლებულნი მოვიდნენ სიდეში, მათ ვერ გაიგეს დიალექტი. ცოტა ხნის შემდეგ ამ ძირძველი ენის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ახალმოსულებმა დაივიწყეს მშობლიური ბერძნული ენა და დაიწყეს სიდეს მკვიდრი ენის გამოყენება.

გათხრების შედეგად დადგინდა ამ ენაზე დაწერილი რამდენიმე წარწერა. წარწერები, ძვ.წ. III და II საუკუნეებითაა დათარიღებული, გაუშიფრავი, მაგრამ მოწმობს, რომ ადგილობრივი ენა კოლონიზაციიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ კვლავ გამოიყენებოდა. სიდეს გათხრების შედეგად აღმოჩენილი კიდევ ერთი ობიექტი, ბაზალტის სვეტის ბაზისი ძვ.წ. VII საუკუნიდან და მიეკუთვნება ნეო-ხეთელებს, კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას იძლევა სიდეს ადრეული ისტორიის შესახებ.

ქალაქის სახელი შეიძლება ანატოლური წარმოშობის იყოს, მაგრამ ბერძნულად ბროწეულს ნიშნავს.

ალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ.აღ მე-4 საუკუნეში დაიპყრო.

ქალაქი სავსეა ლამაზი, ვიწრო ქუჩებით, პატარა ბაღებით, ლამაზად გაფორმებული ბარებით, ძვირადღირებული და საშუალო კლასის რესტორნებით. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ტურისტებისათვის.

სიდეს ძველი ქუჩა მიმოფანტულია, ძველი, ბერძნული, სვეტებით და სხვა ნანგრევებით. აქ შეხვდებით ელინისტური ეპოქის ამფითეატრს (რომელის სამწუხაროდ ტურისტების მოჭარბებული რაოდებობის გამო რკინის გალავნით შემოღობეს), აპოლონის ტაძრის ნანგრევებს, მანავგატის ჩანჩქერს და ულამაზეს სანაპიროებს ტურისტების გასასეირნებელი იახტებით...

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 800px-side_state_agora_4293a.jpg
ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 800px-sunrise_apollo_side.jpg
ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 1280px-side_tyche_temple_on_agora_6140.jpg
ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 16475a8b61.jpg
ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 16488c0272.jpg
ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 164562145f.jpg
ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 1646928747.jpg
ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 1646928747-1.jpg
ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: side_theatre_panorama.jpg
ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: sidef_024.jpg
0
84
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0