x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
როგორ სასტიკად მოექცნენ პატარა ენგელსინა მარკიზოვას კომუნისტები - "მადლობა ამხანაგ სტალინს ბედნიერი ბავშვობისთვის“
image


როგორ გაჩნდა პოპულარული საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატი წარწერით : "მადლობა ამხანაგ სტალინს ბედნიერი ბავშვობისთვის“.


1936 წლის იანვარში, არდან მარკიზოვი ბურიატ-მონღოლეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, რომელიც მოსკოვში კოლმეურნეების საკავშირო შეხვედრაზე ჩავიდა. მას ახლდა პატარა გოგონა ენგელსინა (გელია) მარკიზოვა.


გელია ასე იხსენებს სტალინთან შეხვერდას:



სტალინი ზურგშექცევით იჯდა. მაგრამ იაკოვლევმა ჩემს დანახვაზე მას მხარზე ხელი დაადო და უთხრა:


- შენთან სტუმარი მოვიდა.


სტალინი ჩემკენ შემობრუნდა, მომესალმა, აიღო ყვევილების ორივე თაიგული, რომელთაგანაც ერთის გადაცემას ვოროშილოვისთვის ვაპირებდი და პრეზიდიუმის მაგიდაზე დადო.


- გოგონას სურს სიტყვით გამოსვლა, - გამოაცხადა ვოროშილოვმა, რაზეც ავღელდი.


- გადმოგცემთ მისალმებას ბურიატ-მონღოლეთის შვილებისგან!- გამოვაცხადე, სტალინს ჩავეხუტე და ვაკოცე, რაზეც მაყურებელმა ტაში შემოჰკრა. ეს მომენტი აღბეჭდა ბევრმა ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა. მახსოვს ბედნიერების განცდა, რომ სტალინის მკლავებში მოვხვდი. მეგონა, რომ ვხედავ ციურ, დიდ პიროვნებას. ვგრძნობდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივს ვაკეთებდი. ამის შემდეგ ბერიასთან აღმოვჩნდი. რომელმაც ქართულად თქვა:


-მომაშორეთ ეს ტილიანი!- ამ სიტყვების მნიშვნელობა მაშინ ვერ გავიგე".


მოგვიანებით ფოტო, რომელიც გელიას და სტალინს გადაუღეს, ძალიან პოპულარული გახდა.



image


კრემლში მიღების შემდეგ დელეგატებს გადაეცათ საბჭოთა მთავრობის საჩუქრები. დელეგატებმა პარტიისა და მთავრობის ლიდერებს გადასცეს ეროვნული სამოსი, კოსტუმები. სიტყვა „საჩუქრის“ გაგონებაზე პატარა გელიამ ხმამაღლა იკითხა:


- ჩემთვისაც იქნება საჩუქარი? ცოტა ხნის შემდეგ, პრეზიდიუმიდან დაუძახეს ბავშვს:


-გელია! გელია! მოდი აქ!


პავშვი ავიდა პრეზიდიუმში. მოლოტოვს წითელი ყუთი ჰქონდა ხელში. სტალინმა ჰკითხა გოგონას:


-რისი მიღება გსურს საჩუქრად - საათის ან გრამოფონის"?


ბავშვმა სთხოვა საათიც და გრამაფონიც. სტალინმა მოლოტოვს ყუთი გამოართვა და გახსნა. შიგ ოქროს სამაჯური იყო. სტალინმა ჰკითხა ბავშვს, მოსწონს თუ არა იგი, რაზეც გოგონამ დადებითი პასუხი გასცა.


-კარგი, გრამოფონს ვერ აზიდავ, - უთხრა სტალინმა.


- მამაჩემს დავუძახებ- თქვა გელამ.


ამ შეხვედრაზე არდან მარკიზოვმა უკვე მიიღო საჩუქრად ერთი გრამოფონი. ახლა ის კვლავ ავიდა სცენაზე სხვა გრამოფონისთვის.



image



ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ გელიას მამა ანტისაბჭოთა შეთქმულების ბრალდებით დახვრიტეს, ხოლო დედა დააპატიმრეს. ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გელიას დედა შვილებთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. გადასახლებიდან ორ წელიწადში გელიას 32 წლის დედა, რომელიც ექიმი იყო, პალატაში მოკლული იპოვეს. მაშინდელი ვერსიით მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა გელია მარკიზოვა წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მან გამოითხოვა ნკვდ-ს საარქივო მასალები, რომლის მიხედვითაც დედამისი ბერიას ბრძანებით იქნა მოკლული.



image



პლაკატზე გამოსახულ გოგონას სახელი და გვარი შეუცვალეს. დედის სიკვდილის შემდეგ უპატრონო ბავშვთა სახლში და-ძმასთან ერთად გადაყვენილი გელია ხედავდა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ბაღებსა და სკვერებში გაკრულ პლაკატებს საკუთარი გამოსახულებით, ხედავდა სკულპტურას, რომელზეც მისი სახე იყო ამოკვეთილი და რომელსაც სხვა ბავშვის სახელი და გვარი გქონდა წარწერილი მისსავე მისალმებასთან ერთად "მადლობა ამხანაგ სტალინს ბედნიერი ბავშვობისთვის“.



0
296
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0