x
image
ლურჯი თოლია
კანადელი ტერი ფოქსის თავგანწირული ბრძოლა და გმირობის მაგალითი
image
ტერი ფოქსი დაიბადა კანადაში 1958 წელს. 1977 წელს მას დაუდგინდა ოსტეოსარკომა, რის გამოც მას ფეხი მოაჭრეს. მას მერე ტერი აქტიურად ჩაერთო სიმსივნით დაავადებულთა დასახმარებელ აქტივობებში და 1980 წელს წამოიწყო იმედის მარათონი, რომლის მიზანი იყო სიმსივნით დაავადებულთათვის თანხის შეგროვება და დამტკიცება რომ დანებება არაა გამოსავალი.
მარათონს წინ უძღოდა დიდი მოსამზადებელი პერიოდი, რადგან ტერი აპირებდა მთელი კანადის ფეხით შემორბენას და ფულის შეგროვებას.
1979 წელს მან "მოსათელად" 17 კილომეტრი ირბინა, ის მხოლოდ 22 წლის იყო.... მარათონი დაიწყო 12 აპრილს, ტერი აპირებდა მთელი ქვეყნის შემორბენას და თითო მოსახლისგან 1$ ის აღებას, რაც მისი გათვლით 24 მილიონი იქნებოდა.
თუმცა სამწუხაროდ ვერაგი დაავადება სწრაფად პროგრესირებდა, ტერის პროთეზიდან სისხლი სდიოდა და გაუსაძლისად ტკიოდა მაგრამ არ გაჩერებულა, მან 143 დღეში 5373 კილომეტრი გაირბინა და 1.7 მილიონი (კანადური) დოლარი მოაგროვა, იგი გარდაიცვალა ფილტვების შეშუპების გამო, რაც სიმსივნის მეტასტაზებმა გამოიწვია. თუმცა მხოლოდ მისი სახელით ჩატარებული მარათონებით, სიმსივნის საწინააღმდეგო ბრძოლაში 750 მილიონი კანადური დოლარი შეგროვდა.
image
0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0