x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ყველა ვხვდებით, რომ პანდემიის უკან დგას რაღაც გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე თვითონ პანდემიაა

image

პანდემიის შემდეგ მსოფლიო ნამდვილად აღარ იქნება ისეთი, როგორსაც აქამდე ვიცნობდით, ყოველ შემთხვევაში, სოციუმშიგა ყოველგვარი ურთიერთობის ცნება კარდინალურ გადააზრებას დაექვემდებარება. ვირუსი რომ არსებობს და აქტიურადაც მუშაობს, ყველა ვრწმუნდებით დღითიდღე, მაგრამ საქმე მარტო ამაში არაა.
ახალი არ არის და ყველა ვხედავდით, რომ უკანასკნელ ათწლეულში სამყაროში რაღაც ისე ვერ იყო, რაღაც უნდა შეცვლილიყო. იყო მოლოდინი რაღაც აუხსნელის, შემოდგომისებურის, აპოკალიპტურის, ახლაც არის... უფრო უარესის.
კაცობრიობა ქვეცნობიერად ელოდა რადიკალურ ცვლილებებს, წინასწარმეტყველებდნენ ომებს, სტიქიურ უბედურებებს, სიღატაკეს (ასეც ხდებოდა უკვე), მაგრამ არავის უხსენებია არც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება და არც გლობალური ეპიდემია, გარდა ამერიკელი მწერალ–ფანტასტებისა და ჰოლივუდელი რეჟისორებისა.
ჩვენ გავხდით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი და კარგად ორგანიზებული შეთქმულების მომსწრე. ვერაფერს იტყვი, სცენარი სრულყოფილია, "დიდტვინოსანთა" კოლექტივის ხანგრძლივი მუშაობის კვალი ატყვია და როგორც ყველაფერი გენიალური, უმარტივესია.
სავარაუდოდ, იგი მიზნად ისახავს არსებული რეალობის ომის გარეშე ჩამოშლასა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, ძირფესვიანად შეცვლილი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას და ალბათ ხელახალ გადაგლობალიზირებას (?). მასში ჩართულია მსოფლიო სუპეროლიგარქული ელიტა გიგანტ და ეშმაკ–მამონასათვის სულის მიმყიდველ ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად. ამას თან სდევს კორონავირუსის არნახული მსოფლიო პიარი (!) (მარტო ის გავითვალისწინოთ, რომ ვაქცინის შექმნის დამაანონსებელი ცალკეული კომპანიების აქციების ღირებულებები რამდენიმე დღეში თითქმის 90 მილიარდით გაიზარდა).
საეჭვოა გეიტსის აქტიური ჩართულობაც ვაქცინაციის საქმეში. პანდემიამ კიდევ უფრო დაჰყო მსოფლიო მდიდრებად და ღარიბებად, ასეულ მილიონობით ადამიანი დაზარალდა ეკონომიურად და ვინ გამდიდრდა? ისევ ის ხალხი, ვინც ტრადიციულად ოლიგარქულ ელიტას მიეკუთვნებოდა და დამატებით ფარმაცევტული ბიზნესი. კაპიტალი მდიდართა ამა ქვეყნისათა პანდემიის დროს ტრილიონობით გაიზარდა, უპოვრები კი ისევ კარლ იასპერსისეულ სასაზღვრო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამხელა კაპიტალი და საკაცობრიო ენტელექია რომ კიბოს დამარცხებისაკენ მიმართულიყო, იგი უკვალოდ გაქრებოდა რამდენიმე თვის წინ.
და მაინც ვფიქრობ, კორონავირუსი არაა ძირითადი მოქმედი ძალა ახალი მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად ან ჰეგელისეული „მსოფლიო გონის“ გადასააზრებლად, იგი უფრო არაეგზისტენციალური გამშვები ტრიგერია ახალი ტიპის ადამიანის ჩამოსაყალიბებლად, ანუ იწყება დიდი ზოგადსაკაცობრიო გაუცხოება, ახალი ადამიანის–ტექნო–კიბერულად მოაზროვნე არსების ხატების დამკვიდრება და მარკესისეული მარტოობის გაუთავებელი ასი წელიწადი. ამის თანამდევი იქნება გამუდმებული ჭენება დიურერისეული აპოკალიპტური მხედრებისა (ვინც არიან ვიცით).
ვაქცინის მომავალიც ბუნდოვანია, იგავმიუწვდომელ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ ხრიკებთან გადაჯაჭვული (ლაპარაკი ჯერ არაა ჭეშმარიტ ვაქცინაზე, არამედ მაინც ვაქცინისწინარე ფორმაზე, რომელიც ექსპერიმენტულ როლს შეასრულებს ჩვეულებრივ ადამიანთა და არა ნიცშესეულ ზეკაცთა პოპულაციაში). მისი მოხმარების თავისებურებები და ნამდვილი დანიშნულებაც ჯერ–ჯერობით მარტო ერთეულებმა უწყიან.
არის ერთი წინააღმდეგობაც. ეს მიზნები ძალიან ძნელი განსახორციელებელია თანამედროვე სამყაროში, რომელმაც გლობალიზაციას გემო გაუგო. კაცობრიობას შეუძლია წინ აღუდგეს ამ ყველაფერს, თუკი იგი გამოფხიზლდება. მთავარია ჯაჭვი სადღაც გაწყდეს... მისი გადაბმა ალბათ ვეღარ მოხერხდება და ვაქცინით თუ უვაქცინოდ, სავარაუდოდ, ხანმოკლე მშვიდობა დაისადგურებს.


და ბოლოს, პოსტულატი (ყველა ხვდება ამას ინსტიქტურად): დროა ვაღიაროთ, რომ ამ პანდემიის უკან დგას რაღაც გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე თვითონ პანდემიაა.

მშვიდობას ვუსურვებ ყველა ქართველს! სხვები როგორმე მიხედავენ თავს!
6
537
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
537
  
2021, 28 მაისი, 17:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 13 თებერვალი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 13 თებერვალი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 13 თებერვალი, 22:58
თან კინოვარსკვლევების სუნიან წინდებზე და გამოსველებულ იღლიაბზე მაინც არაა, საკუთარი ნააზრევია ;)
2021, 13 თებერვალი, 22:56
ნებისმიერი თეორია კონსპიროლოგიურია სანამ არ დამტკიცდებოდა . დავაცადოთ დროს ;)
2021, 13 თებერვალი, 21:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6