x
image
ლანა92
"ფერადი ჩუპა-ჩუპსები" ქათმის ხორცით, ყველითა და ნივრით
image





50 წუთი;

საჭირო პროდუქტები:

ქათმის ფილე - 200 გრამი;


მაგარი ყველი - 100 გრამი;

ნიორი - 15 გრამი (1-3 კბილი);

მაიონეზი - 40 გრამი (1.5-2 სუფრის კოვზი);

სტაფილო - 50 გრამი;

დაფქული ტკბილი წიწაკა - 1 სუფრის კოვზი;

ახალი კამა (ან ცერეცო) - 10 გრამი (რამდენიმე ტოტი);

მარილი - გემოვნებით;

დაფქული შავი წიწაკა - გემოვნებით;

წიწაკის მარცვლები (წიწაკის ნარევი) - 5-6 ცალი;

დაფნის ფოთოლი - 1 ცალი;



მომზადება:

ჩადეთ ფილე ქვაბში, ცხელ წყალში. არომატისათვის დაამატეთ დაფნის ფოთოლი და წიწაკის მარცვლები, მწიკვი მარილი. მაღალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუკელით ალს და 15-25 წუთის განმავლობაში ხარშეთ ფილე. მომზადების დრო დამოკიდებულია ქათმის ფილეს ზომაზე. დანით დასერვისას უნდა გამოუვიეს სითხე ფილეს.

ამოიღეთ მზა ქათამი ბულიონიდან. დადეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს. დაჭერით ფილე.

გაატარეთ ფილე ხორცსაკეპ მანქანაში, ან ბლენდერში, რომ მიიღოთ ფარშის კონსტიტენციის ფარში.

მაგარი ყველი დახეხეთ და დაუმატეთ ფილეს მასას.

ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ.

მასას დაუმატეთ ნიორი, ყველი, მაიონეზი, გემოვნებით შავი დაფქული წიწაკა და მარილი. კარგად აურიეთ მასა.

ჩაის კოვზით დაყავით მასა ბურთულებად და მიეცით კაკლის ფორმა. ხელების წყლით დასველება არაა საჭირო. მიიღებთ დაახლოებით 18 ბურთულას.

სტაფილო გახეხეთ. წვრილად დაჭერით კამა.

აიღეთ 3 ჯამი გაფორმებისათვის, ბურთულების ამოსავლებად.


image



პირველ ჯამში ჩაყარეთ შავი დაფქული წიწაკა, მეორეში - დახეხილი სტაფილო, მესამეში - დაჭრილი კაამა (//ცერეცო).

ამოავლეთ ბურთულები ამ 3 ჯამში (6 ბურთულა პირველში, 6-მეორეში, 6-მესამეში).

სტაფილოში ამოვლება ცოტა რთულია: ბურთულაზე ბოსტნეულის სათლელი დანით გააკეთოთ ნასვრეტები (შეუმჩნეველი ღრმულები), რათა დაიმაგროს დახეხილი სტაფილო 10-15 წამის განმავლობაში. ამავე პრინციპით უნდა ამოავლოთ ბურთულები კამაში.


ქათმის ფილეს ფერადი ბურთულები ყველითა და ნივრით მზადაა.





image




იმისათვის, რათა კერძის მიღება თეფშიდან მოსახერხებელი იყოს, შეგიძლიათ, ფერად ბურთულებს გაუკეთოთ მარილიანი ჩხირები. ამით კერძი "ჩუპა-ჩუპსს" დაემსგავსება, ანუ უფრო საინტერესო სახესაც მიიღებს. მაგალითისათვის, შეგიძლიათ, აიღოთ 12 სმ. სიგრძის 9 მარილიანი ჩხირი და გადატეხოთ შუაზე და ჩაარჭოთ ფერად ბურთებზე.



1
45
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
45
  
2021, 17 თებერვალი, 1:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1