x
წაბლის ხე
ჭექა-ქუხილი მიდამოს აყრუებდა, წვიმამ სულ დამასველა.უცებ საშინლად დაიღრიალა ზეცამ და მეხი დამეცა, ნახევარი მხარე თითქმის ჩამომაჩეხა..ღმერთო რა მტკივნეული იყო, ასეთი ტკივილი ჯერ არ განმიცდია, თითქოს ნახევარი სხეული ჩამომაჭრეს, ძლიერმა ტკივილმა გრძნობა დამიკარგა და ირგვლივ ყველაფერი სიბნელემ მოიცვა..

დილის მზის სხივებმა გამომაღვიძა, თითქოს მზე თავისი თბილი ხელებით მეფერებოდა და ჩემი იარის დაამებას ცდილობდა, თვალები ნელ-ნელა გავახილე და ჩემს გვერდით დავინახე ის, ვინც ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მიყვარდა, ის ვინც გადამარჩინა, სიცოცხლე დამიბრუნა და მთელი ჩემი ვხოვრებაა ჩემზე ზრუნავს, ის ვისაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ვუყვარვარ, ვისი წყალობითაც აქამდე მოვედი და აგერ უკვე რამდენი ათეული წელია მიწაში მყარად ფესვებგადგმული ვდგევარ და ყოველ გაზაფხულზე მიდამოს ჩემი ყვავილების გამაბრუებელი სურნელებით ვავსებ, მას კი ყველაფერს ჩემი ტოტების ქვეშ ჩამოჯდომა და ფიქრი ურჩევნია, ახლა კი თვალზე ცრემლმომდგარი ჩემს გვერდით ჩაცუცქულა და იარაზე ხელს მისმევს

- ლევან რა მოხდა?-მეუღლემ სახლიდან გამოხედა

- ჩემი ხე.. მეხმა შუაზე გადაჩეხა-ათრთოლებული, ჩამწყდარი ხმით უპასუხა ლევანმა


- კარგი ნუ ნერვიულობ დავურეკავ გიორგის, მოვა და ერთად მოჭერით -"დაამშვიდა"მეუღლემ

-რას ამბობ რამე უნდა ვუშველო, მე..ვერ მოვჭრი.წავედი, მალე მოვალ-ლევანი ეზოდან გავიდა

ლევანი ათი წლის იყო როცა მედობართან მისულმა ნაგავზე დაგდებული ხის ნერგი დაინახა

-ეს რისი ხეა?-შეეკითხა მეგობარს

-წაბლის ხეა, მამამ გადააგდო ბაღში ამოსულიყო, აბა ტყუილად ხომ არ დავაჩრდილინებთ ეზოს?კაკალი მაინც ყოფილიყო-მამის სიტყვები გაიმეორა სანდრომ

ლევანს შეეცოდა გადაგდებული, უპატრონოდ მიტოვებული ნერგი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადააგდეს რომ კაკლის ხე არ იყო, ნერგს მიუახლოვდა, ფოთლები ცოცხალი ჰქონდა, ფესვებზე მიწაჯერაც არ გამხმარიყო, გული მოეწურა, თვითონაც ხომ ვიღაცამ უარჰყო, თვითონ ისიც ხომ არ მიიღეს და ქუჩაში მიატოვეს, იმიტომ რომ არ მოეწონათ, იმიტომ რომ"კაკლის ხე"არ იყო ..

ლევანი უპატრონო ბავშვთა სახლიდა წამიოყვანა ორმა კეთილმა ადამიანმა და შვილივით შეიყვარეს პატარა, დაუცველი, შავტუხა, თვალებბრიალა ბიჭუნა.შეიყვარეს და გაზარდეს, სიყვარული და პატივისცემა ასწავლეს, სიბრალული და ღმერთის სიყვარული ასწავლეს და ლევანი უზომოდ მადლიერი იყო ამ ადამიანების, მადლიერი რომ საკუთარ შვილად მიაჩნდათ და ისე არ უარჰყვეს როგორც საკუთარმა დედამ..ახლა კი როცა ნაგავზე საცოდავად დაგდებული პატარა წაბლის ხე დაინახა გული შეეკუმშა, ისე დანაღვლიანდა რომ ცრემლები თავისით მოადგა თვალებზე, სანდროს მამას მიუახლოვდა რომელიც იქვე მაგიდასთან იჯდა და ნარდს თამაშობდა

-ძია ვახო თუ შეიძლება ამ წაბლის ხეს მე წავიღებ?დავრგავ ეზოში-მორიდებით მიმართა კაცს

-წაიღე მაგრამ რად გინდა?არა მგონია მამაშენმა ეგ დაგარგვევინოს-მხრები აიჩეჩა კაცმა და თამაში განაგრძო.

ლევანმა ხელი დაავლო ნერგს და სახლში გაიქცა, ერთი სული ჰქონდა დაერგო და წყალი დაესხა, ეზოში მამა დაინახა და შეჩერდა

-ლევან სად იყავი?ეგ რა გიჭირავს? -მამამ თვალი შეასწრო და დაუძახა

-მამა ეს ხეა წაბლის და შეიძლება რომ დავრგო?აქ თუ არა უკან მაინც დავრგა სადმე-იდგა ლევანი შუა ეზოში მხრებჩამოყრილი და ხელში პატარა ფოთლებჩამოყრილი ნერგი ეჭირა და ისეთი მომლოდინე და მავედრებელი თვალებით უყურებდა მამას.

-კარგი დავრგოთ, სადაც გინდა იქ დავრგოთ თუ გინდა კარებთან დავრგოთ, რომ გაიზრდება კარგი ლამაზი სკამიც გავაკეთოთ მის ქვეშ და ჩრდილში დაისვენებ ხოლმე, მოდი მოგეხმარები-მამამ ბარი აიღო და მოზრდილი ორმი ამოთხარა, ლევანმა ნერგი შიგ ჩადო და პატარა ხელებით მიწა მიაყარა და საგულდაგულოდ დატკეპნა გარშემო, მერე წყალი მიარბენინა და დაუსხა, უსხავდა მანამ, სანამ წაბლის ხე იწოვდა, მამა თვალს ადევნებდა, ნერგი ლევანზე ცოტა მაღალი იყო.

-იცი შვილო ნათქვამია ადამიანმა ცხობრებაში ერთი ხე მაინც უნდა დარგოსო შენ კი ეცადე ამის მერე სულ უფრო მეტი და მეტი ხე დარგე, ადამიანი მაშინ არის ადამიანი როცა კარგ საქმეს აკეთებს-მხარზე ხელი დაადო მამამ ლევანს

-გმადლობ მამა-ლევანი მამას ჩაეხუტა, გული სიხარულით უძგერდა წაბლის ხე რომ გადაარჩინა

იზრდებოდა ლევანი და იზრდებოდა წაბლის ხეც, ფესვებს მყარად იდგავდა მიწაში და ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ ნაყოფს ისხავდა და ახარებდა ლევანს უხვი მოსავლით.ერთხელაც ლევანმა კალათიმსხვილი მწიფე წაბლით გაავსო და მეგობარს ესტუმრა, სწორედ იმ მეგობარს რომლისგანა წლების წინ წაბლის ხე წამოიღო

- საიდან ამდენი წაბლი? -მსხვილი, კრიალა წაბლის დანახვა გაუკვირდა სანდროს მამას

- ეს იმ ხისაა თქვენ რომ მომეცით-თავმომწონედ გაეღიმა ლევანს.სანდროს დედამ წაბლი მოხარშა და სუფრაზე ცხელ-ცხელი მიიტანა.ყველას მოეწონა ტკბილი წაბლი

-აფსუს არ გადაეგდო მაინც, რა გემრიელი გამოდგა ეს დალოცვილი, ნეტა ამის ნერგები თუ იყიდება სადმე რო დამერგო ჰა?ხომ არ იცი ლევან? -შეეკითხა ლევანს

-ჩემს ხეს არა აქვს თორემ მოგცემდით -ლევანი გახარებული იყო რომ ინანა ვახო ძიამ ნერგი გადაგდება მხოლოდ იმიტომ რომ კაკლის ხე არ იყო.კმაყოფილი წამოვიდა სახლში, უხაროდა რომ მისი მოსავალი მოეწინათ. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, დედა და მამა აღარ არიან და წაბლის ხე რომელიც მაში შეიკედლა რატომღაც მათ თავს ახსენებდა.ახლა თვითონ ჰყავს ათი წლის ბიჭუნა რომელსაც ბუნების სიყვარულსა და პატივისცემას ასწავლის.მისი ხე კი საცოდავად გადაჩეხილა მეხისგან და მისგან შველას ითხოვს..


სახლში მეგობართან ერთად დაბრუნდა.

-ეშველება რამე?-შეეკითხა ლევანი მეგობარს, ისეთი თვალები ჰქონდა როგორც დიდი ხნის წინ მამას რომ ეკითხებოდა შეიძლება ეს ხე დავრგო თუ არაო

-ვუშველით-გაეღიმა მეგობარს-შენ მსხვილი თოკი და რამე ტომარა მომითანე, შარშან სოფელში ჩემი ნუშის ხეც ასე გადაჩეხა მეხმა მაგრამ წელს მოისხა კიდეც -დაამშვიდა ლევანი

ლევანმა ფარდულიდან ყველაფერი გამოუტანა რაც მეგობარმა სთხოვა .მისმა მეგობარმა ხის ჩამოჩეხილი ტოტი კარგად მიაბჯინა ხეს, ლევანმა ტომარა ზედ შემოახვია, შემდეგ თოკით მაგრად შეკრეს და რამდენიმეჯერ მაგრად განასკვეს.

-ასე იყოს და შეხორცდება, დამშვიდდი აი ნახავ მერმის მოისხავს კიდეც და მეც დამპატიჟებ-მხარზე ხელი დაადო მეგობარმა ლევანს.


გარეთ ქარი ქროდა და ფანჯრებთან ისე ზუზუნებდა ბუხრის წინ მჯდომ ლევან ტანში გააჟრჟოლა

-გცივა?-ოთახში მეუღლე შევიდა ხელში დიდი ვაზით მოხარშული, ცხელი წაბლი ეჭირა

-ჰო ისეთი ქარია რომ -გაეღიმა ლევანს

-წაბლი ჭამე ცხელი ხომ გიყვარს-მეუღლემ ვაზა მიაწოდა

-ჰო კარგი, გმადლობ, ბავშვი არ მოსულა?-წაბლი აიღო ლევანმა

-არა ჩემს ძმასთან არის და ერთად გადმოვლენ წაბლის დაბერტყვაში მოგეხმარებიან, თორემ მარტო ვერ აუხვალ

-ჰო წელს ბევრი მოისხა-ლევანი სარკმელთან მივიდა .წაბლის ხე თითქმის მთელს ნახევარ ეზოს ფარავდა, მყარად გაედგა ფესვები და ამაყად აშრიალებდა ტოტებს, ქარს მთელს ეზოში მოეფინა მსხვილი წაბლი.კარზე ზარი გაისმა, ლევანის მეუღლემ კარი გააღო, ოთახში ლევანის მეგობარი შემოვიდა

-ლევან, ვხედავ შენმა ხემ წელსაც ბევრი მოისხა-იღიმებოდა მეგობარი

-შენი დახმარებით, ასე რომ წელს ერთი კალათი წაბლი ჩემზეა-გაუღიმა ლევანმაც და მეგობარი ბუხართან მიიწვია ცხელ წაბლზე.

0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:მწვანე გოგონა
მწვანე გოგონა
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0