x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
აკრძალული ქართველი მომღერლები
image“ მე ვცხოვრობ ოცდამეერთე საუკუნეში, ცივილიზებულ, უდიდესი კულტურის მონე ქვეყანაში, თავისუფალი სიტყვა დანაშაული არაა . თუმცა ამისთვის როგორც მომღერალი დავისაჯე“_ განაცხადა მომღერალმა მაია ჯაბუამ, რომელიც ბოლო პერიოდში საერთო სახალხო ღონისძიებებზე მართლაც აღავის უნახავს.


მაია ჯაბუა:


“ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟი ჩემგან ნამდვილად არ წამოსულა, საერთოდ ამაზე საუბარი ძალიან დამამცირებელიცაა . რომ არა თქვენი გაზეთის მიმართ პატივისცემა ნამდვილად აღარ განვავრცობდი, არ ვარ ის ადამიანი, ვინც იმის გამო შეაწუხებს ხალხს, რომ კონცერტების მიღმა დამტოვეს. მოსახლეობას გაცილებით რთული პრობლემები აქვს, სამწუხაროდ. თუმცა საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩა რომ უკვე მეორე წელია მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა აღარცერთ მასობრივ-სახალხო ღონისძიებაზე არ ვჩანვართ!”



– ქალბატონო მაია, როგორც ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან აღნიშნეთ, ამის მიზეზი არსებული ხელისუფლებისაგან განსხვავებული აზრის გამოთქმაა?


_ არასდროს გამიკეთებია მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები, რადგან არ მომწონს როდესაც ადამიანები სხვის პროფესიაში ერევიან. ჩემი მხრიდან მატრაკვეცობა იქნებოდა პოლიტიკაში რამენაირი ფორმით ჩართვა. თუმცა როგორც რიგითი მოქალაქე ყოველთვის დაუფარავად, თავისუფლად გამოვხატავ აზრს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ამის არასოდეს შემშინებია, ბავშვობიდან ასე ვარ.
ხელისუფლება ცდილობს ყველა და ყველაფერი გააკონტროლოს, მათ იციან, ვინ, სად, რა, როგორ თქვა. კარგად არიან ინფორმირებულები, თუმცა ამით ვერ ჩაკლავენ ჩემ მოქალაქეობრივ პოზიციას. მაგრამ სამწუხაროდ შეიქმნა სია და არა მარტო მომღერლების, სადაც თავმოყრილები ვართ ისისნი, ვინც ვინც მათი მეხოტბეები არ გავხდით. ეს კი შეურაცხყოფად მიიღეს, გაბრაზდნენ. იფიქრეს თუ კონცერტებზე აღარ გვამღერებენ ამით სამაგალითოდ დაგვსჯიდნენ.


– სახალხო ღონისძიებების ორგანიზებას მონოპოლიურად სტეფანე-კახუჩელას კომპანია ახორციელებს, მოთხოვნადობით ვარჩევთ მომღერლებსო ამტკიცებენ, იქნებ მაია ჯაბუა აღარაა მოთხოვნადი, ამაზე არ გიფიქრიათ?


– ხალხს არ უთქვამს მაია ჯაბუა, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, თამრიკო ჭოხონელიძე არ გამოვიდესო, ეს სხვამ გადაწყვიტა. თუმცა ჩვენს გამო ახალ წელს არავინ ჩაიშხამებდა და არც კონცერტი არ ჩაიშლებოდა . მაგრამ არის უამრავი ადამიანი ვისაც ეს არ რჩება ყურადღების მიღმა, თბილისობას არა ხარ, უკვე მეორე წელია ახალ წელს არ ხარ, მათ შორის არც რეგიონალურ კონცერტებში. სიმღერას თბილისზე კი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვმღერი, ხაზგასმით სხვას ამღერებ თბილისობას. ესეთი რამეები არ ეპარება მსმენელს.
ჩვენ ქვეყანაში სამთავრობო კონცერტების გარდა სხვა აღარაფერი ტარდება. გამოდის, თუ მომღერალს არ გაქვს კონცერტი არ გაქვს პურის ფული, მე რომ არ მყავდეს მეუღლე ძალიან გამიჭირდებოდა.
რაც შეეხება ორგანიზატორებს, მინდა გავახმაურო ერთი ფაქტი: იმედის არხზე ნოდარ მელაძის თოქ-შოუში ქალბატონმა მარიკა კვალიაშვილმა დაუსვა სტეფანეს შეკითხვა? რატომ არ იღებენ მონაწილეობას მის მიერ გამართულ კონცერტებში მაია ჯაბუა, ლიზა ბაგრატიონი და ა.შ. ყველას გასაკვირად სტეფანემ უპასუხა რომ მას ძალიან ვუყვარ მეც. ლიზაც ნატო მეტონიძეც და სხვებიც, მაგრამ მას ასეთი მითითება აქვს! ეს რა თქმა უნდა, ეთერში არ გავიდა მაგრამ იქ დამსწრე საზოგადოებამ გაიგონა, მეც მათ გადმომცეს. იმდენად არავინ კითხავს სტეფანეს ჩემს კონცერტში ჩასმა-არჩასმას, რა წყენაზეა მის მიმართ საუბარი, სადღაც მეცოდებიან კიდეც ეს ბიჭები, იმდენად უხერხულ სიტუაციაში ვარდებიან როცა შეხვედრისას მესალმებიან.
საქართველოში სფერო არ დარჩა პოლიტიზირებული არ იყოს, ასეთი სიტუაცია არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ყველაფერი გაჩერდება, ვერ განვითარდება! მუდმივად ვერ მოახვევვ თავს ადამიანებს მხოლოდ პროპაგანდას. ეს იმდენად ყალბია, ხელოვნური, საბოლოოდ უგემოვნობაში გადადის. მე არ ვამბობ, თუ მე არ ვიმღერებ ის კონცერტი აუცილებლად უგემოვნო იქნება. მაგრამ მომღერლების დაყოფა მთავრობის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად ძალიან უხეში ჩარევაა ამ წესით აპოლიტიკურ სფეროში. ამით კნინდება როგორც კონკრეტული სფერო, ასევე პოლიტიკა თავისი პოლიტიკოსებიანად. სახელმწიფო სამსახური სერიოზული პროფესიაა და შეურაცხმყოფელია როცა პოლიტიკოსი წყვეტს ვინ გამოვა კონცერტზე, ან ვის დასჯიან გამოუსვლელობით.


– შეგეძლოთ მთავრობის ფავორიტთა რიგებში ყოფილიყავით, თუნდაც მატერიალური კეთილდღეობის გამო...


– ყველა ირჩევს თავის გზას, მე ასე გადავწყვიტე. არც არაფერი მაკვირვებს და არაა ტრაგედიაა თუ არ გამოვალ ამ კონცერტებზე, მითუმეტეს რომ მაღალი გემოვნებით არ გამოირჩევა. ამით არაფერი იწყება და არც მთავრდება. ტრაგედია ის იქნებოდა, რომ აღარ მემღერებოდეს, მაგრამ ღმერთის წყალობით მემღერება და კიდევ დიდხანს ვიმღერებ.
როცა ე.წ. “აკრძალული მომღერლები” ერთად ვიკრიბებით ვიცინით ხოლმე უკვე ამაზე, იმდენად ბავშვის დონეზე გადაწყვეტილს გავს, რომ გაიბუტება და გეტყვის აი მე შენ თუ არ მოგწონვარ, მე შენ დაგსჯი, თან რაღაცას გახარბებს! სერიოზულადაც კი ვერ გაბრაზდები ამაზე. ასე არ იქნება მუდმივად და ვინც ამას აკეთებს შერცხვება თავის საქციელის.


– იქნებ გარიყულ ვარსკვლავებს კრიტიკული აზრის გამო ოპოზიციის მხარდამჭერად მოგიაზრებენ?


– არასოდეს ვმდგარვარ პოლიტიკოსის გვერდით აქტიურად, ამას ვერავინ დამაბრალებს, უბრალოდ ბავშვობიდან გამძაფრებული მავს უსამართლობის გრძნობა. მიუხედავად იმისა რომ აღნაგობით ძალიან პატარა ვარ, ყოველთვის მქონდა სურვილი, როცა ვიღაცას ჩაგრავდნენ დამეცვა. მუდმივად იმ ადამიანის გვერდით ვიყავი ვისაც მეტად სჭირდებოდა, ეს ჩემი ხასიათია. არ შემიძლია არ ვუთანაგრძნო ადამიანს ვისაც შია, სცივა. ბავშვს, რომელსაც წიგნი არ აქვს. რაც კარგი ხდება მომწონს დაუნახავი არ ვარ, საოცრად ესთეტი ვარ და მიხარია ყველა ახალი შენობა რაც ხარისხიანია. უბრალოდ ლამაზი სახლი რომ შენდება ჩემი ხომ არაა, თუმცა მახარებს სხვა კარგად თუ იცხოვრებს. მაგრამ ამდენი მათხოვარი მე ცხოვრებაში არ მინახავს: პატარა ბავშვი, ორსული ქალი თუ მოხუცი ხელგაწვდილია. სულ ვიხსენებ ხოლმე პატარაობისას პიონერთა სასახლიდან რომ გამოვიდოდით “მზიურის” გოგოები და ტროლეიბუსის გაჩერებაზე ქაშუეთთან ავიდოდით, მხოლოდ იქ იჯდა ცალფეხა რუსის კაცი, მე სხვა მათხოვარი თბილისში არ მინახავს. ახლა კი ჩემთვის ძალიან რთულია ამ ყველაფერს გულგრილად ჩავუქროლო მანქანით, არ შემიძლია ამის ყურება. საშინელებაა როცა მოხუცი დგას აფთიაქში და ერთ აბ წამალს ყიდულობს, ზოგჯერ კი იმაზეც ხურდა აკლდება. რამდენჯერ ყოფილა დამიმატებია. ვიცი რომ ყველა მდიდარი ვერ იქნება. რა თქმა უნდა, რაც მეტი შეძლებული ადამიანი იქნება მით უკეთესი, მაგრამ ასეთი კონტრასტი არ ყოფილა არასდროს.. როცა ამას უყურებ და მაინც ტაშს უკრავ ხელისუფლებას პათოლოგიაა. საერთოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა გიყვარდეს მთავრობა, პრეზიდენტი, ან აიდიალებდე რომელიმე პარტიას. მთავარია ყველა თავის საქმეს აკეთებდეს. მე ადრეც გამოვდიოდი სამთავრობო კონცერტებზე და არცერთ მთავრობას არ უკითხავს გიყვარვარ თუ არაო, მივდიოდი კონცერტზე სამღერად. სულ არ აინტერესებდა ცეკას მდივანს მაია ჯაბუას უყვარდა თუ სძულდა . ახლა რომაა ასეთი სიტუაცია არასდროს ყოფილა კომუნისტების დროსაც კი. თემატურ და პარტიულ სიმღერებს არ ვმღეროდი და არც ამით მიწუნებდა ვინმე. მთავარი იყო კონცერტი არ ჩამეგდო.


როგორ ფიქრობთ, რა დროიდან დაიწყო ტქვენი გარიყვა?


_ ზუსტად ვერ გეტყვით, საჯაროდ ორი წლის წინ ირმა სოხაძესთან ერთად ვიყავი უცნობის “საკანში”. თუ ნახავთ კადრებს დაინახავთ რომ, არც მაშინ და არც არასდროს არავინ გამილანძღავს, არც პოლიტიკური მოწოდებები და განცხადებები გამიკეთებია. თუ სხვადასხვა აზრზე ვართ ეს არ ნიშნავს, რომ მე შენ მძულხარ . საერთოდ პროვინციალიზმად მიმაჩნია მხარეებად დაყოფა, მე ჩემი ქვეყნის მხარეს ვარ ყოველთვის.
ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით “მაესტროში” მე და მანანა ბერიკაშვილი ვსაუბრობდით, მკითხეს და დავაფიქსირე აზრი. ეს არ იყო კიდევ ერთხელ ვამბობ პოლიტიკური შეფასება, მე ამის კომპეტენცია არ მაქვს და თავს ბრიყვულ სიტუაციაში არ ჩავიგდებდი. ივანიშვილზე ვისაუბრე როგორც გულმოწყალე ადამიანზე, ჩემთვის ქველმოქმედება და ქველმომედი ადამიანი არის საოცრად საინტერესო. წარსულსაც ვგულისხმობ, დღემდე აღტაცებული ვარ სარაჯიშვილის და მისი მსგავი ადამიანებით, რომლებიც მრავლად გვყავდა ქართველებს. რამდენად დიდსულოვანი უნდა იყო ადამიანი, როცა სიკეთის კეთება განიჭებს სიამოვნებას . ამას თუ იმხელა დოზით აკეთებ როგორც ივანიშვილმა გაუკეთა სრულიად საართველოს, ეს ხომ მხოლოდდამხოლოდ მის დიდბუნებოვნებაზე მიუთითებს. ეს ავღნიშნე “მაესტროზე” და ახლაც ამ აზრზე ვარ. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს მას ვერ შევაფასებ, ერთი წელია არჩევნებამდე, ვინმე რამეს გვაძალებს?
დავაკვირდეთ, მოვისმინოთ რას გვთავაზობს, ავწონ_დავწონოთ. დავფიქრდეთ ვინ მოგვატყუა ვინ არა, ეს ჩვენი არჩევანის თავისუფლებაა. ჩემთვის პატივსაცემია ივანიშვილის პიროვნება ნამდვილად, ძალიან კარგია რომ გამოჩნდა. პოლიტიკური ვითარებაც საინტერესო გახდაამით. რატომ უნდა ებრძოლო ასეთ ადამიანს არ მესმის. რაც უფრო მეტი ასეთი ადამიანი იქნება საქართველოში ქვეყნისთვის უკეთესია, ნეტა 10 და 20 იყოს. თუ ამ შეფასებისთვის არ დამიძახებენ კონცერტზე ნუ დამიძახებენ, იმდენი ვიმღერე ათ მომღერალს ეყოფა კარიერისთვის.


მაკა დეკანოსიძე "ქართული სიტყვა"

12
11869
19-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
11869
  
2016, 23 თებერვალი, 17:29
ჩემო ძვირფასო ქართველნო ! ნუ სჭამთ ერთმანეთს, ვინ სად უნდა იმღეროს ჩვენი გასარჩევი არ არის ყველას თავისი ადგილი აქვს. ძალიან მიყვარს მაია მაგრამ მიყვარს ასევე სოფო ნიჟარაძე. ხოლო ვინ უყვართ მათ ეს მათი გადასაწყვეტია. ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. გაუფრთხილდით ერთმანეთს გიყვარდეთ ერთმანეთი
2012, 7 დეკემბერი, 22:22
მაია კარგი ადამიანია,წარმატებები! შენნაირი მომღერლის ადგილი არ იყო,იმიტომ,რომ ნინა და ვიღაც სმენის არ მქონეები მღეროდნენ
2012, 4 დეკემბერი, 13:21
რეპს მიაწექი რეპს,და გაგიმართლებს....რა გული გაგიტეხია შე ქალო....ადექი და გარეპე ერთი,ეგ შენი ისტორია.მაგარი საკაიფო იქნება სიმონ....
2012, 20 ნოემბერი, 22:22
მოვიდნენ ნაციონალები და მოიყვანეს უნიჭო მომღერლები ახალი თაობა. წავლენ ახლა მალე და თან წაყვებიან ეს ხისთავიანი ნიაზები და ლექს-სენები
2012, 20 ნოემბერი, 13:26
ეშველა უკვე მაგ საქმეს. მოეხსნა ბლოკი!
2012, 20 ნოემბერი, 13:14
მაია ჯაბუა არ უნდა მღეროდეს და სოფიკო ნიჟარაძეს ''სცენის ფერიას'' უნდა უწოდებნენ , რა სასაცილოა ეს ყველაფერი სატირალი რომ არ იყოს (ილიაზე ვგიჟდები ეს სიტყვები რომ არ ეთქვა რა გვეშველებოდა)
2012, 31 აგვისტო, 23:24
ვგიჟდები მაიაზე !
2012, 31 აგვისტო, 22:17
+1
2012, 31 აგვისტო, 15:59
ვაფასებ მაია ჯაბუას...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10