x
სტრესი, ''გადაწვა'' და თითქმის შეუძლებელი ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის - ტრენინგ-პროგრამა, ''გუნდურობა ციფრულ ერაში''

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე დღეს, საზოგადოებას განსაკუთრებულად რთული პერიოდი უდგას. არსებულმა გარემოებამ, სხვადასხვა დაწესებულებებში და ზოგად ურთიერთობებში გარკვეული კრიზისი გამოიწვია. ზოგმა, სამუშაო ადგილი დაკარგა, გარკვეულმა ნაწილმა კი სტრესულ გარემოს ვერ გაუძლო. აღნიშნული ფაქტების გამო, წაროიქმნა, როგორც ოჯახურ გარემოში უკმაყოფილება ასევე, სამუშაო სივრცეში.

ამიტომ, შეიქმნა ტრენინგ-პროგრამა, ''გუნდურობა ციფრულ ერაში''. პროექტი, იმ გამოწვევებს პასუხობს, რის წინაშეც დისტანციური მუშაობის პერიოდში თითოეული ადამიანი და ორგანიზაციები აღმოჩნდა.

  • დისტანციური მუშაობით გამოწვეული ერთიანი გუნდის განცდის რღვევა.
  • სტრესი, ''გადაწვა'' და თითქმის შეუძლებელი ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის
  • დისტანციურ მუშაობასთან ადაპტაციისთვის ახალი უნარების გამომუშავების აუცილებლობა და სხვა.

დეტალებზე, პროექტის ორგანიზატორს, ბიზნეს ტრენერს და კონსულტანტს, მარიკა ნებიერიძეს ვესაუბრეთ:

''თითქმის 1 წლიანი დისტანციური მუშაობის ფონზე, ბევრი კომპანია და მათი თანამშრომლები ახალი გამოწვევის წინაშე დადგა და გუნდური მუშაობა უკვე პრობლემატური გახდა. ამიტომ, ორ მეგობარ ტრენერთან ერთად, განსხვავებული ტრენინგ-პროექტი გავაკეთეთ - ''გუნდურობა ციფრულ ერაში''. აღნიშნული კორპორატიული ტრენინგი, კომპანიების თანამშრომლებს დაეხმარება:

  • ციფრულ რეალობაში გუნდური მუშაობისთვის საჭირო რბილი (სოციალური) უნარების გაღრმავებას და არსებულ რეალობაზე მორგებას.
  • ''ციფრულ სტრესთან'' და ''გადაწვასთან'' გამკლავებას კონკრეტული, ფსიქოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით.
  • ერთიანი გუნდის ხელახალ აღქმას, არაფორმალურ გარემოში კომუნიკაციას და ''პოზიტიურ ტალღაზე გადართვას''.მარიკა ნებიერიძე
0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ნანა ქოქიაშვილი
ნანა ქოქიაშვილი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0