x
image
თუთიკო ბერძენა
დევნილების დაბრუნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - მითი თუ რეალობა?

image


სტრასბურგის სასამართლომ, 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, დაადასტურა შემდეგი:

1. ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია.

2. საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთმა განახორციელა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია - საქართველოს რეგიონების. მაშასადამე, რისეთის მიერ დღემდე ხორციელდება ამ ტერიტორიების ეფექტური კონტროლი.

3. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, რაც დღემდე გრძელდება. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში იყენებს ტერმინს „ეთნიკური წმენდა“.

4. რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლისა და ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცოცავი ოკუპაციის შედეგებისთვის დე-ფაქტო ორგანოების ქმედებების ჩათვლით. ანუ ნებისმიერი ინციდენტისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ რეგიონებში მას შეერაცხება პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ განავითარა დამკვიდრებული პრაქტიკა და ეფექტურ კონტროლს პირდაპირ უწოდა „ოკუპაცია“.

5. სასამართლოსმ სეპარატისტების რუსეთზე დაქვემდებარება ანუ რუსეთის კონტროლი დადგინა განგრძობადად 2008 წლის ომამდე, ომის განმავლობაში და ომის შემდეგ.

6. ჩვენ მიერ მოთხოვნილი კონვენციის 8 მუხლიდან სასამართლომ ერთადერთი - განათლების უფლების დარღვევა არ დაადგინა, რომელიც საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წელს შეტანილი ახალი, სახელმწიფოთა შორის დავის საგანია. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, დამატებით დაადგინა რუსეთის მიერ კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას.

7. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ფაქტიურად ამბობს: გადაადგილების თავისუფლების დარღვევა დღემდე გრძელდება. რუსეთს სასამართლომ პირდაპირ დააკისრა დევნილების უკან დაბრუნების ვალდებულება, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ აღსრულების ეტაპზე.

8. სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, რისეთის მხრიდან დარღვევა დააგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს 2018 წელს ჩვენ მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორისპ საჩივარს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განგრძობადი ოკუპაციის შედეგებს და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება.

9. სასამართლომ, ასევე, ფაქტიურად თქვა, რომ რუსეთის მხრიდან, სავარაუდოდ, დანაშაულები იქნა ჩადენილი საბრძოლო მოემედებების აქტიურ ეტაპზე 8-დან 12 აგვისტომდე, რისი გამოძიების ვალდებულება მას ჰქონდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად. უფრო მეტიც - სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წლის მოვლენების და ამ პერიოდში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიების საშუალებას არ აძლევს, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ, მისი იურისდიქციის ფარგლებში, ამ დანაშაულების გამოძიებას და ჩვენს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან აუცილებლობად აქცევს.

როგორ გგონიათ, დაემორჩილება რუსეთის ფედერაცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას?




0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0