x
"ფსიქოანალიზის მოკლე ნარკვევი"
ფსიქოანალიზის ცნება მე-20 საუკუნეში ჩნდება ფსიქოლოგიის ასპარეზზე, მისი მოვლენის ერთ-ერთ მთავარ პირობად ფროიდი მის ნაშრომს, „ჩემი სიზმრის ინტერპეტაცია“, ასახელებს. გამომდინარე იქიდან, რომ მედიცინა უძლური აღმოჩნდა ისტერიისა და ნევროზს შორის მიზეზების ძიებაზე, ფსიქოანალიზის შექმნის ძირითადი მიზეზი სწორედ რომ ეს გახლავთ.

ფსიქოანალიზში ცვლილებები იწყება, როცა ჰიპნოზის ტექნიკით ხელახალი დაინტერესების ტალღა შეიქმნა, ფროიდი ასახელებს ავტორებს, რომელთა ნაშრომების წყალობითაც ჰიპნოზის ფენომენი მედიცინაში ისევ აქტუალური გახდა.

ამის შემდეგ იწყება ავტორთა განხილვა, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ფსიქოანალიზის ამ მიმართულების განვითარებაში. პირველ ავტორად გვევლინება შარკო, რომელიც ვარაუდობდა, რომ ჰიპნოზში, ტრავმის შთაგონების გზით, დამბლის ხელოვნურად გამოწვევა არის შესაძლებელი.(Freud, 1923) მეორე ავტორად სახელდება ბროიერი, რომლის წვლილიც დიდია, მან ჰიპნოზის საშუალებით განკურნა დაავადებული გოგონა და მისი მუშაობის შედეგად ავადმყოფობის სიმპტომებს მნიშვნელობა მიენიჭა და პირველად მოხდა იდუმალი ნევროზის შესწავლა.

ბროიერისა და ფროიდის ერთობლივმა მუშაობამ ფსიქოანალიზის ისტორიაში დიდი როლი ითამაშა, მათ ერთად შექნეს ნაშრომი: Studien ueber histerie 1895, ამის შემდეგ მათი აზრები იყოფა და მათ შორის თანამშრომლობაც წყდება. ფროიდის ინტერესის სფეროს თავისუფალი ასოციაციების მეთოდი მოიცავს და იგი განიხილავს ლტოლვის ფენომენს, აკრძალულ და მწვავე სექსუალურ სურვილებს. ტექსტში შევხვდებით ასევე ფროიდის მიერ შესწავლილ სხვადასხვა ფენომენებს, როგორებიცაა: ხშირი და ყოველდღიური შეცდომები, წამოცდენები, დავიწყება, სიზმრები და მათი ანალიზი.


მოცემული ნაშრომის ავტორია ფსიქოანალიზის ფუძემდებელი, ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც გახლდათ ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, შემდეგში უკვე ფსიქოლოგი, იგი დაიბადა 1856 წელს ფრაიბერგში. იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი.

Image result for freud

ავტორი ზედმიწევნით ზუსტად, არგუმენტების საშუალებით გადმოგვცემს ფსიქოანალიზის ჩამოყალიბების თავისებურებებს, თუ რა იყო მიზეზი და მიზანი ამ თეორისს გავრცობის და ვის მიუძღვის დიდი წვლილი ამ საქმეში.

ავტორის მიზანია, მკითხველამდე მიიტანოს მისი ძირითადი სათქმელი, რომ ფსიქოანალიზმა მართლაც რევოლუცია მოახდინა ფსიქოლოგიაში და მას დიდი პრაქტიკული გამოყენებაც აქვს.

ნაშრომში კარგად არის წარმოდგენილი და ახსნილი პათოლოგიური ქცევის ბუნება, ვეთანხმები ავტორის შეხედულებას, რომ ადამიანის ფსიქიკური მოქმედების ერთი ასპექტი რეალური გარე სამყაროს დაუფლებაზეა მიმართული და მეორე, სულიერი მოქმედების განსაკუთრებულად შეფასებული ასპექტი, რომელიც სურვილის ასრულებას ემსახურება. იმ განდევნილი სურვილების ჩანაცვლებით დაკმაყოფილებას, რომლებიც ბავშვობის წლებიდან მოყოლებული ყოველი ადამიანის ფსიქიკაში დაკმაყოფილების გარეშეა დარჩენილი.(Freud, 1923) ფსიქოანალიზმა ფაქტობრივად, სულიერი მოქმედების ასპექტები ერთმნიშვნელოვნად გამოყო და პრაქტიკაში დაადასტურა, რომ ბავშვობაში განდევნილი აზრები შემდგომ შეიძლება სხვა ფორმით გამოვლინდეს ქცევაში.

ტექსტში არის საკითხები, რომლებზეც დავა შესაძლებელია. მაგალითად, სიზმრების ასოციაციებით ინტერპრეტაცია სადაოა, ამის შესახებ ბევრი ვარაუდი არსებობს.ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, სიზმარი შეიძლება იყოს დღის განმავლობაში დარჩენილი შთაბეჭდილებები და დაძინებამდე ცნობიერ დონეზე ნაფიქრი მოვლენები და არა არაცნობიერიდან ამოსული რაიმე შინაარსები. მოწინავე მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ სიზმრებში არანაირი საიდუმლოება არ არის. სიზმარი წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას ძილში. ტექსტში ვხვდებით ტერმინს, იოდიპოსის კომპლექსი, თუმცა არაფერია ნათქვამი ელექტრას კომპლექსის შესახებ, შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ კუთხითაც. ვფიქრობ, მოცემული ნაშრომი მეტად ღირებულია, გამომდინარე იქიდან, რომ იძლევა ცოდნას ფსიქოანალიზის წარმოშობისა და განვითარების შესახებ, ნაშრომში მოცემული ფაქტები, დებულებები, მოსაზრებები და არგუმენტები დიდი ინტერესით იკითხება და მკითხველის ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.

მთლიანი ტექსტი შინაარსობრივად ზუსტად პასუხობდა სათაურს, იძლეოდა პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ფსიქოანალიზის განხილვისას გამიჩნდა, თითოეული საკითხი ზედმიწევნით არის განხილული. ავტორს სწორად აქვს გადმოცემული პირადი ხედვა, მისი მიზანი, საკუთარი მოსაზრებები მკითხველამდე არგუმენტირებულად მოეტანა და გაეცნო ფსიქოანალიზის შექმნის ისტორია მათთვის, მიღწეულ იქნა. ნაშრომის ძლიერი მხარე, ჩემი აზრით, მოცემული თემების მრავალმხრივი გაგების გადმოცემაა, ყველა მოსაზრება არგუმენტებითაა გამყარებული, თუმცა ზოგიერთი საკითხი ბოლომდე მკაფიოდ არაა გაშლილი, რაც მკითხველს ხელს უშლის ტექსტის უკეთ გაანალიზებაში.




0
9
შეფასება არ არის
ავტორი:დეა დიხამინჯია
დეა დიხამინჯია
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0