x
image
მაქს კავალერა
მკერდსავსე ნათია ''ჩემი ცოლის დაქალებიდან"

imageკინოა, კინო...

"ჩემი ცოლის დაქალებიდან" ჩემი და ყოჩის სასიყვარულო, ე.წ. სექსუალური სცენა ასე გადავიღეთ: ოთახში შევდივართ, პატარა კოცნა გვაქვს, აჩვენებენ სკამს, სადაც ჩემი კაბა ეცემა - იგულისხმებოდა, რომ გავიხადე. მაგრამ კაბა დავაგდეთ, არ გამიხდია. სცენა იმით გრძელდება, რომ საწოლიდან ზეწარშემოხვეული ვდგები. ყოჩის, რა თქმა უნდა, საცვალი ეცვა, თუმცა დამაჯერებლობისთვის, რომ ვითომ ახლა ჩაიცვა, საცვალის რეზინი გაატკაცუნა, - ეს ლევანმა თვითონ მოიფიქრა. მე კიდევ ზეწრის ქვეშ ჩვეულებრივად ტანსაცმელი მეცვა, მხოლოდ ბრეტელები ჩამოვიწიე, რომ მხრები მოშიშვლებული ყოფილიყო, ეს იყო და ეს (იცინის). ჰოდა, ატყდა ამბავიიი. დედა, ეს გაფუჭებული ქალი, ასეთი, ისეთი... ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა: ოჯახში ასეთ თამამ სცენებს როგორ უყურებენო? ამ როლს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ერთი ამბავი მახსენდება: რაიონში ვიყავი, მაღაზიაში შევედი და გამყიდველი ქალი შემფასებლური მზერით მიყურებს. მივხვდი, რომ მიცნო და თან სახეზე აწერია, დადებითად არაა განწყობილი ჩემი პერსონაჟის მიმართ. მაღაზიიდან უკვე გამოსვლას ვაპირებდი, როცა გამაჩერა: რაღაც უნდა გკითხო. გათხოვილი ხარ? - არა. - არც იყავი? არა-მეთქი. - ხო, მარა, იმფერი როლი გაქვს, რამე თავისებური გამოცდილება, ალბათ, გექნებაო! რაც ეკრანზე ხდება, ყველაფერს რეალურად აღიქვავენ. ძალიან მიკვირს, რატომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს არის დადგმული?!
ერთი ქალბატონი "ფეისბუკზე" მწყევლიდა, თან გაუჩერებლად. ერთხელ მივწერე, - ეს კინოა, კინო და არაფერ შუაში არა ვარ-მეთქი, მაგრამ მაინც მწერდა. მერე ჩემი პერსონაჟი ნათია რომ დაავადდა, რაღაც დროის შემდეგ დაწერა: მაპატიე, ამდენი ცუდი არ უნდა მომეწერაო. - არა უშავს, ხდება ხოლმე-მეთქი. იმან ტექსტი ასე გააგრძელა: რას გერჩოდი, როგორ ავად ყოფილხარ, ღმერთმა მაინც დაგსაჯაო (იცინის).

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0