x
image
ლადო_25
უგემრიელესი და უნაზესი პუდინგი


უნაზესი და უგემრიელესი პუდინგი

რაოდენობა : 7 ულუფა;
მომზადებისათვის საჭირო დრო: 1 საათი და 30 წუთი
ინგრედიენტები:
1) მარწყვისა და ქოქოსის პუდინგი, სულ 1 შეფუთვა
2) რძე 750 მილიგრამი
3) შაქარი გემოვნებით
4) ვანილი 1 პატარა შეფუთვა
5) შოკოლადი
6) ქოქოსის ფერადი ფანტელები

მომზადება: ორ საშუალო ზომის ჯამში, ცალ-ცალკე გახსენით მარწყვის ნახევარი შეფუთვა პუდინგი და ქოქოსის ნახევარი შეფუთვა პუდინგი 375 მილიგრამ ცივ რძეში. დაამატეთ ვანილი და შაქარი თქვენი გემოვნებით, დააკვირდით რომ სრულად გაიხსნას. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და თან გამუდმებით ურიეთ, როდესაც ერთიანი მასა გახდება გადადგით ცალკე და ოდნავ გააციეთ, თან მოურიეთ.
ჩაასხით ჭიქებში და შედგით მაცივარში დაახლოებით 40 წუთი, მირთვევის წინ მორთეთ შავი შოკოლადითა და ქოქოსის ფანტელებით.
image

0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0