x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ჰოლივუდის ,,ოქროს ხანის" საშინელი სკანდალები, რომლებზეც ყველა ლაპარაკობდა

დღევანდელ შოუბიზნესის ვარსკვლავებს თვლიან სკანდალურებად და ეპატაჟურებად, და სულ ტყუილადაც. კინემატოგრაფიის “ოქროს ხანის" სკანდალებთან ისინი შეიძლება ახლოსაც ვერ მივიდნენ.image


ოლივ ტომასის გარდაცვალება სიფილისის წამლის გამო- ოლივ ტომასი მუნჯი კინოს აღიარებული ლამაზმანი მსახიობი იყო, ჯეკ პიკფორდის ცოლი. ჯეკი ცოლს გამუდმებით ღალატობდა, რასაც დიდად არც მალავდა, პარალელურად კი სიფილისისგან მკურნალობდა. ერთ დღესაც, ოლივმა ვეღარ აიტანა ქმრის ღალატი და ჯეკისთვის ექიმის გამოწერილი ვერცხლისწყლის დიქლორიდი დალია, რომლითაც ის სიფილისს მკურნალობდა. 5 დღის შემდეგ ქალი მოწამვლისგან გარდაიცვალა.image


გრეის კელის სასიყვარულო თავგადასავლები- დღევანდელი ჰოლივუდის საზომებითაც კი, გრეის კელი აღვირახსნილი იქნებოდა. როგორც ამბობენ, გრეისი უარს არავის ეუბნებოდა ინტიმზე. ფილმის პარტნიორთან სექსი მისთვის არაფერს ნიშნავდა. მის პარტნიორებს შორის იყვნენ ჰარი კუპერი, კლარკ გეიბლი, უილიამ ჰოლდენი. ხოლო ცოლიან მსახიობთან რეი მილანდოსთან რომანმა კინაღამ მისი კარიერა იმსხვერპლა.image


ჩარლი ჩაპლინი ოთხჯერ დაქორწინდა არასრულწლოვნბზე- დიდი ჩარლი ჩაპლინი ოთხჯერ იყო დაქორწინებული, მათგან 3 კი იმ დროისთვის არასრულწლოვანი იყო. პირველად 29 წლის ჩაპლინი 16 წლის მილდრედ ჰარისზე დაქორწინდა, მეორედ 35 წლისამ მოიყვანა ცოლად ასევე 16 წლის ლიტა გრეი, მეოთხე ცოლი კი 45 წლისამ მოიყვანა, ამჯერად 18 წლის უნა ო'ნილი.image



ლორეტა იანგმა ღვიძლი შვილი აყვანილ შვილად გაასაღა- ლამაზმანმა ლორეტა იანგმა რომანი გააჩაღა იმ დროისთვის დაქორწინებულ კლარკ გეიბლთან, რაც დიდ სკანდალში გახვევდა. იმისათვის, რომ კარიერა არ დაენგრია, ქალმა განაცხადა, რომ ინგლისში მიემგზავრებოდა დასასვენებლად, გრძელი “არდადაგების" პერიოდში კი შვილიც გააჩინა, რომელიც ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარა. რაც შეეძლო სწრაფად დაიბრუნა ფორმა და ჰოლივუდში დაბრუნდა, 19 თვის შემდეგ კი მთელი პომპეზურობით იშვილა საკუთარი ღვიძლი შვილი და განაცხადა, რომ რთული იქნებოდა მისთვის მარტოხელა დედობა, მაგრამ უფალი არასოდეს მიატოვებდა. მთელი ეს აფიორა ცნობილი მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი.image


მერილინ მონროს რომანი ჯონ კენედისთან- ისტორიკოსები დღემდე ბჭობენ ჰქონდათ თუ არა რომანი მერილინ მონროს და ცნობილ პრეზიდენტს, მათზე უამრავი ჭორი დადის დღემდე.image


ელიზაბეტ ტეილორმა ქმარი მეგობარს წაართვა- რამდენიმე უიღბლო ქორწინებამ და სკანდალებმა ელიზაბეტ ტეილორი მართლაც ცნობილი გახადა. მთავარი სკანდალი კი მისი ურთიერთობა გახდა მომღერალ და მსახიობ ედი ფიშერთან, თავდაპირველად, ტეილორის ქმარი კინოპროდიუსერი მაიკ ტოდი იყო, რომელმაც ცოლი გააცნო თავის მეგობარ ედის და მის მეუღლეს დები რეინოლდსს. ოჯახების მეგობრობა მანამდე გაგრძელდა, სანამ ტოდი ავტოავარიაში არ დაიღუპა. ტეილორმა სიმშვიდე მალევე იპოვა ოჯახის მეგობარ ედისთან, რომელმაც ცოლი და 2 შვილი მიატოვა და ელიზაბეტ ტეილორის მორიგი, მაგრამ არა უკანასკნელი ქმარი გახდა. image


ლანა ტერნერის საყვარელი მისივე ქალიშვილმა მოკლა- ლამაზმანი ლანა ტერნერი თანამედროვე ელიზაბეტ ტეილორი იყო პირადი ცხოვრების მხრივ. ქალის მორიგი საყვარელი ჯონი სტომპანტო გახდა, რომელიც ნამდვილი სადისტი აღმოჩნდა. ერთ-ერთი სკანდალის დროს მსახიობის 14 წლის შვილი, შერილი დედას გამოესარჩლა და საბოლოოდ მამაკაცი შემოაკვდა. შერილი უდანაშაულოდ აღიარეს და მხოლოდ ფსიქოთერაპიის კურსები დაუნიშნეს.image







1
249
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
249
  
2021, 14 თებერვალი, 19:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1