x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ოქროსფერი ბეჭდები" ხახვისაგან - ხრაშუნა რგოლები, რომელიც კეტჩუპთან განსაკუთრებით გემრიელია

image

5 ულუფა;

საჭირო დრო: 30 წუთი;

საჭირო პროდუქტები:

თეთრი მსხვილი ხახვი - 3 ცალი;

ფქვილი - 250 გრამი;

გამაფხვიერებელი - 1/2 ჩაის კოვზი;

მარილი - 1 ჩაის კოვზი;

შავი წიწაკა - 1/4 ჩაის კოვზი;

მსუბუქი ლუდი - 150 მლ.;

ცივი წყალი - 2 სუფრის კოვზი;

მცენარეული ზეთი -1კოვზი;

მომზადება:

დაჭერით ხახვი 7-8 მმ. სისქის რგოლებად.

დაანაწილეთ, გამოაცალკევეთ რგოლები და ჩაყარეთ ცივ წყალში (1.5 ლ.).

125 გრამ ფქვილს დაუმატეთ მარილი, შავი წიწაკა, ცომის გამაფხვიერებელი და მოურიეთ.

დაუმატეთ ლუდი, 2 სუფრის კოვზი წყალი და ურიეთ ერთგვაროვან მასამდე.

ამოიღეთ წყალი ხახვიდან და დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

ყოველი ხახვის რგოლი ამოავლეთ ფქვილში, შემდგომ - ცომში და მერე დადეთ ტაფაზე, მცენარეულ ზეთში.

შეწვით ხახვის რგოლები მანამ, სანამ ოქროსფერს მიიღებს, დაახლოებით 2-3 წუთი ძლიერ ცეცხლზე.

ოქროსფერი რგოლები აიღეთ ტაფიდან და დადეთ სალფეთქზე, რათა ჭარბი ცხიმი მოსცილდეს.

ხახვის რგოლები შეგიძლიათ, მიირთვათ საყვარელ სოუსთან, ან კეთჩუპთან.

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0