x
image
თეო777
ვენთვორთ მილერი
image
1972 წელს 2 ივნისს ოქსფორდში აფროამერიკელ სტაჟორსა და მის თეთრ ცოლს შეეძინათ ცისფერთვალება და თეთრკანიანი ბიჭი.
მსახიობი ნიუ-იორკის ბრუკლინში იზრდებოდა.სკოლის დამთავრების შემდეგ პრესტიჟულ პრისტონის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა.
სადიპლომო ნამუშევრის დაცვისთანავე, მშობლებისთვის და მეგობრებისთვის მოულოდნელად ლოს-ანჯელესში გადადის რომ მსახიობი გახდეს.
ოთხი წლის მანძილზე ასობით კასტინგი და არც ერთი შემოთავაზება, მხოლოდ 2000 წელს გამოავლინა დრამატული ტალანტი, როცა მოწვეული ვარსკვლავის სახით ცნობილ სერიალ "საუკეთესონი" გამოჩნდა.2001-2002 წლებში თამაშობს სერიალში "დინოტოპია".
2002 წელს მსახიობის რეზიუმე ლეგენდარული რობერტ ბენტონის (“ბონი და კლაიდის” ერთ-ერთი თანაავტორი და “კრამერი კრამერის წინააღმდეგ” რეჟისორი) მაგიდაზე აღმოჩნდა და მილერმა მეორეხარისხოვანი როლი მიიღო დრამაში «შელახული რეპუტაცია» - პატივსაცემ პროფესორ კოლმან სილკზე შექმნილი ფილიპ როტას სკანდალური რომანის ეკრანიზაცია.
როცა ჭაღარა მოხუცი 34 წლის დამლაგებელთან (ნიკოლ კიდმანი) რომანს გააბამს, კოლეგების აღშფოთებას საზღვარი არ აქვს. თუმცა მათ უფრო შოკისმომგვრელი სიმართლე არ იციან – სიმართლე, რომელსაც პროფესორი ცოლსაც კი უმალავდა: სილკი აფროამერიკელია.
ძნელი არაა, მიხვდე, რომ ვენტი თავისი საუნივერსიტეტო განათლებითა და ბიოგრაფით ისე შეეფერებოდა ახალგაზრდა პროფესორის როლს, როგორც არავინ.
თუმცა, ბენტონმა, მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა მხცოვანი სილკის შესასრულებლად უელსელი ოსკაროსანი – ენტონი ჰოპკინსი მიიწვია. კრიტიკოსები ბრაზობდნენ: «გგონიათ, ანგლო-საქსონელი ჰოპკინსი ბებერი აფროამერიკელის როლში ორიგინალურია? სისულელეა!»
მილერი კი გაიხსნა, როგორც დრამატული მსახიობი და ავტორიტეტული ჟურნალი წერდა:"მილერის თამაში-ერთადერთია, რისთვისაც ამ წარუმატებელი ფილმის ნახვა ღირს."ამ როლისთვის მილერმა ჯილდო შავკანიანი კინემატოგრაფისტების ასოციაციის 2 ნომინაციაში მიიღო.
0
496
2-ს მოსწონს
ავტორი:თეო777
თეო777
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0