x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გიჟდებიან მკვდრებზე! დააავადეს და გააქციეს. ვისაც შეეძლო და არ მიაქცია ყურადღება“ - ეკა კვალიაშვილი
image


ცნობილი ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი, გუშინ, 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

.

მომღერალი ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ზურაბ დოიჯაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. მომღერალი აღნიშნავს, რომ ხელოვან ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში არავინ აფასებს და როდესაც ისინი მოღვაწეობას სხვა ქვეყანაში აგრძელებენ, საზოგადოება მათ მოღალატეებად აღიქვამს.


.

„რატომ ხდება ასე, საკუთარ ქვეყანაში, დააავადეს ადამიანი, გაჭირვებისგან და ნერვიულობისგან, გააქციეს უამრავი ადამიანი და განსაკუთრებით ხელოვანები … სხვა ქვეყნებმა დააფასეს და შემდეგ საკუთარში მოღალატეები უწოდეს, შეიწირეს, ნოსტალგიით თუ განცდებით, დაუმსახურებელი მოპყრობით და ჭორებით. იმის მაგივრად სიყვარული მიეცათ ადამიანებისთვის, იმის მაგივრად მოფერება და სითბო გაეცათ…. დააავადეს, და….

,

მაინც გიჟდებიან მკვდრებზე, ხო და მაგ დროს გრძნობენ მხოლოდ პრივილეგიას, რომ ღვოთონ ცოცხლები არიან და ის ვიღაც უკვე აღარ არის! ხო და ისეთი ვარ, არ იიიცით. მე ეკა კვალიაშვილს ნეტავ მქონოდა საშუალება და თავი იმის, მქონოდა ფინანსური დამოუკიდებლობა, რომ ზურას დავხმარებოდი, ნეტავ ცოცხალი ჩამოსულიყო,

.

ნეტავ საერთოდ არ წასულიყო…. მოკლედ, ვისაც შეეძლო და არ მიაქცია ყურადღება ზურა დოიჯაშვილს, ვინც ფეხზე დაიკიდა ადამიანის სიცოცხლე და საერთოდ ადამიანები იცოდეთ, კარმა არსებობს, კარმა კი ბუმერანგია და ელოდეთ.

.

მოკლედ, ჩვენი ზურა დოიჯა, ჩვენი უსაყვარლესი, უკეთილშობილესი და საოცარი ზურა აღარ გყვავს.

.

და არ გაბედოს არავინ და არც კი დაასველოს სიტყვა ცუდი და ავადმყოფობას კოვიდი არ მიაწეროს თორემ, პირადად მე გავცემ პასუხს და ვაი მაააას, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. დღეს ზურა აღარ გვყავს ფიზიკურ სხეულში, ჩვენი ზურა, ჩვენი ზურიკო. ნათელში გამყოფოს ღმერთმა ჩვენო ზურიკო… ძალიან მიყვარხარ….”, - წერს ეკა კვალიაშვილი.

1
315
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
315
  
2021, 16 თებერვალი, 10:02
ხელოვანს ისე უწოდებენ თავს და ისე აჯერებენ თავს რო მართლა ხელოვანი ჰგონიათ თავი. რატო ავალდებულებენ ადამიანებს დაეხმაროს სხვას ანდაც რამე პრივილეგია აქვს ხელოვანს?! სიკვდილისთვის ყველა ცოდოა,მაგრამ ეს მაინც ხდება,ასეთია ბუნების კანონი. თუ ვალდებულებაა სხვისი დახმარება,რა დააშავა უსახლკარო ადამიანმა,ვინც არც ხელოვანია და არც სპორტსმენი? სად ავლებენ ზღვარს? ხალხის ფულით თუ ვეხმარებით ერთს,მაშინ მეორესაც უნდა დაეხმაროთ და ყველას. ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია და არავის აქვს უფლება გადაწყვიტოს,ვისი სიცოცხლე უფრო ღირებულია და ვისი არა. პრივილეგიების დედაც ... ყველა დონეზე. რაც შეეხება ადამიანების უსახსრობას,ყარეთ ფული უაზრობებში და ჯერ სად ხართ. თუ სადმე უსაქმურია ყველას საქმიანი ხალხი არჩენენ. რესტორნებში რო უკრავდნენ ეს ვითომ ხელოვანები,რამდენს იხდიდნენ ბიუჯეტში? არც არაფერს და ეხლა ფთოსანი ფრაზებით გამოდიან. მთავრობა რო უკვეთავდა კონცერტებს ხალხის ფული იყო და ჯიბეში რო იდებდნენ, ახსენდებოდათ ადამიანები,რომლებმაც ეს გადაიხადეს? სხვისი გადახდილი გადასახადით ცხოვრება კარგია,მკურნალობაც და როცა ეს გადასახადის გადამხდელი ცუდად ხდება,რა საშველი ადგას?! არც არაფერი და სიკვდილისთვის განწირულია,რადგან არავინ იცნობს და "ხელოვანი" არაა. როცა ფული აქვთ,არავინ ახსენდებათ და გაუჭირდებათ,მერე ახსენდებათ მოუკითხავი კლასელი,უპატრონოდ მიტოვებული მამიდა და ფილოსოფოსობის მუღამზე მოდიან,მარა ვერ ხვდებიან რო ჩაიარა მათმა მატარებელმა. ასეა ამ კვალიაშვილის ამბავიც. ისე კი,ზურას არაფერს ვერჩი და არც არავის ზოგადად,სიმართლე უნდა იტქვას უბრალოდ.
0 1 1