მსოფლიო საუდის არაბეთი და ნავთობი (''ხედვა 2030" და COVID-19-ის გავლენა ნავთობზე) ნაწილი 3 11 თებერვალი, 11:27 პირველი მოლაპარაკების მცდელობა ოპეკისა და ალიანსის წევრებს შორის ბოლო მონაცემებით Aramco-ს წმინდა მოგებამ შეადგინა 62, 48 მილიარდი რიალი (16, 64 მილიარდი დოლარი) სახელმწიფო და რელიგიური გადასახადების ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში წინა წელთან შედარებით 2020 წლის 31 მარტიდან 83, 29 მილიარდი რიალის (22, 17 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობით დაეცა მათი შემოსავლები. ამასთან Aramco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ამინ ნასერმა განაცხადა თავისი ნეგატიური მოლოდინების შესახებ.
ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალს ნავთობის ფასების შემცირებაში ხედავენ. ზოგადად, საუდის არაბეთი აპირებს თავისი ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას მრავალი ფაქტორის გამო. მათ შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა საუდის არაბეთის სამომავლო ხედვის ეკონომიკასთან დაკავშირებით. მათ პროგრამას ეწოდება “საუდის ხედვა 2030'' ( رؤية السعودية 2030), რომლის მიხედვითაც ქვეყანას განსაზღვრული აქვს შიდა ეკონომიკის ნავთობდამოკიდებულის შემცირება, ეკონომიკის დივერსიფიკაცია და საზოგადოებრივი მომსახურების ისეთი სექტორების განვითარება, როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება, ინფრასტრუქტურა, რეკრიაცია და ტურიზმი. 20 შეფასება არ არის
|