x
image
თუთიკო ბერძენა
თვითმკვლელობების სერია გრძელდება! რატომ მოიკლა თავი ქობულეთში 14 წლის გოგონამ?
image



ქობულეთში 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა, 11 თებერვალს კი დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალი მის გაუპატიურებაში ედება.

ქობულეთში მომხდარი ტრაგედია არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მოზარდის გარდაცვალების თუ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტია დაფიქსირებული.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ ტრაგედიას გამოეხმაურა:

„გარდა იმისა, რომ ეს არის უმძიმესი ტრაგედია და მოუშუშებელი ჭრილობა, მანუგეშებელი სიტყვები არ არსებობს და ვერ გამოხატავს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც ვიხილეთ ყველამ ერთად, მაგრამ მეორე მხრივ, გვავალდებულებს ყველას, გაცილებით მეტი გულისხმიერებითა და მონდომებით ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ეფექტიანობის გაზრდა იმ სერვისების, იმ პროცედურების და ყველა იმ რეგულაციის, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს, რომ, ერთი მხრივ, მსგავსი პრობლემები საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ბავშვებთან მიმართებაში იქნას იდენტიფიცირებული და ეს არ რჩებოდეს ყურადღების მიღმა არცერთ შემთხვევაში და რეაგირება იყოს ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს თავიდან ბოლომდე სრულ და აბსოლუტურ პრევენციას მსგავსი შემთხვევებისა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

image


თითოეული თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და გვპირდებიან, რომ მსგავს ფაქტებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ, მაგრამ თვითმკვლელობების სერია გრძელდება!

ფიოდორ დოსტოევსკი: თუ ღმერთი არ არსებობა, მაშინ ყველაფერი ნებადართულია!

ამ სიტყვებს თუ შევაბრუნებთ, თუ ყველაფერი ნებადართულია, მაშინ ღმერთი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია გვესმის ადამიანის უფლებათა დაცვის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები და ვხედავთ ეკლესიის მსახურთა პოლიტიკაში ჩართულობას, რეალურად სულ სხვა სიტუაციაა სახეზე - უღმერთობის!


მაჰათმა განდი: საზოგადოება ხასიათდება იმით, თუ როგორ ექცევა იგი მის ყველაზე სუსტ და მოწყვლად წევრებს.


image



0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0